საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმინდა ზენონ იყალთოელი

16 (ახალი სტილით 29) ოქტომბერს ქართული ეკლესია აღნიშნავს ღირსი მამის ზენონ იყალთოელის ხსენების დღეს (VI საუკუნე).

წმიდა ზენონ იყალთოელი იყო წმიდა იოანე ზედაზნელის მოწაფე და თავის მოძღვართან და სხვა თერთმეტ მამასთან ერთად მეექვსე საუკუნეში მოვიდა საქარველოში.

ათცამეტი ასურელი მამა ჯერ ზედაზენზე დამკვიდრდნენ, მერე კი გაემგზავრნენ აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში.

წმიდა ზენონ იყალთოელი ქადაგებდა კახეთის მთიანეთში, შემდეგ იყალთოში დააარსა მონასტერი და იქ მოღვაწეობდა სიკვდილამდე. დაკრძალულია იქვე.

წმიდა ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის. ზენონ იყალთოელი იხსენიება იოანე ზედაზნელის ცხოვრებაში.

ათცამეტი ასურელი მამა არა მარტო ქართული ეკლესიის წმინდანები, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლენიც არიან, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად.

ისინი მაშინ მოვიდნენ იბერიაში, როცა ყველაზე მეტად უჭირდა ჩვენს ქვეყანას (VI საუკუნის შუა წლები). მეფობა გაუქმებული იყო სპარსთა მიერ (არის ვარაუდი, რომ ქართლის ერთ ნაწილში გაუქმებული არ იყო). შემოტევაზე იყო სპარსეთის მოკავშირე არმენული ეკლესია, მონოფიზიტიზმი. მაზდიანები ცდილობდნენ ქართველთა გადაჯიშებას...

სომეხ და ზოგიერთ ქართველ მეცნიერს უნდოდა ცამეტი ასურელი მამა მონოფიზიტად გამოეცხადებინა. ამისთვის არგუმენტად მოჰყავდათ იმ დროის სირიაში (ასურეთში) მონოფიზიტობის გავრცელება. მაგრამ, გარდა მონოფიზიტებისა, იქ ორთოდოქსებიც იყვნენ, მით უმეტეს შავ სამღვდელოებაში. ანტიოქიაში და შავ მთაზე, სადაც აღნიშნული წმინდა მამები მოღვაწეობდნენ, ორთოდოქსია, მართლმადიდებლობა ჰყვაოდა. მით უმეტეს, ისინი იყვნენ წმინდა სვიმეონ მესვეტის სულიერი ძმები.

ასევე ფაქტია, ასურელი მამები ჩამოდიან ბიზანტიის მარ
თლმადიდებელი იმპერატორების მოკავშირე ქართლის ქვეყანაში, - რომელიც არის მტერი მართლმადიდებლური ბიზანტიის მტრისა და მონოფიზიტი არმენიის ეკლესიის მოკავშირისა, სპარსეთისა, - და არა არმენიაში.

ისინი რომ მონოფიზიტები ყოფილიყვნენ არმენიაში, სომხეთში დამკვიდრდებოდნენ.

არის ვარაუდიც, რომ ცამეტი ასურელი მამა წარმოშობით ქართველი იყო. თუმცა ამას არა აქვს მნიშვნელობა.

ასურელი მამები ჩამოდიან და აძლიერებენ იბერიას სულიერად, ეკლესიურად. სამონასტრო ცხოვრება მანამდეც არსებობდა საქართველოში, მაგრამ, იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფის მოსვლის მერე უფრო აყვავდა. ცამეტ მამას სხვებიც მოჰყვნენ. გარდა ამისა, არა ერთი ქართველი დაუმოწაფდა მათ.

დამარცხებულ, დაპყრობილ ქართველებს მოკავშირეები მოუვიდათ, თუნდაც მცირერიცხოვანნი, თუნდაც ბერნი, არა შეჯავშნულნი. სამაგიეროდ, ქართველებმა დაინახეს, რომ ღმერთმა ისინი მარტო არ დატოვა და დამხმარენი გამოუგზავნა.... მაშასადამე, ხსნა მართლმადიდებლობაში ყოფილა, მიხვდენ დაბნეულნი ქართველთა შორის...

მცხეთის შემოგარენში წმინდა მამაბს შეეგება კათალიკოსი ევლავიოზი (ევლალე), რომელმაც გამოცხადებით წინასწარ იცოდა მათი მოსვლის შესახებ.

როგორც ვთქვით, თავიდან ცამეტი მამა ზედაზენზე დამკვიდრდა, მერე კი გაიშალნენ იბერიის სხვადასხვა ადგილებში. ასურელი მამების წინამძღვარი და მოძღვარი, იოანე დამკვიდრდა ზედაზენზე, სხვებმა დაიკავეს რელიგიურად და სახელმწიფოებრივად სტრატეგიული ადგილები (ამ საკითხზე უფრო დაწვრილებით იხილეთ ჩემი წერილი „მართლმადიდებლური საკრალური გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში (მეორე ნაწილი) პრესა.გე).

ასურელმა მამებმა და სხვა ქართველმა წმინდა მამებმა, საფუძველი მოუმზადეს სახელმწიფოებრიობის აღდგენას - ერისმთავრის არჩევას ქართლში.

მათი დამსახურება ძალიან დიდია.

მათი ლოცვა ნუ მოკლებოდეს ჩვენს სამშობლოს და ოჯახებს!

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq