საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > დედა ეკლესია

დედოფალი გააფა და გოთი მოწამეები

გოთების მეფე, უნგერიჰი აღშფოთებული იყო იმ გარემოებით, რომ  მისი ქვეშევრდომები მასობრივად ქრისტიანდებოდნენ. უნგერიჰის ბრძანებით ბევრი  ადამიანი აწამეს და სიკვდილით დასაჯეს, ხშირად ყოველგვარი სასამართლო გარჩევის გარეშე. მან ეტლში მოათავსა კერპი და ქრისტიანთა სალოცავებთან ჩაატარა. ვინც ქედი მოუხარა კერპს და მსხვერპლი შესწირა, ის შეიწყალა. დანარჩენი  დაწვა ეკლესიაში ღვთისმსახურების დროს -   იქ დაიხოცა 308 მორწმუნე.  ეს მოხდა დაახლოებით  375 წელს. მათგან ეკლესია 26 მარტს (8 აპრილს)   სვინაქსარში იხსენიებს  26 მოწამეს. გოთების მეუღლემ, ალამ (იგივე გააფამ), თავის ქალიშვილ დუკლიდასთან ერთად წმინდანთა წმინდა ნაწილები გადაიტანა სირიაში. შემდეგ ის დაბრუნდა  სამშობლოში, სადაც გარკვეული დროის შემდეგ ქვებით ჩაქოლეს და მოწამეობრივად აღესრულა შვილთან, უფლისწულ აღათონთან ერთად. წმიდა მოწამეთა ნაწილები ჰქონდა დუკლიდას, რომელმაც ისინი ქალაქ კიზიკში გადასცა ტაძარს, რომელიც იკურთხებოდა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq