საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართლის ცხოვრების სავალალო ეპიზოდები

“შენი რაა, რომ ამშვენებ შენს დამღუპველს ჩრდილოეთსა!”

ასე იკითხებოდა ორიგინალში საყოველთაოდ ცნობილი სტრიქონი ”იანიჩარიდან”. სათაურადაც ლექსს ჰქონდა ”კანვოელს”. ასე წყდებოდა ქართველების ბედისწერა დამპყრობლის სამხედრო ძლიერების სამსახურში...

 

 

სიუზან ლეიტონი: ”ფემინიზაცია - საქართველოზე კონტროლის დამყარების საშუალება”

 

სიუზან ლეიტონი: დიახ. როგორც თქვენც ამბობთ, საქართველოს „ორიენტალიზება“ მართლაც იოლი იყო, მასზე სპარსეთისა და თურქეთის გავლენის გამო. მაგრამ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსები საქართველოს ისტორიას და კულტურას სელექციურად, არჩევითად აღიქვამდნენ. მათ დიდწილად უგულებელყვეს ამ კულტურის უძველესი ქრისტიანული საფუძვლები და, რაც კიდევ უფრო თვალშისაცემია, მოახდინეს საქართველოს დე-მასკულინიზაცია, მისი ფემინიზაცია. ყოველივე ამან კი ლეგიტიმურად წარმოაჩინა რუსეთის მხრიდან საქართველოზე კონტროლის დამყარება. ჩრდილოკავკასიელი ხალხებისგან განსხვავებით - რომლებსაც, როგორც ვთქვით, ხშირად აღწერდნენ იმპერიის წინააღმდეგ იარაღით მებრძოლ, ძლიერ მამაკაცებად - საქართველო, რუსულ ლიტერატურულ ტექსტებში, წარმოჩინდა გაფურჩქვნილ, პასიურ, მგრძნობიარე აღმოსავლეთად. ეს აღმოსავლეთი ხშირად სიმბოლიზებული იყო, როგორც ქალი; ქალი, რომელიც რუსეთთან გაერთიანებას ელტვის. იმპერიალისტური მითების ბოლო შტრიხი კი ქართველი მამაკაცების სტერეოტიპები გახლდათ - ზარმაცი, სუსტი, მხდალი კაცების, ხშირად მთვრალების, ხანდახან ფიცხების, მთლიანობაში კი არაფრის მაქნისების.

რადიო თავისუფლება: ამის ყველაზე მკაფიო და ცნობილი გამოხატულება, ალბათ, ლერმონტოვის ფრაზაა: „გარბოდნენ მხდალი ქართველები“.

 

ჩერჩილი: ”ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!"

 

1942 წლის შემოდგომაზე, როდესაც გერმანელები ამიერკავკასიას მიუახლოვდნენ მოკავშირეთა წინაშე გერმანიის წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვის საკითხი დადგა. მერაბ კვიტაშვილი წერდა: "დიდი ბრიტანეთის სარდლობა საგონებელში ჩავარდა. გასარკვევი გახდა ის პრობლემა, თუ რა მოხდებოდა კავკასიაში გერმანელების ჯარების შემოსვლის შემთხვევაში. დაიწყებოდა პარტიზანული ბრძოლები გერმანიის წინააღმდეგ, როგორც ეს დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში, თუ კავკასიელები გულთბილად შეხვდებოდნენ გერმანელებს?! ამ საკითხზე ინფორმაციის მოკრების მიზნით დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ინგლისის არმიაში მომსახურე კავკასიური წარმოშობის სამხედრო თანამშრომლებს დაგვირიგა 16 პუნქტისგან შემდგარი ანკეტა. მე დავწერე ვრცელი პასუხი. ჩემი პასუხის მთავარი მიზანი იყო, დამერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის სარდლობა, რომ ჯერ ერთი, კავკასია არ იყო მთლიანი მონოლითი და მეორეც ის, რომ სახელმწიფოებრიობის მატარებელი კავკასიის ერები, კერძოდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმ სახელმწიფოს დაუჭერდნენ მხარს, რომელიც დაასწრებდა ამ ხალხებისათვის რუსების მიერ წართმეული პოლიტიკური თავისუფლების შეთავაზებას. აღვნიშნე, რომ გერმანიის არმიასთან კავკასიელთა და, კერძოდ ქართველების თანამშრომლობა გამოწვეულია არა ფაშიზმისადმი, როგორც იდეოლოგიისადმი მათი სიმპათიით (თუ სიმპათია–ანტიპათიაზე მიდგა საქმე, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ტრადიციები გამორიცხავდა ფაშიზმისადმი თანაგრძნობას), არამედ სამშობლოს განთავისუფლების მიზნით".

მერაბ კვიტაშვილის პასუხები ინგლისელებისათვის საინტერესო აღმოჩნდა. გაითვალისწინეს მისი სამხედრო კარიერა, საინჟინრო განათლება, რუსული, ქართული და სპარსული ენების ცოდნა და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. "მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!" – დაინტერესებულა ჩერჩილი. მალე მერაბი უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა სსრკ–ს საკითხებში. 1943 წლის ნოემბერში კი თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს.

თავის "მემუარებში" მერაბ კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას, თუ როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა, და რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. ერთ დღეს მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი, რაჭიდან, მიქელაძე. ბერია დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ბერიამ უკვე იცოდა, ვინ იყო და რა წარმომავლობის მერაბ კვიტაშვილი. შემდგომში ორჯერ მოუწყო ბერიამ კვიტაშვილს თავდასხმა და სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. საბოლოოდ, სპარსეთში ბრიტანეთის ელჩმა და სამხედრო ატაშემ საბჭოთა საელჩოს პასუხიმგებელ წარმომადგენლებს მკაცრად და არაორაზროვნად მოსთხოვეს თავი დაენებებინათ ნიკოლას კეისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტეს საბჭოთა აგენტებმა მისი თვალთვალი.

მერაბ კვიტაშვილის "მემუარებში" მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე თეირანში: "ბანკეტზე დაახლოებით ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები – დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი... მათ შორის იყო ერთი ქართველი – სტალინი–ჯუღაშვილი. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო... გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან... მთელი იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიო ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლის და გამოსვლის დროს მე არასდროს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც ყველას თუა არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელს და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც"... – ეს ვრცელი ამონარიდი გვიჩვენებს თუ რა როლი დააკისრა II მსოფლიო ომის ამ ეტაპზე ბედმა სამ ქართველს.

როცა ჩერჩილი წინა ოთახში გამოსულა, მერაბს მისთვის წერეთელი წარუდგენია. ჩანს, ჩვენ ქართველებით ვართ გარშემორტყმულიო, - უხუმრია ჩერჩილს.

 

ნაპოლეონ გადელია: ”ყველაფერი რაც ცუდი იყო, გაუკეთებიათ სტალინს და ბერიას”

 

კითხვა: ლ. ბერიას შვილმა სერგომ თქვა სატელევიზიო გამოსვლისას, რომ მათ ოჯახში ატომის უცხოელი სპეციალისტები ცხოვრობდნენ. გენერალმა ვოლკოგონოვმა უარყო ეს ფაქტი. რას იტყვით ამის შესახებ?

პასუხი: მოსკოვში სწავლის დროს შესავალ ლექციებს გვიკითხავდნენ. უმაღლესი სკოლის უფროსმა, გენერალმა კურენკოვმა დაწვრილებით ილაპარაკა ატომის საიდუმლოებების მოპოვებაზე, უცხოელი სპეციალისტების ხელში ჩასაგდებად ჩატარებულ სპეცოპერაციებზე. ბერიას გვარს არ ასახელებდა, თორემ ყველანი ვხვდებოდით, ვინც ჰყავდა მხედველობაში. პრაქტიკულ მეცადინეობებს გვიტარებდა პოლკოვნიკი პ. კოჟევნიკოვი, რომელიც ნახევრად ხუმრობით მეუბნებოდა მე, როგორც ,,მინგრელს’’, ბერიას ოპენგეიმერი თავის ბინაში ჰყავდაო! ამის თაობაზე შეკითხვით მივმართე საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგეს, პროფ. ჩხიკვაძეს (იგი 1953-54 წლებში საქართველოს კომპარტიის ც.კ. მდივნად მუშაობდა), რომელმაც მირჩია არც კოჟევნიკოვი და არც ჩემი თავი არ ჩამეგდო ხიფათში - არავისთვის არ მეთქვა ეს საიდუმლო, რაც მას სინამდვილედ მიაჩნდა.

რაც შეეხება ვოლკოგონოვს, იგი სანდო არ არის, რადგან ქართველების მიმართ სიძულვილს აშკარად ამჟღავნებს. ასეთების აზრით, ყველაფერი რაც ცუდი იყო, გაუკეთებიათ სტალინს და ბერიას, ხოლო თუ რამე კარგი - რუსებს.

ვ. სიხარულიძე ,, გამომიტირებენ და თანდათან დამშვიდდებიან”.

 

(დაჭრილი სახით შემობრუნდა ჩვენსკენ. ცალ თვალზე შავი ნაჭერი ჰქონდა აფარებული.)

 

”ჩვენი მისვლა გაუხარდა. გამოგვკითხა გვარი, სახელი, რომელი ქალაქიდან და სოფლიდან ვიყავით, ომამდე სად ვმუშაობდით. თავის შესახებ არაფერი გვითხრა. სახელი და გვარი ვკითხეთ, მაგრამ უპასუხოდ დაგვიტოვა.

ამასობაში სუფრა გაიშალა, მაგიდა საწოლთან ახლოს მივადგით, ღვინო დავისხით ჭიქებში, დაჭრილსაც მივაწოდეთ. წამოჯდა, ზეწარი გადაეხადა, მარცხენა ხელით სავსე ჭიქა ჩამოგვართვა.

ჩვენ რომ ვნახეთ, მტერსაც არ ვუსურვებდით იმის დანახვას! ომს ადამიანისგან მხოლოდ კუნძი დაეტოვებინა. ახალგაცნობილს ჭურვის აფეთქებით მოწყვეტილი ჰქონდა ორივე ფეხი, მარჯვენა ხელი და ცალი თვალი გამოთხრილი.

- საზარელი შესახედავი ვარ, არა? - იკითხა ხეიბარმა.

- არა, რატომ! ამ საშინელი ომის დროს უარესებიც გვინახავს!

- ამაზე საზარელი რაღა იქნება, სიკვდილის მეტი. სწორედ ამიტომ არ გეუბნებით სახელსა და გვარს, სადაურობას. არც ჩემიანებს ეცოდინებათ, რა დამემართა. რომ არ გამოვჩნდები, დარწმუნდებიან, რომ ბრძოლებში დავიღუპე. გამომიტირებენ და თანდათან დამშვიდდებიან.

ხეიბარი გურულ კილოზე ლაპარაკობდა, ეტყობა იქიდან იყო.

ბევრი ველაპარაკეთ, ვარწმუნეთ, რომ საჭიროა თავისიანებს გააგებინოს ამბავი, მშობლიურ მხარეში დაბრუნდეს, მაგრამ ამაოდ!

ღვინის სმა გაჩაღდა. ხეიბარი ყველა ჭიქას სცლიდა და თანდათან თვრებოდა. ლაპარაკს უმატა. ყურებდაცქვეტილნი ვუსმენდით, იქნებ ვინაობა დასცდესო, მაგრამ ეს არ მოხდა”.

წიგნიდან: ”უნგრეთის მიწაზე’’ 1975 (გვ. 245-246)

 

 

 

კომენტარი კიდევ სურს ვინმეს?

 

1956 წელს, როცა სოციალისტური ბანაკის მთავარმა მებაირახტრემ საბჭოთა კავშირმა უნგრეთის თავისუფლების სურვილის ტანკებით დათრგუნვა მოიწადინა, ბუდაპეშტში გამაოგნებელი ამბავი მოხდა: უნგრეთის დედაქალაქში, მთავარ ხიდზე, საბჭოთა სატანკო კოლონას უნგრელმა პატრიოტებმა მდუმარედ ჩამომსხდარი ქალები და ბავშვები დაახვედრეს, - ფაშისტთა მძლეველები ფაშისტურად ხომ არ გაგვიმეტებენო...

ტანკების კოლონიდან არავის უფიქრია შეჩერება, წიოკით აქეთ-იქით მიმოფანტულ ბავშვებს შორის სიჩქარის შეუნელებლად ჩაიგრუხუნეს...

მხოლოდ ერთი ეკიპაჟი გაჩერდა და პატარებს თავშესაფარში გაქცევა აცალა. კოლონას ,,ვილისით’’ რომელიღაც დიდი გენერალი მისდევდა ამალით. ოთხი კაცთმოყვარე ტანკისტი გადმოიყვანეს და იმავე ხიდზე საჯაროდ მიახვრიტეს.

ოთხივე ქართველი იყო!..

( ”კვირის პალიტრა” 11-17/VIII, 2008)

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq