საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა — საქართველოს ეროვნული მოძრაობის საქმიანობის მთავარი მიზანი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში. მოძრაობა დასრულდა 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით და საბჭოთა კავშირიდან გასვლით.

ჯერ კიდევ 1954 წელს შეიქმნა ახალგაზრდული იატაკქვეშა ორგანიზაცია „გორგასლიანი“. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. ამ პირველ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ნაბიჯს მოჰყვა ეროვნული მოძრაობის ხანგრძლივი და რთული გზა: ლიდერების დაპატიმრება, ბრძოლა ქართული ენისთვის 1978 წელს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, განხეთილება ეროვნულ მოძრაობაში და ბოლოს - 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები.

იმავე წლის 28 ოქტომბრის პირველი მრავალპარტიული, დემოკრატიული და, რაც მეტად პრინციპული და მნიშვნელოვანია, - არასაბჭოთა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. არჩევნების შედეგებმა გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს: დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს საარჩევნო ბლოკის „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“ ორგანიზაციებმა. 1990 წლის 14 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სესია, რომელმაც უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღიარებული ლიდერი ზვიად გამსახურდია. ამავე სესიაზე გაუქმდა სახელწოდება „საქართველოს სსრ“ და ქვეყანას ეწოდა
„საქართველოს რესპუბლიკა“, დამტკიცდა რესპუბლიკის ახალი ეროვნული ჰიმნი, სახელმწიფო დროშა და გერბი. საქართველოში გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.

1991 წლის 31 მარტს საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ერთადერთი შეკითხვით „ხართ თუ არა თანახმა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“. საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა სარეფერენდუმო შეკითხვას გასცა დადებითი პასუხი.


1991 წლის 9 აპრილს, პატივი მიაგო რა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელ ხსოვნას, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს საერთაშორისო ცნობა.

http://www.youtube.com/watch?v=LrdczIIQnvU

მამული, ენა, სარწმუნოება

19 მაისი - ხსენება მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილისა
წმიდა მოწამე ბარბარ ავაზაკყოფილი საბერძნეთში ცხოვრობდა და მრავალი წელი ავაზაკობდა. სახიერმა უფალმა, რომელსაც არ უნდა ცოდვილის სიკვდილი, სინანულით აავსო მისი სული. ერთხელ, როცა ბარბარი გამოქვაბულში იჯდა და ნაძარცვს ათვალიერებდა, ღვთის მადლმა შეძრა მისი გული. ის დაფიქრდა გარდაუვალ სიკვდილზე და საშინელ სამსჯავროზე.
19 მაისი - ხსენება წმიდა მართალი იობ მრავალვნებულისა (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე)
წმიდა მრავალვნებული იობი (დაახლ. 2000-1800 წ. ქრისტემდე) ცხოვრობდა ჩრდილოეთ არაბეთში, ყუცის ქვეყანაში. მისი ცხოვრება აღწერილია ბიბლიაში (იობის წიგნი). არსებობს ვარაუდი, რომ იობი აბრაამის ძის, ნაქორის ვაჟი იყო. ღვთისმოშიში და ღვთისმოსავი იობი მთელი სულით უფლის ნებას იყო მინდობილი.
gaq