საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცლები

მოყვასისათვის თავგანწირვა

– ვინ არის მოყვასი ჩემი? – ჰკითხა ძველი აღთქმის რჯულისმცოდნემ იესო ქრისტეს. მაცხოვარმა კი პასუხად მიუგო იგავი გულმოწყალე სამარიელზე, სადაც აუწერა შემთხვევა, როდესაც გასაჭირში მყოფ ებრაელს თავისი თვისტომნი არ ეხმარებიან, ხოლო ებრაელებისადმი მტრულად განწყობილი, სამარიელი წარმოშობის ადამიანი, დაეხმარება და უჭირისუფლებს. – წადი და შენც ასე მოიქეცი – უპასუხებს იესო შემკითხველს. ამით იესო მხოლოდ რჯულის მცოდნეს კი არა, ყოველ ჩვენგანს შეაგონებს, რომ მოყვასი ჩვენი დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანია, რომელიც გვიჭირისუფლებს. ქვემოთ აღწერილი მაგალითი ნათლად მიუთითებს ქართველის მიერ იმ მცნების შესრულებაზე, რომელიც მაცხოვარმა დაუდგინა ადამიანებს:

ფორე მოსულიშვილი იტალიის ეროვნული გმირის სახელს ატარებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ერთ-ერთ ბრძოლაში სამასამდე გერმანელმა ალყაში მოაქცია თექვსმეტი პარტიზანი, რომლებიც ერთ მიტოვებულ სახლში გამაგრდნენ. სროლა ერთ საათს გაგრძელდა. გერმანელებმა შემოთვალეს: პარტიზანთა მეთაური დაგვნებდეს და დანარჩენებს სიცოცხლეს გაჩუქებთო. მეთაური ყოყმანობდა და გადაწყვეტილება ვერ მიეღო. პარტიზანებს ტყვია-წამალი ელეოდათ და სიკვდილი ელოდათ.

მაშინ შენობიდან გავიდა ფორე მოსულიშვილი – მე ვარ მეთაური! – გაუმარჯოს იტალიას, გაუმარჯოს საქართველოს! – დაიძახა და ტყვია დაიხალა. ასე აჩუქა სიცოცხლე თხუთმეტ იტალიელს ფორემ თავისი გმირული სიკვდილით.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დანიელი, სერბელი მთავარეპისკოპოსი (+1338)
წმიდა დანიელ სერბი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, მდიდარი და დიდგვაროვანი მშობლების ერთადერთი ძე, სერბეთის მეფის, სტეფანე უროშ მილიუტინის დაახლოებული პირი იყო. მან უარი თქვა საერო კარიერაზე და ბერად აღიკვეცა. ნეტარი დანიელის მოსაგრე ცხოვრება მაგალითი იყო მთელი საძმოსთვის. სერბეთის მთავარეპისკოპოსმა ევსტათემ იგი ხუცესად აკურთხა. შემდგომ უფლის რჩეული ათონის მთის ხილენდარის სავანის იღუმენად აირჩიეს.
წმიდა იოანე კრონშტადტელი (+1908)
წმიდა იოანე კრონშტადტელი, ვისი ხსენებაც არის 2 იანვარს, 1829 წლის 19 ოქტომბერს დაიბადა პინეჟის მაზრის სოფელ სურაში, ადგილობრივი ეკლესიის მედავითნის ხელმოკლე ოჯახში. ახალშობილი იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არც კი ეგონათ, დილამდე თუ იცოცხლებდა, ამიტომ იმავე ღამეს მონათლეს. წმიდანმა წერა-კითხვა ოჯახში ისწავლა. ათი წლისა კი ადგილობრივ სასწავლებელში შეიყვანეს. თავდაპირველად ყმაწვილს ძალიან გაუჭირდა სწავლა, მაგრამ, ღვთის წყალობით, შემდგომ ყველაფერი კარგად წარიმართა.
gaq