საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

კომუნისტების მიერ ნაწამები რუმინელი პრინცი

რუმინული საიტის - „cotidianul.ro“-ს ცნობით,  პაპმა ფრანცისკმა ნეტართა რიგებში ჩარიცხა რუმინელი პრინცი ვლადიმერ გჰიკა.

კათოლიციზმში ბეატიფიკაცია - ეს არის წმინდანის კანონიზაციის  პირველი საფეხური.  ამ მოვლენისადმი მიძღვნილ საეკლესიო მსახურებაზე შეიკრიბა ათასობით ადამიანი. მსახურებას ესწრებოდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტე. მან გჰიკას უწოდა „ევროპელი, რომელმაც უარი თქვა კომპრომისზე ტოტალიტარიზმთან“. 

ვლადიმერ გჰიკა დაიბადა  1873 წელს კონსტანტინოპოლში მოლდაველი არისტოკრატის ოჯახში.

პრინცი ათწლეულების განმავლობაში მოგზაურობდა მსოფლიოში და ეხმარებოდა ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს. ძირითადად მისი ყურადღების საგანი იყო ქოლერით,  ტუბერკულოზით დაავადებულები და მიწისძვრისაგან დაზარალებულები. პაპმა პიუს XI-მ მას „მემოციქულე მაწანწალა“ შეარქვა.

როდესაც ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, გჰიკამ უარი თქვა რუმინეთის დატოვებაზე. მალე ის დააკავეს და დააბრალეს ვატიკანის სასარგებლოდ ჯაშუშობა და 1954 წელს სასტიკი წამებით მოკლეს საპატიმროში.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq