საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

ხსენება სამოცდაათთაგანთა მოციქულთა – პროხორესი, ნიკანორისა, ტიმონისა და პარმენისა
წმიდა იოანე ღვთისმეტყველი და წმიდა პროხორე

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ.


„საქმე მოციქულთაში“ (6;1-6) მოთხრობილია, რომ ქრისტიანთა გამრავლებასთან ერთად ბერძენთა შორის წარმოიშვა დრტვინვა ებრაელთა მიმართ, რამეთუ „უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ“. მაშინ ათორმეტთა მოციქულთა მოუწოდეს მოწაფეთა სიმრავლეს და მიმართეს: „აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუენგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყჳსასა განვეკრძალნეთ“. შვიდ რჩეულს შორის აღმოჩნდნენ პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენიც. „და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი“.


წმიდა დიაკვნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღესრულნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია 28 ივლისს ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.


წმიდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის

წმიდა ნიკანორი
ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.


წმიდა ნიკანორი იყო ერთი იმ ორი ათას ქრისტიანთაგან, რომლებიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.


წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.


წმიდა პარმენი გულმოდგინედ იღვწოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოჰხადეს სული.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.



მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა კირილე ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა კირილეს, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის (+444) ხსენების დღეს.
წმიდა მოწამენი თეკლე, მართა და მარიამი
9 (22) ივნისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა მოწამეთა თეკლეს, მართას და მარიამის (+346) ხსენების დღეს.
gaq