საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამენი: ალექსანდრე და ანტონინა ქალწული

 

23 ივნისი არის ხსენების დღე ალექსანდრესი და ანტონინა ქალწულისა (+დაახლ. 313).

წმიდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით ანთებული ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს. ფისტემ მას შესთავაზა, დაბრუნებოდა მამა-პაპათა სჯულს, სანაცვლოდ კი ქალღმერთ არტემიდას ქურუმად არჩევა აღუთქვა. წმიდანმა მხნედ აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა. ფისტეს ბრძანებით ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს. მმართველის წინაშე ხელახლა წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება და ამხილა წარმართობა. მაშინ ფისტემ ბრძანა, პატივის ასახდელად მეომრებისთვის მიეცათ ქალწული. ერთ კეთილშობილ მეომარ ალექსანდრეს შეეცოდა ქალწული და მისი გადარჩენა გადაწყვიტა. მან ითხოვა, მე შევეცდებიო ანტონინას გადმობირებას. საპყრობილეში შესულმა თავისი მეომრული ტანსაცმლით გაპარვა შესთავაზა წმიდანს. ქალწული თავდაპირველად შეშინდა, მაგრამ შემდეგ, უფლისგან განმტკიცებული, დათანხმდა. ფისტეს გამოგზავნილ მეომრებს საკანში მხოლოდ ალექსანდრე დახვდათ. მეომარი კითხვებზე პასუხს არ იძლეოდა, მმართველთან დაკითხვაზეც ვერ დააცდენინეს სიტყვა. მაშინ იგი სასტიკად გვემეს. ღვთის ნებით, ანტონინაც წარდგა მმართველის წინაშე. მტარვალებმა ქრისტეს ორივე მოწამეს ჯერ ხელები მოკვეთეს, შემდეგ კი ფისით გამურეს და ორმოში აგიზგიზებულ კოცონში ჩააგდეს. როცა ცეცხლი ჩაქრა, ღრმული მიწით ამოავსეს, რათა ქრისტიანებს წმიდანთა ძვლებისთვისაც ვერ მიეკვლიათ. შინ დაბრუნებული ფისტე დამუნჯდა. შვიდი წლის შემდეგ მას საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული. წმიდა მოწამეთა უხრწნელი ნაწილები კი შემდგომ კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და წმიდა მაქსიმეს სახელობის მონასტერში დააბრძანეს. 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq