საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

7 მაისი - ხსენება ღირსი ელისაბედ საკვირველთმოქმედისა (VII-VIII)

ღირსი ელისაბედ სასწაულთმოქმედი (VII-VIII) უფლის მსახურებისათვის ჯერ კიდევ შობამდე იყო გამორჩეული. მის დედას ჰქონდა გამოცხადება, რომ  ჩვილი იქნებოდა რჩეული ჭური სულიწმიდისა.

 გოგონა ბავშვობიდანვე მონასტერში იზრდებოდა. წმიდა ცხოვრებით გამორჩეულმა უფლისგან ხორციელ და სულიერ სნეულებათა კურნების ნიჭი მიიღო და ბოლოს იღუმენიად აირჩიეს.

 უსაზღვრო იყო ღირსი დედის თავშეკავება: მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ ბალახით და ბოტსნეულით იკვებებოდა, ღვინოს და ზეთს არასდროს ღებულობდა. ბევრჯერ მთელ დიდმარხვას უჭმელად ატარებდა. მეზვერის სინანულის მიმსგავსებით სამი წელი ზეცისკენ არ აღუპყრია თვალები, სულიერი მზერა კი ნიადაგ ღვთისკენ ჰქონდათ მიპყრობილი. შუაღამის ლოცვებში წმიდანს ზეციური ნათელი უბრწყინდებოდა.

 წმიდა ელისაბედმა მრავალი სასწაული აღასრულა: ლოცვით განგმირა გესლიანი გველი, განკურნა სისხლმდინარე ქალი, რომელიც მრავალი წელი იტანჯებოდა, განასხმიდა ბოროტ სულებს. სიკვდილის შემდეგ წმიდანის საფლავი კურნავდა სნეულებს. მისი წმიდა ნაწილებიდან აღებულმა მტვერმაც კი თვალები აუხილა ბრმას.

მამული, ენა, სარწმუნოება

მართალი ანა წინასწარმეტყველი
მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს, ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).
მოსე შავი
ღირსი მოსე შავი, რომლის ხსენებასაც დღეს აღასრულებს მართლმადიდებელი ეკლესია, IV საუკუნეში ცხოვრობდა ეგვიპტეში. წარმოშობით ეთიოპიელმა ზანგმა ეს ზედწოდება პირისკანის ფერის მიხედვით მიიღო. ახალგაზრდობაში წმიდანი ერთი დიდებულის მონა იყო და ერთგულადაც მსახურობდა, მაგრამ შემდეგ მკვლელობისათვის ბატონმა სასახლიდან გააძევა. მართლმსაჯულებას გაქცეული მოსე ავაზაკების გუნდს შეუერთდა, მათ კი მკაცრი ხასიათისა და დიდი ფიზიკური ძალის გამო წინამძღოლად აირჩიეს.
gaq