საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელი და პავლე გარეჯელნი - ლეკთაგან მოწყვეტილნი (+1696-1700)

1 (14) ივნისი

ღირსნი მამანი: შიო ახალი, დავითი, გაბრიელ და პავლე გარეჯელნი დავით გარეჯის მონასტრის ბერები იყვნენ. 

ნეტარი შიოს   დაუღალავმა მოღვაწეობამ და  სიმდაბლემ  შესაბამისი ნაყოფიც გამოიღო: მასთან ბევრი მოდიოდა რჩევისათვის, ხშირად იგი მონასტრის საქმეებსაც განაგებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევით. ბერებს შორის გამორჩეული თანხმობა და ძმური სიყვარული სუფევდა. 

ერთხელ წინამძღვარი მამა ონოფრე მაჭუტაძე მონასტრის საქმეებზე სხვაგან წავიდა, ძმები და მონასტერი ნეტარ შიოს ჩააბარა. მწუხრის ლოცვის და ტრაპეზის შემდეგ საძმოს ლეკთა მოთარეშე ბანდა დაესხა, მღვდელმონაზონ შიოსთან ერთად შეიპყრეს და წამებით მოკლეს ბერები: დავითი, გაბრიელი და პავლე.

ხმაურზე ზოგმა მოასწრო გაქცევა და დაიმალა, უსჯულოები გაქცეულებსაც მისწვდნენ და უწყალოდ აჩეხეს ხმლებით. სისხლმა აავსო ტაძარი და კელიები. შემდეგ ლეკებმა წამებულები გაძარცვეს, დაამტვრიეს და ცეცხლს მისცეს საეკლესიო ნივთები, სამღვდელო შესამოსელთაგან ზოგი წაიღეს, ზოგიც იქვე ჭაში ჩაყარეს, ნაჯახით დაჩეხეს წმიდა ხატები.

კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევითა და მეფის ბრძანებით, წმიდა მოწამეთა აჩეხილი ნაწილები წმიდა დავით გარეჯელის  საფლავის სამხრეთით დაკრძალეს.

 

სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
სამეფო კლუბი
სამეფო კლუბი
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა
ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონლისტთა ერთობა

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი (+117)
მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს - სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
იონა წინასწარმეტყველი
იონა წინასწარმეტყველის სამი დღის მერე ვეშაპის მუცლიდან გამოსვლის მსგავსი სიუჟეტი გვაქვს ამირანის მითში. წმინდა წინასწარმეტყველი იონა იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი! მისი ლოცვით ღმერთმა გაგვათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიების დამპყრობლებისაგან! იონა წინასწარმეტყველის ჩაყლაპვას ვეშაპის მიერ და მის ამოტყორცნას ნაპირზე მოგვითხრობს ძველი აღთქმა.
gaq