საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
სამება - ანდრია რუბლიოვი

 17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის -  რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით. ანდრია რუბლიოვის ბერად აღკვეცის ადგილი დანამდვილებით არაა ცნობილი, მაგრამ ვიცით, რომ მისი მოღვაწეობა ორ მონასტერს - სერგის წმიდა სამების ლავრასა და მოსკოვის ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეს უკავშირდება. წმიდანის გასაოცარ სიბრძნეზე, ცხადად მოწმობს მისი შემოქმედება. ნეტარი მამის ძირითადი ნამუშევრებია: მოსკოვის კრემლის ხარებისა და ზვენიგოროდის მიძინების ტაძრების კანკელი და ფრესკები, ვლადიმირის მიძინების ტაძრისა და ანდრონიკეს მაცხოვრის სავანის მოხატულობა, ვლადიმირის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მისი შემოქმედების გვირგვინი - ყოვლადწმიდა სამების ხატი. წმიდანი უმეტესად სხვა ხატმწერებთან - თეოფანე ბერძენთან, სტეფანე გოროდეცთან, დანიელ ჩორნისთან ერთად მუშაობდა, მაგრამ სამების ხატი მისი დამოუკიდებელი ნამუშევარია. ბოლო ოცი წლის მანძილზე ანდრია რუბლიოვს განს

აკუთრებით მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა დანიელ ჩორნისთან. ორივე მამა ანდრონიკეს მაცხოვრის სავანეშია დაკრძალული.

სურათზე: „ყოვლადწმიდა სამების ხატი“

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-07-23
ორმოცდახუთთა მოწამეთა, ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკიოსისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინიოსისა, მენევსისა, ბირილადესი და სხვათა (დაახ. 319); მოწამისა აპოლონისა (III); მოწამეთა ვიანორესი და სილუანესი (IV); ღირსთა ეგვიპტელ მეუდაბნოე მამათა, ცეცხლითა და კვამლით მომწყდართა (დაახ. 398).
ორმოცდახუთი მოწამე
წმიდანნი ორმოცდახუთნი მოწამენი, წამებულნი ნიკოპოლს სომხეთისასა: ლეონტი, მავრიკიოსი, დანიელი, ანტონი, ალექსანდრე, იანიკიტე, სისინიოსი, მენევსი, ბირილადე და სხვანი (+დაახლ. 319), რომელთა ხსენებაც აღესრულება 22 ივლისს, სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ეწამა კონსტანტინე დიდის თანამმართველის, იმპერატორ ლიკინიუსის (307-324) ზეობისას. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. მან თავის, აღმოსავლეთის ოლქში გამოსცა კანონი, რომელიც წამებით სიკვდილს უქადდა ყველას, ვინც კერპებს არ სცემდა თაყვანს. როცა დევნა ქალაქ ნიკოპოლშიც დაიწყო, მაცხოვრის ორმოცმა მსასოებელმა გადაწყვიტა, ნებსით ჩაბარებოდნენ მტარვალებს და ქრისტეს სახელისათვის წამება დაეთმინათ.
პეჩორის სავანის დამფუძნებელი
ღირსი ანტონი პეჩორელი (+1073), რომლის ხსენებაც არის 23 ივლისს, დაიბადა ჩერნიგოვის მახლობლად, დაბა ლიუბეჩში. ღვთისმოშიშებით აღზრდილი ყმაწვილი, სიყმაწვილიდანვე ბერული ცხოვრების სიყვარულით იყო განმსჭვალული. მან მღვიმეც კი გამოკვეთა, სადაც დაყუდებით აპირებდა ცხოვრებას, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ამგვარი ღვაწლისთვის გამოცდილი მოძღვრის წინამძღვრობა იყო აუცილებელი და ათონის მთას მიაშურა. აქ წმიდანი ანტონის სახელით აღიკვეცა ბერად. ჭაბუკი მოსაგრე თავისი კეთილგონიერებით, თავმდაბლობით, მორჩილებით, მკაცრი მარხვითა და ღამისთევებით თვით წმიდა მთის მამებსაც კი აოცებდა.
gaq