საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა აღაპიტი - უვეცხლო მკურნალი (ხსენების დღე - 14 ივნისი)

ღირსი აღაპიტ პეჩორელი   კიეველი იყო წარმოშობით.  წმიდა  ანტონ პეჩორელის მოსწავლეს, მას  უვეცხლო მკურნალის სახელით იცნობდნენ. თუ მონასტრის  საძმოში ვინმე ავად გახდებოდა, ღირსი აღაპიტი მიდიოდა მასთან, თავდადებით უვლიდა,  თავის მიერ დამზადებულ ბალახების ნაყენს  ასმევდა და ავადმყოფი მისი ლოცვების მადლით გამოჯანმრთელდებოდა ხოლმე. მონასტრის ექიმს დახმარების თხოვნით მრავალი საეროც მიმართავდა. ამავე დროს კიევში მოღვაწეობდა გამოცდილი სომეხი ექიმი, რომელსაც უნარი შესწევდა ავადმყოფის სახის გამომეტყველებით გამოეცნო ავადმყოფობის ხარისხი და ზუსტად დაედგინა მისი გარდაცვალების თარიღიც. როდესაც ერთმა ასეთმა  განწირულმა ადამიანმა მიაკითხა წმიდა აღაპიტს, ღვთივსათნო მკურნალმა ლოცვით აგემა მას საკვები მონასტრის ტრაპეზიდან და ავადმყოფი გამოჯანმრთელდა. წინასწარმეტყველების ვერგამართლების გამო შურით ავსილმა სომეხმა ექიმმა აღაპიტის მოწამვლა გადაწყვიტა, მაგრამ უფალმა დაიფარა მასზე  მსასოებელი და საწამლავმა არ იმოქმედა.

წმიდა აღაპიტმა განკურნა ვლადიმერ მონომახი - მომავალში კიევის დიდი მთავარი.  მადლიერი  მონომახი მივიდა მონასტერში მკურნალის სანახავად, მაგრამ აღაპიტი დაიმალა და უარი თქვა საჩუქრებზე.

როდესაც თვით აღაპიტი დასნეულდა,  მას ეწვია სომეხი ექიმი და გასინჯვის შემდეგ დაადგინა,  რომ ბერი ს

ამ დღეში გარდაიცვლებოდა.  ღირსმა აღაპიტმა კი უარყო მისი დასკვნა და უთხრა, რომ მას ღმერთისაგან კიდევ სამი თვის სიცოცხლე ჰქონდა მინიჭებული. სომეხმა ექიმმა აღთქმა დადო - თუ მისი სიტყვა არ ასრულდებოდა, მართლმადიდებელი ბერი შეიქნებოდა.

წმიდა აღაპიტი აღესრულა ზუსტად 3 თვის შემდეგ, 1 (14) ივნისს. სომეხი ექიმი მივიდა პეჩორის მონასტრის იღუმენთან და ბერად აღიკვეცა.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

შვიდნი მოწამენი მაკაბელნი: აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი (+166 წელი ქრისტეს შობამდე)
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი. უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
gaq