საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

ღირსი მამაჲ ჩვენი გაბრიელ მცირე, მღვდელმოწამე, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწე, ლეკთაგან წამებული

17 (30) მარტს ქართული ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს  ღირსი მამის გაბრიელ მცირესი, მღვდელმოწამის, ნათლისცემლის უდაბნოში მოღვაწის, ლეკთაგან წამებულის (+802). 

ღირსი გაბრიელ მცირე ტფილისელი იყო და თავს კერვით ირჩენდა. მაღალი სულიერებითა და პატიოსნებით გამორჩეული კაცისათვის ძნელი იყო ქალაქის მშფოთვარე ცხოვრება. ერთ დღეს მან ყველაფერი დატოვა, წავიდა დავით-გარეჯში, ნათისმცმლის უდაბნოში და ბერად აღიკვეცა.

მონასტერში ღირსმა მამამ მწიგნობრულ საქმიანობას მიჰყო ხელი, მისმა სამწერლო მოღვაწეობამ სათანადო კვალი დააჩნია ქართულ სასულიერო მწერლობას. მან შეადგინა რამდენიმე ლიტურგიკულ-ზნეობრივი ხასიათის კრებული, გადმოკეთებული ცნობილ თეოლოგთა თხზულებიდან, შექმნა ორიგინალური სასულიერო თხზულებანიც, მათ შორის: 1) მღდველმთავრისა ლიტურღიისა განმარტებაჲ სახისმეტყუელებითი, ვითარებად ყოველსავე მღვდელმოქმედებასა მისსა საიდუმლოებით ძალი უპყრიეს; 2) მეექვსე მსოფლიო კრების სჯულის კანონისათვის; 3) სულიერნი თხრობანი სულთა ღმრთისმოყვარეთანი; 4) ცხოვრება და მოღვაწეობა ღირსისა მამისა ჩვენისა საქმოსან ონოსიფორესი; 5) მოკლე მოთხრობა პროფირისათვის.

მოუკლებელ მოღვაწეობაში, მარხვასა და ლოცვაში მყოფი ღირსი მამა ძმებისადმი საოცარი სიყვარულითა და მსახურებითაც გამოირჩეოდა, ყველას ეხმარებოდა, უვლიდა, ამხნევებდა.

ერთხელ, დიდმარხვის დღეებში, ნათლისმცემლის უდაბნოში ტფილისელი მთვარდიაკონი ჩამოვიდა სამოღვაწეოდ. რამდენიმე ხანში დიაკონს ოჯახი მოენატრა, მონასტერში ვეღარ გაჩერდა და თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა. ღირსმა გაბრიელმა გამოაცილა, მაგრამ გზაში ლეკები დახვდნენ და გაბრიელი მოკლეს.

ძმებმა ნეტარი მამის წმიდა ცხედარი მონასტერში გადმოასვენეს და იქვე დაფლეს.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-18
ღირსისა მამისა ჩვენისა გრიგოლ ხანძთელისა (861); კლარჯეთის უდაბნოს ღირსთა მამათა და დედათა, რომელთა შორის უნდა ვიგულისხმოთ: კათალიკოსნი - ნერსე, იშხნის პირველად აღმაშენებელი და ნეტარისა ილარიონი. მღვდელმთავარნი - ზაქარია, მაკარი და ეზრა ანჩელნი, საბა იშხნელი, სტეფანე მტბევარი; ღირსისა მამისა იოანე, ბაღდათს სარკინოზთაგან მოკლული; ღირსნი მამანი - თეოდორე (ნეძვის მაშენებელი), ქრისტეფორე (კვირიკეთის მაშენებელი), ამონა, პეტრე, სამოელი, ანდრია, ამბა გიორგი, მაკარი (ოპიზელნი), შიო საკვირველთმოქმედი; გიორგი, მიქაელი, პავლე, ბასილი (ზარზმელნი); ხვედიოსი, ეპიფანე, მატოი, ზენონი, არსენი, იოვანე, ბასილი, დიმიტრიოსი, არსენი, მაკარი; თეოდორე, გაბრიელი, გიორგი მერჩულე (ხანძთელნი), მიქელ პარეხელი და მოწაფენი მისნი - ბასილი და მარკელაოსი; დავითი, იაკობი (მიძნაძორელნი), გრიგოლი, სოფრონი (შატბერდელნი); ზაქარია (ბარეთელთის მაშენებელნი), ილარიონ პარეხელი, ილარიონი (უბის მამასახლისი); ღირსნი დედანი - თებრონია, თემესტია, ანასტასია; ღირსი ანატოლე (ანტინიოს) დაყუდებული (IX). მოწამისა ხარიტინასი (304); მღვდელმოწამისა დიონისესი, ალექსანდრიელი ეპისკოპოსისა (264-265); მოწამისა მამელხვა სპარსელისა (დაახ. 344); წმ. პეტრესი, ალექსისა, იონასი, ფილიპესი და ერმოგენისა - მოსკოველ საკვირველთმოქმედთა. უბისობა.
წმიდა მოწამე ხარიტინა (+304)
5 (18) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამე ხარიტინას (+304) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე დიონისე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსი (+264-265)
5 (18) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე დიონისე - ალექსანდრიელი ეპისკოპოსის (+264-265) ხსენების დღე.
gaq