საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ქართულ მიწაზე დაკრძალული წმიდა მოციქული

იესო ქრისტეს მიერ მოხდენილი პირველი სასწაული, როდესაც ქორწილში მაცხოვარმა წყალი ღვინოდ გადააქცია,  სვიმონ კანანელის სახელს უკავშირდება. სასწაულმა იმდენად იმოქმედა სვიმონზე, რომ მან, სიძემ, იმ დღეს დაქორწინებულმა, მთელი არსებით ირწმუნა იესო ჭეშმარიტ მესიად – ქრისტედ, რის შესახებაც მანამდეც სმენოდა, და მაშინვე შეუდგა მას: მიატოვა ოჯახი, ახლადშერთული მეუღლე, რომელთანაც ერთი დღეც არ უცხოვრია და უფალ იესოს  ერთგული მოწაფე შეიქნა. ასეთი საღმრთო მოშურნეობისათვის წმიდა სვიმონი „ზილოტად“ იწოდა, რაც ბერძნულ ენაზე „მოშურნეს“, „გულმოდგინეს“ ნიშნავს.

სვიმონ კანანელი ღვთის სიტყვას ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა და მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე – მოვლო ეგვიპტე, მავრიტანია, ლიბია, ნუმიდია, კვირინეა; შორეულ ბრიტანეთშიც ჩავიდა. უფლის შეწევნით მხნედ ეგებებოდა შეჭირვებას და განაგრძობდა კეთილი თესლის თესვას, სანამ მოწამებრივი სიკვდილით არ დაასრულა თავისი ამქვეყნიური ცხოვრება აფხაზეთში.

საეკლესიო გადმოცემით, წმიდა სვიმონ მოშურნე, ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებში, მათ შორის, აფხაზეთში,  სადაც ტანჯვა–წამებით სიკვდილი დაითმინა ურწმუნოთაგან, მსგავსად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მისი მოწამებრივი აღსრულების ადგილას, მთებში, ახალ ათონთან*, მეცხრამეტე საუკუნეში ეკლესია ააგეს და ეს წმიდა ადგილი მრავალი ადამიანისათვის იქცა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისა და ღმერთთან დაბრუნების წყაროდ.

ქართველებს სწამთ, რომ როგორც ქრისტეს სწავლების ერთგული მრევლისათვის, მათთვის სვიმონ კანანელის საფლავი სამუდამოდ არ არის დაკარგული!  

–––––

* –"გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება" გვიამბობს რომ სიმონ კანანელი აწამეს ნიკოფსში, საქართველოს საზღვართან... (რედაქტორი)

 

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq