წმიდა როსტისლავი, კიევის დიდი მთავარი, შვილი კიევის დიდი მთავრის - წმიდა მსტისლავ დიდის, ძმა წმიდა მთავრის - ვსევოლოდ გაბრიელის - იყო XII საუკუნის კიევის რუსეთის გამოჩენილი სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწე. როსტისლავის ძალისხმევით გაფართოვდა და გაშენდა, დამშვენდა ეკლესია-მონასტრებით სმოლენსკის სამთავრო, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 40-ზე მეტი წლის მანძილზე - მთელი რუსეთის მასშტაბით შეიძინა გავლენა. 1136 წლიდან მან მიაღწია ცალკე სმოლენსკის ეპარქიის დაარსებას. ძმის სიკვდილის შემდეგ (+ 13 ნოემბერი 1154 წ.) წმიდა როსტისლავი მოკლე ხნით იყო კიევის დიდი მთავარი, მეორეგზის ის 1159 წელს დაბრუნდა კიევში და იყო დიდი მთავარი სიკვდილამდე (1167წ.) წმიდა როსტისლავს ჰქონდა ჩვევად დიდმარხვაში შაბათობით და კვირაობით მოეწვია სუფრაზე პეჩორის იღუმენი თორმეტ ბერთან ერთად და თვით უწევდა მასპინძლობას. პეჩორელი ბერები, რომელთაც დიდი სულიერი გავლენა ჰქონდათ რუსეთზე ჩააგონებდნენ რუს მთავარს რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის აზრს. მაგრამ ბერძნები თვლიდნენ კიევის კათედრაზე მიტროპოლიტის დანიშვნას საკუთარ პრივილეგიად - 1165 წელს კიევში ჩამოვიდა ახალი მიტროპოლიტი - ბერძენი იაოანე IV და წმიდა როსტისლავმა მორჩილებით მიიღო იგი. წმიდა როსტისლავს უნდოდა ბერად აღკვეცა, მაგრამ 1167 წელს ავად შეიქნა და გარდაიცვალა. |