საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

საქართველოს უპირველესი რაინდი
ნიკა ქუთათელაძე

ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაიბადა 1988 წლის 14 ივლისს, სოფელ მატანში. მისი მშობლები იოსებ და დარეჯან ჩოლოყაშვილები იყვნენ. ქაქუცა ბავშვობიდან ისეთ წრეში იზრდებოდა, სადაც დედის მიერ შინ ჩანერგილი მამულის სიყვარული და ერთგულება პედაგოგიკის საფუძვლად ითვლებოდა.

ნიშანდობლივია, რომ, როდესაც აჯანყებულთა უკვე საყოველთაოდ ცნობილი მეთაურის დედას, უამრავი დაკითხვით თავგაბეზრებულს, კიდევ ერთხელ მიაკითხეს – გვითხარით, სად არის თქვენი შვილიო, მას ამაყად და მხნედ უპასუხნია: ,,მე რას ჩამციებიხართ; ის იქ არის, სადაც უნდა იყოს; ის მგელია, თქვენ – ძაღლები; წადით და დაიჭირეთ, თუ შნო გაქვთო''.

მაგრამ კომუნისტების ბოროტ შურისძიებას ქაქუცას ოჯახი ვერ გადაურჩა: დედაც დაუტუსაღეს, სიდედრიცა და სიმამრიც. ეს უკანასკნელი 1924 წლის აჯანყების დროს დახვრიტეს კიდეც. ერთი შეტაკების დროს მოკლული იქნა მისი ძმა, სვიმონი – სიკო, რომელიც მის რაზმში იმყოფებოდა. ქაქუცამ ძმა ტყეში დამარხა და ბრძოლა განაგრძო. ერთ-ერთი შეტაკების კვალად, რომლის დროსაც მან სასტიკად დაამარცხა ბოლშევიკების გამოგზავნილი მდევარი, დაატუსაღეს მისი მეუღლე – ნინო მეღვინეთუხუცესი, და ორი პატარა ასული. გაშმაგებული ბოლშევიკები მისი უფროსი ასულის, 7 წლის თამარის, ცოცხლად დამარხვას მოითხოვდნენ და 3 წლის ქეთევანთან ერთად ბნელ სარდაფში ჰყავდათ თვეობით გამოკეტილი; შემდეგ ,,ჩეკა'' და ,,კაგებე'' მთელი სიცოცხლის მანძილზე ტანჯავ

და ქაქუცას ცოლ-შვილს ციხეებსა და გადასახლებებში.

1922 წლის იანვარში სიღნაღთან, წითელარმიელებთან მომხდარი შეტაკებით, იწყება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ოთხწლიანი უთანასწორო ბრძოლა. ქაქუცას რაზმი მოულოდნელად იცვლიდა ადგილებს: ის ხან თელავში იყო, ხან სიღნაღში, ხან – დუშეთის მაზრაში. მთელი ქართველი ხალხი გამხელილად თუ ფარულად თანაუგრძნობდა ქაქუცას მოძრაობას. თვით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უთვლიდა მას მისივე თანამებრძოლის მეშვეობით: ,,გთხოვთ, როგორმე აცნობოთ ქაქუცა ჩოლოყაშვილს, თუ ეს შესაძლებელია, გამოსვლის დღე ალავერდობას შეუფარდოს (28 ენკენისთვეს ახალი სტილით). ამ დღეს კათოლიკოსი იქნება ალავერდში და წმინდა ნინოს ჯვრით დალოცავს და აკურთხებს მებრძოლ ქართულ რაზმებს... და თვით გაჰყვება მათ ბრძოლაში''.

ბოლშევიკებმა აგვისტოს აჯანყება სისხლში ჩაახშეს. ციხეებიდან გამოჰყავდათ და განუკითხავად ხოცავდნენ თავადებს, აზნაურებს, სამღვდელო პირებს, ვაჭრებს, გლეხებს და მუშებს. მარტო მეტეხის ციხიდან გამოიყვანეს და დახვრიტეს 182 პატიმარი; აწიოკებდნენ დახვრეტილთა ოჯახებს. ამ ვითარებაში ისევ ქაქუცა ჩოლოყაშვილი იბრძოდა თავგანწირვით. 1924 წლის 29 აგვისტოს ღამით თავს დაესხა მანგლისის ყაზარმებს და აიღო მანგლისი; 3 სექტემბერს გადავიდა დუშეთში და პატიმრები ციხიდან გაათავისუფლა; 6 სექტემბერს დიდი ბრძოლა გადაიხადა ერწოში, შემდეგ კვლავ კახეთი, ბორჩალო, თეთრიწყარო... როგორც პარიზში

გამომავალი გაზეთი ,,გუშაგი'' წერდა (1984 წლის გამოცემა): ,,შეფიცულთა რაზმმა'', ეროვნული გმირის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, წინამძღოლობით, ბრწყინვალე ფურცლები ჩაწერა განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიაში. ერთი კვირის განმავლობაში იგი გარს უტრიალებდა დედაქალაქს, ერთი მეორეზე ათავისუფლებდა დუშეთს, დმანისს და სხვა დიდ დასახლებულ პუნქტებს და, როცა ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, დაუმარცხებელმა მამულიშვილებმა გაშლილი ეროვნული დროშით სამშობლოს საზღვრები დატოვეს და უცხოეთს შეაფარეს თავი''.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი ოთხი წლის განმავლობაში გმირულად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა ხელისუფლებას; მან უთანასწორო ბრძოლებში არაერთი გამარჯვება მოიპოვა მტერზე და საქართველო დატოვა მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდა შემდგომი ბრძოლის უპერსპექტივობაში.

სამაგალითოა ქაქუცას პასუხი მეორე ძმისადმი, რომელიც ხელისუფლებამ მასთან მოსალაპარაკებლად გამოგზავნა:

,,ჩემი უფროსი ძმა კი ხარ, მაგრამ ჩემთან ამისთანა დავალებით აღარ მოხვიდე... ჩვენ პატრიოტები ვართ. ჩვენთვის საქართველოს თავისუფლება და მისი სიდიადე არის ძვირფასი და არა ფული. ჩვენ ამათთანა ავანტიურისტები და სამშობლოს მოღალატეები არა ვართ, რომლებმაც გაყიდეს საქართველოს ჭირით და ვაგლახით მოპოვებული დამოუკიდებლობა, და თუ კიდევ შერჩენიათ რაიმე ქართული, როგორც შემოუძღვნენ რუსებს, ისევე მოახერხონ მათი თავიდან მოშორება. ჩვენ კი ვიბრძოლე

ბთ, სანამდისინ შევძლებთ, და თუ ჩვენ ვერ შევძელით ამ დიადი საქმის სისრულეში მოყვანა, მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენს მიერ დაწყებულ საქმეს. აი, ეს ყველაფერი, რაც მე გითხარ, მათ გადაეცი''.

ქაქუცა, მართლაც, უკომპრომისო იყო ღვთისა და მამულის წინააღმდეგ მებრძოლთა მიმართ. ერთი ასეთთაგანი ყოფილა კომისარი ძულიაშვილი: იგი ანადგურებდა ეკლესიებს, წვავდა საეკლესიო წიგნებს, ხატებს და სამღვდელო სამოსს. ერთხელაც დაუკვეხნია: ,,მე თვითონ მოვხსნი ჯვარს გუმბათიდან და, აბა, ვნახოთ, ღმერთი რას მიზამსო''. ქაქუცამ ორი საუკეთესო მსროლელი გაგზავნა ამ მკრეხელობის ჩასაშლელად და იძულებით თავშეყრილი ხალხის სიხარულის გამომხატველ ყიჟინში ძულიაშვილს გაუცივეს ის მარჯვენა, რომელიც ჩაქუჩით ხელში შემართა ჯვრის მოსახსნელად...

რამდენადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი დაუზოგავი იყო მოღალატე ქართველების მიმართ, ქრისტიანულად დამნდობი და ლმობიერი იყო გზასასცდენილი თანამემამულეებისადმი. ერთხელ ტყეში გასულ მიხა ხელაშვილს ფშავის ერთ სოფელში ჩაუვლია და ყური მოუკრავს იქ თავშეყრილ კომკავშირელთა ლაპარაკისათვის, რომლებიც ჩოლოყაშვილის მოკვლას აპირებდნენ. ხელაშვილს განუიარაღებია ეს კომკავშირლები, ქაქუცასთვის მიუგვრია ბანაკში და უთქვამს, დასაჯე, როგორც გსურსო. შეფიცულთა რაზმის ღვთისნიერ წინამძღოლს კი დასჯის ნაცვლად მამაშვილურად დაუმოძღვრავს ეს ღვთისგარეგანი არამზადები და გაუთავისუფლებია.

სულით ხორ

ცამდე რაინდს თვით ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი არ სტოვებდა ღირსების გრძნობა. როდესაც გადაწყვიტეს საქართველოს დატოვება და საზღვარგარეთ გამგზავრება, შეფიცულებმა სთხოვეს ქაქუცას: ,,ბელადო, სხვა ქვეყანაში მივდივართ, ჩაუცმელ-დაუხურავნი, უფულოდ; როგორ უნდა ვიცხოვროთ, მანამდე, სანამ სამუშაოს ვიშოვით? ამისთვის ნება მოგვეცი, რომ რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებიდან ფული გავიტანოთ''. ამაზე ქაქუცამ უპასუხა: ,,ხომ იცით, რომ კომუნისტები ყაჩაღებს გვეძახიან ჩვენ; ცდილობენ, ხალხი დაარწმუნონ, რომ მართლა ყაჩაღები ვართ და არა პოლიტიკური მებრძოლები. ჩვენ რომ ახლა ამ წასვლის წინ სადმე დავეცეთ და ფული გავიტანოთ, მაშინ კომუნისტები ხალხს ეტყვიან: ,,აი, ხომ გეუბნებოდით, რომ ეგენი ყაჩაღები არიან: ფული გაიტაცეს და საზღვარგარეთ გავიდნენო! აქამდისინ გაჭირვებით მრავალჯერ შიმშილითაც ვემსახურეთ სამშობლოს ინტერესებს და ახლა თავს ნუ გავიჭუჭყიანებთ''. მსგავსი პასუხი გასცა ქაქუცამ ,,დამკომის'' წევრ კოტე ანდრონიკაშვილსაც, რომელმაც ოქროს ფულებით სავსე პარკი აძლია – როგორც გინდათ, ისე მოიხმარეთო. ქაქუცამ ფული არ გამოართვა და მოგვიანებით, დატუსაღებულ კოტე ანდრონიკაშვილს, ეს ფული ,,წითლებმა'' წაართვეს! როდესაც საზღვარგარეთ გადავიდნენ, მთელ რაზმს ოდენ ხუთი ჩერვონეცი ჰქონდა!

სხვათა ქომაგობას და დახმარებას ქაქუცა უცხოობაშიც კარგად ახერხებდა. საფრანგეთიდან მოწვევის მოლოდინში მას თავის რაზმელებთან ერ

თად ერთხანს რომში დაუდევს ბინა. პატარა რესტორანში სადილობდნენ თურმე. ერთხელაც ქაქუცას გაურკვევია, რომ რესტორნის მეპატრონეს გამომძალველი ,,მაფიოზი'' ყოველთვიურად უმატებდა ბეგარას და ბოლო ვიზიტისას დამუქრებია, თუ მოთხოვნილ თანხას არ გადაიხდი, რესტორანს დაგიწვავო. ქაქუცას დაუიმედებია, ეგ საქმე მე მომანდეო და როდესაც გამომძალველი შესულა რესტორანში და მთელი რესტორანი ფეხზე წამოდგომია, ქაქუცა თავის ამხანაგებთან აგრძელებდა პურობას. – თქვენ რა, არ იცით, მე ვინა ვარ? – უკითხავს სუფრასთან მსხდომთათვის, რის პასუხადაც ქაქუცას ღვინით სავსე ჭიქა გაუწვდია – აი, ჯერ ეს დამილიე და მერე ვილაპარაკოთ! გამომძალველმა ჭიქა გააგდებინა და თავისიანებს ქაქუცას დასჯა უბრძანა, მაგრამ ვინ აცალა?! ქართველებმა სასწაული დაატრიალეს თურმე და რამდენიმე წუთში გაკოჭილი ,,მაფიოზები'' იატაკზე ეყარნენ. ამ ამბის შემდეგ ქართველთა ვაჟკაცობის ამბავი ლეგენდად დადიოდა ქალაქში, ხოლო ჩოხიანი ქართველების სურათები დღემდე ამშვენებს რესტორნის კედლებს!

სიკვდილის წინა დღეებში ქაქუცას სასთუმალთან ედო ტყავში გამოკერილი ქართული მიწა და ჯვარი, რომელიც ტყეში გასვლის წინ ქალიშვილისთვის გამოურთმევია, რადგან თავისი ვერ უპოვია. სიკვდილის წინა ღამეს თავისი ქალიშვილი დასიზმრებია, რომელიც სთხოვდა თურმე, მამაჩემო, მომეცი ჩემი ჯვარიო. გამოღვიძებისას ქაქუცას უთქვამს: ,,ახლაღა გათავდა ჩემი ცხოვრება''. იმ საღამოს გარდაცვლილა

კიდეც.

გარდაცვლილი გმირი ცხარე ცრემლებით დაიტირა მისმა ერთგულმა ქართველობამ. უამრავი ამაღელვებელი სიტყვა ითქვა. ხოლო განსაკუთრებულად გულშიჩამწვდომი იყო ლეო კერესელიძის გამოსათხოვარი, რომელიც ქაქუცას ყველა ღირსეული თანამემამულის სათქმელს იტევდა:

,,მოკვდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი, უცხოეთში ქართველი გმირის კიდევ ერთი საფლავი გაითხარა: ოსმალეთში სააკაძე და მეფე სოლომონი, სპარსეთში ალექსანდრე და აი, საფრანგეთში ქაქუცა მივაბარეთ სამარეს. როდის დაუბრუნდები სამშობლო მიწას, მტრის ურჩო და შეუპოვარო რაინდო!.. უცხოეთში დახუჭე თვალები და შენი ცხედარი მივაბარეთ სამარეს, სახელოვანი გმირო, მაგრამ შენი სული, ალბათ უკვე დაუბრუნდა სამშობლო მხარეს და საუკუნოდ შეუერთდა საქართველოს უკვდავ სულს.

შენ არ დაგეცა ცოლ-შვილის ცრემლი; ძაძამოსილმა ქართველმა ხალხმა სამარემდე ვერ მიგაცილა; საქართველოს კათალიკოსმა ვერ შეგავედრა უზენაესს... მაგრამ სადმე – ბარისახოს, შატილის, არღონის და არაგვის ნაპირებზედ – ვინმე ხევსური დაამღერებს ფანდურს შენზედ გამოთქმულ ნაღვლიან ლექსებს და ამ სიმღერაში იქნება ცრემლები და იმედები ქართველი ერის!''

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე პანქარი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამე პანქარის ( +დაახლ.302) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
19 მარტს (1 აპრილს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენების დღეს წმიდა მოწამეთა, ქრისანთოსი და დარიასი და მათ თანა მოწამეთა, კლავდისი და მეუღლესი მისი ილარიასი და ძეთა მათთა, იასონის და მავრასი, დიოდორე ხუცესის და მარიანე დიაკონის (+283).
gaq