საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (1769 — 1812) ინფანტერიის გენერალი

   პეტრე ბაგრატიონი იყო ქართული სამეფო გვარის ქართლური შტოს შთამომავალი. პაპამისი, ქართლის მეფის, იესეს ძე, მაჰმადიანი ისაკ–ბეგი  თეიმურაზს და ერეკლეს ებრძოდა, თუმცა შემდეგ, თეიმურაზის მეცადინეობით მოინათლა და ალექსანდრედ იწოდა. ის ყიზლარში დასახლდა 1759 წელს და პოდპოლკოვნიკად მსახურობდა კავკასიის დივიზიაში. მას მიჰყვა ვაჟიშვილი ივანე, რომელიც ყიზლარის ციხე–სიმაგრის საკომენდანტო გუნდში ირიცხებოდა. ნიშანდობლივია, რომ ივანეს რუსული არ სცოდნია და თადარიგში გასულა სეკუნდ–მაიორის ჩინით.


     ჭაბუკობაში პეტრე სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა მამიდა ანა გოლიცინასთან. სწორედ მამიდის წყალობით მასზე შეიტყო გრიგოლ პოტიომკინმა, რომელმაც 17 წლის ბაგრატიონს სამხედრო სამსახური დააწყებინა კავკასიის მუშკეტერთა პოლკში სერჟანტად. 1783 წელს პეტრემ პირველად მიიღო მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში ჩეჩნების წინააღმდეგ ბრძოლაში. 1785 წელს, შეიხ მანსურის აჯანყების დროს, პოლკოვნიკ პიერის ხელმძღვანელობით წარმართული წარუმატებელი მანევრის შედეგად, მისი ადიუტანტი, უნტერ–ოფიცერი ბაგრატიონი  ტყვედ ჩაიგდეს ჩეჩნებმა, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლა მანსურ მაგომამ პეტრეს მამის ხათრით, რომელიც მათ ადრე ბევრჯერ დახმარებიათ. 1787-1791 რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788), რისთვისაც კაპიტნის ჩინი დაიმსახურა. 1790 წელს ის იბრძოდა ისევ კავკასიაში. 1793 წელს  მიიღო პრემიერ−მაიორის ჩინი. 1794 წელს  პოლონეთში მეთაურობდა ერთ–ერთ ესკადრონს სუვოროვის არმიაში. 20 ივლისს  მონაწილეობდა სედლეცთან გამართულ ბრძოლაში. მან ასევე თავი გამოიჩინა ბროდთან, სადაც ათასი პოლონელი დაამარცხა და მათგან 250 კაცი და ერთი ზარბაზანი ჩაიგდო ხელში.  გამარჯვებას მოჰყვა მისი კარიერული წინსვლა: ის ვიცე-პოლკოვნიკი გახდა.1798 და 1799 წლებში კი ჯერ პოლკოვნიკის შემდეგ კი გენერალ-მაიორის სამხრეები დაიმსახურა .


      1799 წლის სუვოროვის იტალიურსა და შვეიცარიულ  ლაშქრობებში ბაგრატიონი მეთაურობს მოკავშირეთა ავანგარდს.  განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ბრძოლებში მდი

ნარეებთან – ადასთან და ტრებიასთან, აგრეთვე ნოვისთან და სენ–გოტარდთან. ამ ლაშქრობებმა სახელი გაუთქვეს ბაგრატიონს, როგორც სწორუპოვარ სარდალს, რომლის დამახასიათებელი თვისებები იყო სულის სიმტკიცე და აუღელვებლობა თვით ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში. იტალიის კამპანიაში წარმატებისთვის სუვოროვმა პეტრეს საკუთარი ხმალი აჩუქა, რომელსაც ბაგრატიონი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა.


       ბაგრატიონი სუვოროვის მიერ ალპების გადალახვის ოპერაციის ერთი უბადლო შემოქმედია. 1799 წლის სექტემბერში სუვოროვის არმიამ დაიწყო ალპების გადალახვა სურსათ-სანოვაგისა და დამხმარე ძალების გარეშე. ავანგარდს ისევ ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა – მან არმიის მიერ ალპების გადალახვა უზრუნველყო. ბაგრატიონი მუტენის ველზე რიმსკი-კორსაკოვის საგრძნობლად შევიწროვებულ კორპუსს შეუერთდა. მოკავშირეთა ღალატის გამო არმია ალყაში მოექცა. სუვოროვმა გადაწყვიტა ალყა გაერღვია და ალპების გავლით უკან დაბრუნებულიყო. ამ ოპერაციის შესრულება ბაგრატიონის ხელმძღვანელობით მოხდა. მან არმია  სამშვიდობოს გაიყვანა.  რუსეთში დაბრუნებისას, სიმამაცისთვის იმპერატორმა პავლე I–მა ბაგრატიონს ლიტვაში მას სოფელი უბოძა, რომელიც მან მაშინვე გაყიდა.


      ბაგრატიონი აქტიურად მონაწილეობდა ომში ნაპოლეონის წინააღმდეგ 1805–07 წლებში. 1805 წლის კამპანიაში, როდესაც კუტუზოვი ახორციელებდა მანევრს ბრაუნაუდან ოლიმიუცისკენ, ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა არიერგარდს. მისი დანაყოფები უზრუნველყოფდნენ ძირითადი ძალების გეგმაზომიერ უკანდახევას. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი შენგრაბენთან ბრძოლაში, სადაც ბაგრატიონი თავისი 6,000 კაცით შეუპოვრად იბრძოდა. ის ალყაში მოექცა, რომელიც წარმატებულად გაარღვია და უკან დახევა დაიწყო. მან დაკარგა 2,402 კაცი და მთელი არტილერია. თუმცა, ნაპოლეონმა ბრძოლა შეწყვიტა რადგან, არიერგარდის მოქმედებამ უზრუნველყო რუსეთის არმიის წარმატებული უკანდახევა. ბაგრატიონს წარმატებისთვის გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიანიჭეს და დააჯილდოვეს წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენითა და მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვრით. უკანასკნელი ავსტრიის იმპერატორმა მიანიჭა.


      აუსტერლიცის ბრძოლაში ბაგრატიონი ხელმძღვანელობდა მოკავშირეთა არმიის მარჯვენა ფრთას, რომელიც წარმატებით იგერიებდა ფრანგების შემოტევებს, ხოლო შემდეგ შექმნეს არიერგარდი და იფარავდნენ ძირითად ძალებს უკანდახევისას. ერთადერთი მეთაური, რომლის შენაერთიც ამ ბრძოლაში არ დაშლილა და უკან მოუხედავად არ გაქცეულა, ბაგრატიონი იყო.


     1806–07 წლების კამპანიაში, ბაგრატიონმა, რუსეთის არმიის არიერგარდის ხელმძღვანელობით, თავი გამოიჩინა პრეისიშ ––ეილაუს და ფრიდლანდის ბრძოლებში პრუსიაში. ნაპოლეონი ყველაზე მეტად მად აფასებდა და უფრთხოდა რუსული არმიიდან.


       რუსეთ–შვედეთის ომში 1808–09 წლებში მეთაურობდა დივიზიას, შემდეგ – კორპუსს. ხელმძღვანელობდა 1809 წლის ალანდის ექსპედიციას, სადაც მისმა მოლაშქრეებმა გადალახეს ბოტნიის ყურე, დაიკავეს ალანდის კუნძულები და გავიდნენ შვედეთის ნაპირებზე. 1809 წელს ბაგრატიონი გახდა ინფანტერიის გენერალი.


      1806–12 წლების რუსეთ–თურქეთის ომის დროს ბაგრატიონი იყო მოლდავეთის არმიის მხედართმთავარი და ხელმძღავნელობდა საომარ მოქმედებებს დუნაის მარცხენა სანაპიროზე. ბაგრატიონის მებრძოლებმა დაიპყრეს გაჩინის, გირსოვოს, კიუსტენჯის ციხეები, რასავეტთან გაანადგურეს თურქების 12–ათასიანი კორპუსი და დიდი დამარცხება აგემეს ტარაციტასთან.


     1811 წლის აგვისტოდან ბაგრატიონი მეთაურობს პოდოლსკის არმიას, რომელიც 1812 წლიდან გადაკეთდა დასავლეთის მე–2 არმიად. ბაგრატიონმა იწინასწარმეტყველა ნაპოლეონის რუსეთში შემოჭრის შესაძლებლობა დაწარმოადგინა გეგმა წინასწარი ზომების მიღების გეგმა აგრესიის მოსაგერიებლად.


        1812 წლის რუსეთის სამამულო ომის დასაწყისში, გროდნოსთან დაბანაკებული  ბაგრატიონის დასავლეთის მე–2 არმია, ფრანგული კორპუსების თავდასხმის შედეგად,  აღმოჩნდა ძირითადი პირველი არმიისაგან მოწყვეტილი. ბაგრატიონს მოუხდა ბობრუისკისა და მოგილიოვისაკენ არიერგარდული ბრძოლებით უკან დახევა, სადაც მან გადალახა დნეპრი და 3 აგვისტოს სმოლენსკთან შეუერთდ

ა ბარკლაი დე ტოლის პირველ დასავლეთის პირველ არმიას.


       ფრანგებთან საბრძოლო დაპირისპირებისას,  ბაგრატიონი ემხრობოდა ხალხის ფართო მასების ჩაბმას ომში, იყო პარტიზანული მოძრაობის ერთ–ერთი ინიციატორი.


      ბოროდინოს ველზე ბაგრატიონის არმიამ, რომელიც რუსული ლაშქრის მარცხენა ფრთას წარმოადგენდა, ნაპოლეონის ყველა შეტევა მოიგერია. როდესაც ნაპოლეონმა 45 ათასი ქვეითითა და კავალერიით და თითქმის 400 ქვემეხით დაიწყო მძლავრი იერიში,  ბაგრატიონი მიხვდა, რომ ამხელა ძალების ზეწოლას ვერ გაუძლებდა და  გადავიდა შეტევაზე 20 ათასი კაცით, რომელსაც თვითონ  ჩაუდგა სათავეში. ფრანგებმა ბაგრატიონის ძალები შეაჩერეს და დაიწყო ხიშტებით ბრძოლა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. რუსებმა უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ამ დროს ბაგრატიონი ყუმბარის ნატეხებით თეძოში დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. ამან ჯარისკაცებზე რათქმაუნდა ცუდად იმოქმედა. მათ უკან დახევა დაიწყეს. დაჭრილი ბაგრატიონი გადაიყვანეს მამიდამისთან სოფელ სიმში. სიმში ჩასვლამდე მან გაიგო მოსკოვის აღების ამბავი და რუსეთის დიდმა პატრიოტმა ქართველმა სარდალმა როსტოპჩინს მისწერა:


«მშვიდობით, ჩემო პატივცემულო მეგობარო! მე მოვკვდები არა ჭრილობით, არამედ მოსკოვით»


    24 სექტემბერს ჭრილობის მიღებიდან 17 დღის შემდეგ ბაგრატიონი გარდაიცვალა. 30 სექტემბერს კი ის დაასაფლავეს სიმის ეკლესიაში.


     1932 წელს ბაგრატიონის საფლავი იავარქმნილ იქნა, ხოლო მისი ნეშტი – გადაგდებული. 1985–87 წლებში ნაგვის გროვაში აღმოაჩინეს ბაგრატიონის ძვლებისა ფრაგმენტები, რომლებიც ხელმეორედ დაკრძალეს.


გენერალ ერმოლოვის დახასიათებით ბაგრატიონი იყო: „უშიშარი ბრძოლაში, ნირშეუცვლელი სახიფათო ვითარებებში... ლმობიერი, მრისხანების დამთმენი, ყოველთვის მზად მყოფი შერიგებისთვის; გულუხვი –  უთავბოლოდ მხარჯველობამდე; გულში ბოროტების არჩამდები, სიკეთის დამამახსოვრებელი“.


მასზე ნაპოლეონს უთქვამს: ”ბაგრატიონის გარდა რუსებს გენერლები არ უვარგათ“


 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-10-17
მოწამისა ევდემოზ კათოლიკოსისა (1642); მღვდელმოწამისა იეროთეოსისა, ათენელი ეპისკოპოსისა (I); მოწამეთა: გაიოზისა, ფავსტოსისა, ევსევისა და ქერიმონისა (III); მღვდელმოწამისა პეტრე კაპეტოლიელისა (III-IV); მოწამეთა: დომნინასი, ასულთა მისთა ვირინეასი (ვერონიკასი) და პროსკუდიასი (პროსდოკიასი) (305-306); ღირსისა ამონისა (დაახ. 350); ღირსისა პავლესი (IV); მოწამეთა დავიკტისა (ადავკტისა) და ასულისა მისისა კალისთენიასი (IV).
წმიდა მოწამენი: გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი (III)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: გაიოზის, ფავსტოს, ევსებისა და ქერიმონის (III) ხსენების დღე.
მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსი (I)
4 (17) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე იეროთეოს ათენელი ეპისკოპოსის (I) ხსენების დღე.
gaq