საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

კათალიკოსი კირიონ პირველი – მხსნელი საქართველოსი!
გიორგი ერიშვილი

საქართველოს კათალიკოსის, კირიონ პირველის ცხოვრება და მოღვაწეობა V საუკუნის დასასრულისა და VI საუკუნეების მიჯნაზე, ემთხვევა ჩვენი ქვეყნის საეკლესიო ისტორიის ერთ ყველაზე რთულ პერიოდს, როდესაც არსებითად წყდებოდა საქართველოში მართლმადიდებლობის მომავალი.

წმინდა ნინოსგან ნათელღებულსა და 13 ასურელი მამის მიერ სარწმუნოებაგანმტკიცებულ საქართველოში  კირიონმა ფაქტობრივად გადაარჩინა ერი რჯულგანდგომილებისაგან.

და თუ დღეს კირიონის სახელი სამშობლოში არ არის სათანადოდ დაფასებული, ეს, პირველ ყოვლისა, გახლავთ სიფრთხილე და ეჭვი ზოგიერთი მეცნიერისა, რომლებიც ყოველმხრივ დასაბუთებული არგუმენტაციის გარეშე მის პიროვნებას აიგივებენ მონოთელიტ პატრიარქ კიროს ფაზისელთან. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს გამამხნევებელი საპირისპირო არგუმენტები: XX საუკუნეში აღდგენილი ავტოკეფალიური ეკლესიის მეთაური, ქვეყნის კეთილდღეობისათვის თავდადებული კათალიკოსი კირიონ მეორე, ცხადია, შემთხვევით არ დაირქმევდა ბერმონაზვნურ სახელად ,,კირიონს'', დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო კირიონ პირველის მართლმადიდებლურ ღვაწლსა და აღმსარებლობით სიმტკიცეში; ხოლო რაც შეეხება პიროვნულ მეცნიერულ მსჯავრს, ამ მხრივ უაღრესად ანგარიშგასაწევი უნდა იყოს დიდი ქართველი მოღვაწის, ისტორიკოსის, ექვთიმე თაყაიშვილის შეფასება: ,,კირიონი რომ არა, ჩვენ ნამდვილად გავსომხდებოდით. დიდი საქმე ქნა ეროვნული თვალსაზრისით. ნამეტანი გონიერი, მაგარი და გამჭრიახი კაცი ყოფილა, როგორც გავს! ჩვენ მას ძეგლი უნდა დავუდგათ!''

 

ქრისტეს დაბადებიდან მეხუთე ასწლეულში მართლმადიდებელმა ერებმა საბოლოოდ გაარკვიეს თავიანთი ადგილი ქრისტიანულ სამყაროში. იმხანად ორი ზესახელმწიფო – ბიზანტია და სპარსეთი ეცილებოდა ერთმანეთს ლიდერობას, რომელთაგან პირველს ხელთ ეპყრა ჭეშმარიტი სარწმუნოება, ხოლო მეორე წარმართულ მაზდეანობას უხდიდა ხარკს.

სპარსელები ცდილობდნენ მოკავშირე ქვეყნები ჩამოეცილებინათ ბიზანტიისათვის და ამიტომაც ყოველმხრივ აქეზებდნენ მათ კონფესიურ დაშლასა და დანაწევრებას.

სპარსი დამპყრობლებისგან დაშინებულნი და მოქრთამულნი, ერთ-ერთი პირველნი, სომხური ეკლესიის მესვეურნი განუდგნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ხოლო თავიანთი ვასალური ერთგულების ჯილდოდ მიიღეს პრივილეგირებულობის უფლება. ამის შემდეგ სპარსელები უკვე ყველა ქრისტიან ქვეყანას აიძულებდნენ მიეღოთ მონოფიზიტობა, ანუ მათგან ,,სომხურად'' სახელდებული სარწმუნოება. ამ მისიას სიუზერენის დავალებით მეზობელი ქვეყნების მიმართ თავდადებით ახორციელებდა სომხური ეკლესია.

სპარსეთის სამეფო კარზე, ცხადია, ფრიად მოხარულნი იქნებოდნენ, თუ ისეთი დაუმორჩილებელი ქვეყნის შვილები, როგორებიც იყვნენ ქართველები, მშვიდობიანად გადავიდოდნენ მონოფიზიტურ სარწმუნოებაზე, მაგრამ სომხურ-სპარსულ ქვეგამხედურ მიზნებს ქართველი ერის მტკიცე სარწმუნოებრივი მრწამსი ეღობებოდა, რომელსაც ქრისტეს მახვილით შეიარაღებული მწყემსმთავარი წინამძღვრობდა. საბინინის შეფასებით, ,,ეკლესიის ჭეშმარიტ სწავლებაში ღრმად დაჯერებული, ენერგიული და უშიშარი პიროვნება, რომელსაც მტერი ვერანაირი ხრიკებით ვერ გადაიბირებდა თავის მხარეზე''.

სრულიად ახალგაზრდა იყო კირიონი, ჯერ სამი ათეულიც არ შესრულებოდა, როდესაც ავიდა საკათალიკოსო კათედრაზე და ასვლისთანავე, დაუყოვნებლივ მოიწვია მცხეთაში სრულიად იბერიის ეპისკოპოსთა კრება, სადაც მკაცრად განუწესა ყველა ქართველს, მტკიცედ მდგარიყვნენ საქართველოს ეკლესიის მრწამსზე, რომელიც ყველაფერში ეთანხმებოდა მსოფლიო ეკლესიას! ამ კრებაზე გაუმხილა მან სასულიერო წოდებას სომხური ეკლესიის ბიწიერი ცდომილებანი და პირველი პრაქტიკული ნაბიჯიც გადადგა: თვისტომთაგან წაქეზებული სომხური წარმოშობის ეპისკოპოსის მიერ მართლმადიდებლური აღმსარებლობის ქირდვის პასუხად, ჩამოართვა მას საეპისკოპოსო კათედრა, ცურტავის ეპისკოპოსად ტომით ქართველი დაადგინა და იქაურ სომხურენოვან თემში მღვდელმსახურება ქართულ ენაზე სავალდებულო გახადა.

მოსემ თავის ფარულ პატრონებთან, სპარსეთის სამეფო კარზე დაასმინა კირიონი და სომეხ-სპარსელები ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ ქართველებს და როდესაც ეგონათ, რომ დააშინებდნენ და სულიერად განაიარაღებდნენ კირიონს, კირიონმა უფრო შორს გამიზნული გადაწყვეტილებით უპასუხა – საეკლესიო კრებას მიაღებინა დადგენილება, მოწამებრივად აღსრულებული დედოფალ შუშანიკის წმინდა ნაწილების ცურტავიდან თბილისში გადმოტანის შესახებ, რათა ეს დიდებული განძი ოდესმე ხელში არ ჩავარდნოდა არამართლმადიდებლებს და პატივით დაკრძალა ისინი მეტეხის ტაძარში. ამავე დროს, ეს ღვთის სათნო საქციელი ჩადენილი იყო სომეხთათვის შესაგონებლად, რომ ნამდვილი საუკუნო ცხოვრება არა ნათესაობით მოიპოვების, არამედ აღსარებითა წმინდა სარწმუნოებისა!

ძალადობით რომ არაფერი გამოუვიდათ სომხებს, პირმოთნეობითა და დათაფლული სიტყვით სცადეს კირიონის გადაბირება. სომეხთა კათალიკოსი აბრაამი უთანხმოებისათვის საყვედურობდა კირიონს: ,,დაუჯერებლად გვეჩვენა: შენ, სპარსეთის შაჰის ქვეშევრდომმა, უცხო სახელმწიფოსთან – ბიზანტიასთან როგორ შეჰკარი ერთობაო!''

კირიონმა კარგად უწყოდა, რომ მონოფიზიტობას დიდი ეროვნული საცდური ჰქონდა – იგი გარეგნულად ვითომცდა ბიზანტიელთა პოლიტიკური გავლენისაგან თავდასაღწევად მცდელობდა, მაგრამ შინაგანად, მზვაობრიობით ,,საკუთარ'' ერეტიკულ რელიგიას ამკვიდრებდა! ამიტომაც იგი შეახსენებდა აბრაამს, რომ სარწმუნოების ჭეშმარიტების კრიტერიუმი მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქო საყდრების მართლმადიდებლური მრწამსი იყო. აბრაამ კათალიკოსს აღარაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დაეწყევლა ქართველები, რასაც სრულიად მშვიდად შეხვდა კირიონ კათალიკოსი: ,,...მეტს ნუღარ გაირჯებით და ამისთვის მეტს ნუღარ მოგვწერთ. თუ შემდეგ მე სომხეთზე გზით გავლა მომიწევს ოდესმე – ღმერთი თუ მაღირსებს, რომ იერუსალიმს წავიდე წმინდა ადგილთა თაყვანის საცემად, თორემ სხვა რამ საქმე არა მაქვს''...

მორჩა და გათავდა! ქრისტეს მოძღვრების ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, კირიონ კათალიკოსმა სამუდამოდ მოუკვეთა ქართულ ეკლესიას ურთიერთობა მწვალებლურ სომხურ ეკლესიასთან, ხოლო მოგვიანებით, მართლმადიდებლობის დამცველი პატრიარქის შეუვალობა, იმითაც დადასტურდა, რომ, როდესაც შედგა ე.წ. ,,სპარსული კრება'', სადაც განხილვის საგანი იყო სპარსეთის სახელმწიფოს ხელქვეით მყოფი ქრისტიანი ქვეყნების აღმსარებლობის საკითხი, კირიონი კრებაზე არ გამოცხადებულა, სპარსთა ნაკარნახევი ორიენტაცია არ მიუღია და ქალდეკონის კრებისთვის არ უღალატია.

სპარსთა სამეფოს მცდელობებზე უარი სათქმელად არის იოლი, ხოლო რა სულიერი და ფიზიკური ძალისხმევა დასჭირდებოდა ურჯულო დამპყრობლისგან შევიწროებულ ქვეყანაში კირიონ კათალიკოსს, იოლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ გავითვალისწინებთ: მონოფიზიტობამ ისეთი დასაყრდენი ჰპოვა ეროვნულ განკერძოებულობაში, რომ მისი დაძლევა ვერ შეძლეს ვერც ბერძნულმა კულტურამ და ვერც ბიზანტიურმა მართლმადიდებლობამ – ამ მწვალებლობამ მოიცვა სირიელები, კოპტები, სომხები, ეთიოპიელები, ალბანელები – რომლებმაც სულიც წაიწყმიდეს და უმრავლესი მათგანი განქარდა ფიზიკურადაც და სწორედ კირიონ კათალიკოსის დამსახურებაა, რომ ქართველებმა ბიზანტიელთა პოლიტიკურ ამბიციებს არ ამსხვერპლეს ჭეშმარიტი სარწმუნოება, გაუძლეს სპარსი დამპყრობლებისაგან წაქეზებული სომხური ეკლესიის მოძალებას და ქართული ეკლესია გადაურჩა რჯულგანდგომილებას, ეროვნული თვითმყოფადობაც შეინარჩუნა და სარწმუნოებრივად დაიმკვიდრა თავისი ადგილი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში!

მამული, ენა, სარწმუნოება

მოციქულნი: იასონი და სოსიპატრე, კერკირა ქალწული და სხვანი, მოწამენი: სატორნიოს, იაკისხოლე, ფავსტიანე, იანუარი, მარსალი, ევფრასია, მამია, ზენონი, ევსევი, ნეონ და ვიტალი (ხსენება 11 მაისს)
იასონ მოციქული ტარსში (მცირე აზია) ცხოვრობდა. ის ქალაქის მკვიდრთა შორის პირველი შეუდგა ქრისტეს. მოციქული სოსიპატრე აქიიდან იყო. ორივენი წმიდა პავლემ დაიმოწაფა. დიდმა მოძღვარმა წმიდა იასონს ტარსის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, წმიდა სოსიპატრე კი იკონიის ეპისკოპოსად აკურთხა. სარწმუნოების საქადაგებლად ისინი დასავლეთში გაემგზავრნენ და 63 წელს მიაღწიეს კუნძულ კერკირას.
11 მაისი - ხსენება ღირსი კირილის, ტუროველი ეპისკოპოსისა
წმიდა კირილის მაღალმა სიწმინდემ და განათლებამ მიიქციეს საყოველთაო ყურადღება და ის აირჩიეს ტუროვის კათედრაზე. წმიდა კირილს ეკუთვნის გზავნილები წმიდა ანდრეი ბოგოლიუბსკის მიმართ, რომლებშიც განსწავლიდა მას საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა საკითხებზე.
gaq