ერში მას იოანე ერქვა. დაიბადა ნოვგოროდში, XIV საუკუნის ბოლოს. ადრე დაობლდა. ჯერ კიდევ ბავშვობაში უწინასწარმეტყველა მას სალოსმა მიხეილ კლოპსკიმ ეპისკოპოსობის მომავალი სულიერი ღვაწლი, რაც 50 წლის შემდეგ ახდა. ზრდასრული ასაკის მიღწევის შემდეგ მან იკისრა ბერობის ღვაწლი. უმწიკვლო ცხოვრებისათვის მონასტრის ძმობამ ის აირჩია იღუმენად, ხოლო 1458 წელს ნოვგოროდელებმა ისურვეს, რათა იონა ყოფილიყო მათი არქიეპისკოპოსი. იგი თავისი მრევლისთვის იყო კეთილი მოძღვარი - განსაკუთრებულად მფარველობდა ქვრიბებსა და ობლებს, ზრუნავდა მრევლის სულიერი განათლებისთვის, აშენებდა ტაძრებს. არქიეპისკოპოსი იონა მშვიდობით მიიცვალა 1470 წლის 5 ნოემბერს. მისი უხრწნელი წმინდა ნაწილები განდიდდნენ სასწაულთქმედებებით. |