საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს

წმიდა ისააკ მონაზონი  ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“ იმპერატორმა ყურადღება არ მიაქცია ბერის სიტყვებს და თავდაჯერებულმა განაგრძო გზა. სამგზის გაიმეორა ღირსმა მამამ თხოვნა და წინასწარმეტყველება. გაბრაზებულმა ვალენტიმ ბრძანა, ეკალ-ბარდებით სავსე ხრამში ჩაეგდოთ. წმიდა ისააკი გადარჩა, ხრამიდან ამოვიდა, იმპერატორს დაეწია და უთხრა: „ჩემი დაღუპვა გსურდა, მაგრამ წმიდა ანგელოზებმა გამომიყვანეს უფსკრულიდან;  შეისმინე ჩემი ვედრება, გააღე მართლმადიდებლური ტაძრები და უფალი შეგეწევა. თუ არ დამიჯერებ, ცოცხალი ვერ დაბრუნდები, ცეცხლში დაიწვები“. იმპერატორს გაუკვირდა ბერის გამბედაობა და თავის თანხმლებთ – სატურნისა და ბიქტორს უბრძანა, მის დაბრუნებამდე ღირსი მამა დაეტყვევებინათ.

 მალე წმიდანის წინასწარმეტყველება ახდა: იმპერატორმა არიანელ მხედარ

სამეფო კლუბი
თმთავართან ერთად ისლით დახურულ ქოხს შეაფარა თავი და შიგ დაიწვა. ვალენტის გარდაცვალების შემდეგ ღირსი ისააკი გაანთავისუფლეს და დიდ პატივს მიაგებდნენ. როცა ტახტზე ავიდა წმიდა თეოდოსი დიდი (+379-395) სატურნინისა და ბიქტორის რჩევა აღასრულა: კონსტანტინოპოლიდან განდევნა არიანელები და მართლმადიდებლებს ტაძრები დაუბრუნა. ღირს ისააკს სურდა, უდაბნოს დაბრუნებოდა, მაგრამ სატურნინმა და ბიქტორმა სთხოვეს, დარჩენილიყო ქალაქში და ლოცვით დაეფარა იგი. კონსტანტინოპოლის გარეუბანში წმიდა მამას საცხოვრებელი აუშენეს, სადაც ბერები შეიკრიბნენ. ასე შეიქმნა სავანე, რომლის იღუმენი და სულიერი მოძღვარი გახდა ღირსი ისააკი. ღრმა სიბერეს მიღწეულმა ისააკმა იღუმენად აკურთხა ღირსი დალმატი.

 

ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq