საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

შალვა მაღლაკელიძის მოგონებებიდან (ქართველები პაკისტანში)
შალვა მაღლაკელიძე


ჩემს ცოლს მეგობარი ქალი ჰყავდა იქ (პაკისტანში), იტალიელი, რომელიც პაკისტანელი პოლკოვნიკის ცოლი იყო. ამ ცოლების მეგობრობით ჩვენც დავახლოვდით. პოლკოვნიკ ახმედ ხაშმის, როგორც გითხარით, ცოლი იტალიელი ჰყავდა, რომელიც ქმრის სიყვარულის გამო სულ მის ადათ-წესებზე იყო გადასული. თავის ბავშვებს ურდუ ენაზე ელაპარაკებოდა. თვითონ ხაშმიზე ხმა დადიოდა, რომ წარმოშობით არაბი იყო – სხვებს იქ არ ჰქონდათ სახელთან ერთად გვარიც. და აი, ამ ხაშმიმ ერთ მშვენიერ დღეს განმიცხადა, რომ ქართველი იყო, გურჯი იყო, ფერეიდანიდან, უფრო სწორად, მამამისი ყოფილა იქიდან გადმოსული. მამამისი გამხდარა დიდი სასულიერო პირი, რაღაც წმინდანის მსგავსი და მას ,,პირ''-ად იხსენიებდნენ. ეს გვარი, ხაშმი, მამაჩემს ჰქონდაო და მეც ვატარებო. მე კი ვიფიქრე, ალბათ, ჩვენეული სოფელი ხაშმიდან იყვნენ ამათი წინაპრები და აქედან წარმოსდგა მათი გვარიც-მეთქი. ამ ახმედმა მამამისის საფლავიც მაჩვენა, დიდი კედლებით იყო გადმოკიდებული. იმ მიდამოებში ხეები არ არის შეშისათვის და ბორცვებზე მხოლოდ ბუჩქები იზრდება. აი, ამ ბუჩქების ძირებიდან ღატაკი ხალხი აკეთებს ნახშირს და მერე ყიდიანო. ამას ტვირთავენ ვირებზე ხოლმე და სწორედ ასეთი ჯოგები ჩამოდიოდა ამ საფლავის მიმდებარე გზაზე. ამ საფლავთან იყო კოკებში სიცხისაგან გაცხელებული წყალი და ,,პირ''-ის საფლავთან ყველა გამვლელი ვალდებული იყო წყალი დაელია და ურნაში ფული ჩაეგდო. ამას იქ მდგომი ვიღაც ჩალმიანი აკონტროლებდა.

ერთ მშვენიერ დღეს ახმად ხაშმიმ დაგვპატიჟა მუნგოს დღესასწაულზე. ეს მუნგო, აქ, ჩვენთან, მანგოს ეძახიან და კონსერვებში მინახავს, მაგრამ ვერავითარ შედარებაში ვერ მივა იქაურთან, – დიახ, ეს მუნგო როცა დამწიფდება, ყვითლდება და ისეთი დიდებული სასმელია მისი წვენი, რომ რაღაც განუმეორებელი რამ არის. ე.ი. იქ იმართება ამის დღესასწაული, როგორც, მაგალითად, ჩვენთან რთველი რომაა, ისე. დიახ, მივედით მე და ჩემი მეუღლე, ცოტაძის ქალი და დაგვხვდა იქ სხვა სტუმრებიც, ინგლისელები. შემოიტანა დიდ ლანგარზე მსახურმა მუნგოები, მაგრამ, გასაკვირად, ზემოდან მწვანეები აწყვია, ე.ი. მკვახე. რაღაც ჩაილაპარაკა ახმედმა ურდუ ენაზე, თავი მდაბლად დაუკრეს და მოართვეს მათრახი. აქ მოხდა უსიამოვნო სცენა: გადაკრა და გადაკრა ძლიერ რამდენჯერმე მათრახი ახმედმა მსახურს. ის თავდახრილია, ხელები გულზე დაწყობილი აქვს და ახმედს ზურგს უშვერს. მე მეწყინა და შემრცხვა – ახმედს ქართველად ვთვლი და ახლა ასეთი სცენა ყველას დასანახად. დამთავრდა ეს ამბავი და ახმედმა მითხრა: განგებ დავაწყობინე ეს მუნგო ზემოდან, როგორ გ

გონია, მე მამაჩემიდან მომდევს ყველა ამათი ზიზღი და შურს ვიძიებ, როგორც გურჯიო. იქ იმათ ცხელ წყალს ვასმევ და ამათ მათრახს ვუშენო. რა მოგახსენოთ, ჩემო ბატონო, ძნელი წარმოსადგენია, ასეთი წყურვილი შურისძიებისა.

დიახ, ღირშესანიშნავი შემდეგ იყო ცხენბურთი, რომელიც ჩემი თვალით ვიხილე. ეს ხდებოდა სამხედრო სასწავლებლის დამთავრებულისათვის საზეიმო გამოშვების დღეს. უნდა მოგახსენოთ, რომ პაკისტანელები დიდებული ცხენოსნები არიან. ამ გამოშვების დღეს მე განსაკუთრებულ პატივს მცემდნენ – ცალკე სავარძელზე მსვამდნენ ყვავილის გვირგვინებით შემკულს. ასეთ პატივს არ სცემდნენ იქ დარჩენილ ინგლისელ სამხედროებს (ამ დროისათვის ინგლისი უკვე გასული იყო იქიდან). სიმართლე უნდა ითქვას, ის დარჩენილები ნამდვილი ინგლისელები არც იყვნენ. ნამდვილი ინგლისელები, მით უმეტეს, გენერალი, თავს არ იწუხებს სხვა ენის ცოდნით – ინგლისურად უნდა ელაპარაკო მას. ხოლო ესენი კი სულ გერმანულად მელაპარაკებოდნენ, მათი ენა იდიში ხომ თითქმის გერმანულია. ხოლო ესენი დარჩნენ იქ წმინდა კომერციული მოსაზრებით. დიახ, ვზივარ ამ დღესასწაულზე და წინ ბროშურები მიწყვია სხვადასხვა ენაზე. ავიღე გერმანული ბროშურა, გადავშალე და შიგ ეწერა, რომ ცხენბურთის სამშობლოა კოლხეთი და ივერიაო. დიახ, ჩემო ბატონო, ეს ვნახე საკუთარი თვალით. საოცარია, სიცხისაგან იქ ხე ერთ დღეს ფოთოლს დაყრის, ხოლო მეორე დღეს ისევ ამწვანდება. ჩვენს ეზოში ვაკვირდებოდი ამას.

უნდა მოგახსენოთ, რომ იქ, პაკისტანში, გავრცელებულია ურდუ ენაზე ერთი ანდაზა: ,,მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო''. რას ნიშნავს ახლა  ეს: როდესაც კაცი ტრაბახობს და თავის თავზე არნახულ საგმირო ამბებს ყვება, მას შეუძახაბენ ხოლმე ამ ანდაზას – მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო! ე.ი. ნუ ტრაბახობ, შენ გურჯი არა ხარ, შენ გმირი არა ხარო, ე.ი. ნუ ტყუიხარო. რაც შეეხება სიტყვა ,,გურჯს'', მისი მნიშვნელობა არც კი იციან.

დიახ, შემდეგ იქ ერთი ყადისაგან მოვისმინე საინტერესო რამ: პაკისტანის ერთ შორეულ პროვინციაში, რომლის დიდი ნაწილიც ინდოეთს ეკუთვნის, არის ადგილი, რომელსაც ჯანდაბისტანს უწოდებენ. იმ ადგილს უხსოვარი დროიდან ვეებერთელა მეტეორიტია ჩამოვარდნილი, რომლის გარკვეული ნაწილი მიწის ზევით ჩანს. ვინც მას გადაშორდებაო, ყველა იღუპება – ადამიანია ეს, ცხოველი თუ ფრინველი. და აი, გადმოცემითო, ჩვენ ვიცითო, რომ გურჯებმა გადაადგილეს ეს მეტეორიტი და სიცოცხლეს მეტი ტერიტორია მოუპოვესო.

არადა, მე ვფიქრობ, ჩვენში რომ არის გავრცელებული გამოთქმა ,,ჯანდაბას იქით იყოს მათი თავი და ტანიო'', – აქედან ხომ არ მოდის?!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq