საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია (303) - ხსენება 29 მაისს

წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია  ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს. წმიდა მოწამე ვიტე იყო ცნობილი სიცილიელი დიდებულის, წარმართი გილასის ვაჟი. უფალმა ვიტეს სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ის სნეულებს კურნავდა და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამ დროს იმპერატორმა გამოსცა ბრძანება ქრისტიანთა დევნის შესახებ. წმიდა ვიტე სამსჯავროზე გამოიძახეს. აღმსარებლობისათვის წმიდანი უმოწყალოდ ცემეს. ვალერიანეს მოულოდნელად ხელი გაუშეშდა. წმიდანის ლოცვით მმართველმა კურნება მიიღო, სასამართლო შეწყვიტა, შვილი გილასს გააყოლა სახლში და უბრძანა, ქრისტიანობისაგან განეყენებინა იგი.

 ხორციელი ცოდვით რომ დაცემულიყო, გილასმა შვილი ფუფუნებით აავსო და ლამაზი გოგონები მოუყვანა. წმიდანთან საუკეთესო საჭმელები მოჰქონდათ, ნადიმებს აწყობდნენ. მაგრამ ვერანაირმა ხერხმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. წმიდა ვიტე მოუკლებლად ლოცულობდა და შეწევნას შესთხოვდა უფალს. წმიდანს ანგელოზები ეცხადებოდნენ და მასთან ერთად ლოცულობდნენ. ერთხელ შვილთან შესულმა გილასმა ანგელოზები იხილა და დაბრმავდა. გილასმა აღთქმა დადო, რომ უარყოფდა კერპებს და წმიდა ვიტეს ლოცვით თვალები აეხილა, მაგრამ განკურნების შემდეგ სიძულვილით აღივსო შვილის მ

სამეფო კლუბი
იმართ და მისი მოკვლა გადაწყვიტა. წმიდანის გადასარჩენად ფარულმა ქრისტიანებმა, მისმა აღმზრდელმა წმიდა მოდესტომ და ძიძამ, წმიდა კრისკენტიამ წმიდა ვიტე მალულად გაიყვანეს მშობლების სახლიდან, უფლის ანგელოზისაგან დაცულნი განმარტოვდნენ იტალიის ერთ-ერთ მხარეში, ლუკანიაში და დიდხანს ფარულად ცხოვრობდნენ. წმიდა ვიტე კვლავ კურნავდა სნეულებს, წარმართებს აქრისტიანებდა. მისი სასწაულების ამბავი მთელ ქვეყანაში გახმაურდა.

 წმიდა ვიტე და მოდესტო იმპერატორის წინაშე დაასმინეს. წმიდა ვიტემ ამხილა კერპთაყვანისმცემლობის სიცოფე და განკურნა ბოროტი სულისაგან შეპყრობილი იმპერატორის ვაჟი. დიოკლეტიანე წმიდა ვიტეს სარწმუნოების უარყოფის ფასად სთავაზობდა პატივს, დიდებას, სიმდიდრეს, მაგრამ წმიდანმა უარი განაცხადა. მაშინ წმიდა მოდესტოსთან ერთად იგი დილეგში ჩააგდეს. მხურვალე ლოცვის შემდეგ წმიდანები საკვრელთაგან გათავისუფლდნენ. დიოკლეტიანემ ეს სასწაული ჯადოქრობად ჩათვალა და ბრძანა, გახურებული კალით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ ვიტე. უფალმა თავისი რჩეული უვნებლად დაიცვა. შემდეგ წმიდა ვიტე ლომს მიუგდეს. მან პირჯვარი გადასახა და მხეცი მორჩილად დაწვა მის ფეხებთან. წმიდა მოწამეები ბოძზე ჩამოკიდეს და რკინის კაუჭებით დასერეს. ამ საშინელების მხილველი წმიდა კრისკენტია გამოეყო ხალხს,

სამეფო კლუბი
ქრისტიანად გამოაცხადა თავი და იმპერატორი უღმრთოებასა და სისასტიკეში ამხილა. ამისათვის ისიც სასტიკად გვემეს. წმიდა ვიტემ ღმერთს შეჰღაღადა: „ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ძალითა შენითა და დაგვიფარე ჩვენ“. მოულოდნელად მიწა იძრა და ბევრი წარმართი დაიღუპა შენობების ნანგრევებში. ანგელოზმა მოწამეები ბოძიდან გარდამოხსნა და ლუკანიაში გადაიყვანა. წმიდა ვიტე უფალს შეევედრა, მშვიდობით მიეღო მათი სულები. უფალმაც ისმინა მათი ვედრება. წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია აღესრულნენ დაახლოებით 303 წელს. მათი წმიდა ნაწილები გადაასვენეს პრაღაში. წმიდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა (ხს. 28 სექტემბერს) ააშენა წმიდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს წმიდა მოწამეთა ნაწილები.

ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq