საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (+446-447)

წმიდა პროკლე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი (მისი ხსენება - 3 დეკემბერს) სიყმაწვილიდანვე მთელ დროს ლოცვასა და წმიდა წერილის შესწავლას ახმარდა. უფალმა იგი ღირსი გახადა წმიდა იოანე ოქროპირის (+407; ხს. 13 ნოემბერს) მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი - მღვდლად.

 წმიდა პროკლემ უფლის დაშვებით საკუთარი თვალებით იხილა, თუ როგორ ეცხადებოდა პავლე მოციქული წმიდა იოანე ოქროპირს მისი ეპისტოლეების თარგმანების წერისას. თავისი წმიდა მოძღვრის დახმარებით პროკლემ საოცრად გაიღრმავა საღვთო წერილის ცოდნა და ნააზრევის სრულყოფილი ფორმით გადმოცემის უნარიც შეიძინა.

იოანე ოქროპირის გადასახლებისა და მიცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის წმიდა პატრიარქმა სისინიოსმა (426-427) პროკლეს ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მაგრამ ერეტიკოს ნესტორიანელების გავლენით იგი ეპარქიიდან განდევნეს და პროკლე დედაქალაქში დაბრუნდა. წმიდა მწყემსმთავარი კონსტანტინოპოლის ტაძრებში ქადაგებდა, მრევლს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცებდა და უშიშრად ამხელდა უსჯულო მწვალებლობას.

პატრიარქ სისინიოსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმიდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმიდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

პროკლეს პატრიარქობისას იმპერიას თავს დაატყდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბითვინიაში, ჰელესპონტში, ფრიგიაში მთელი ქალაქები ინგრეოდა, მდინარეები მიწის ქვეშ იკარგებოდა, ოდესღაც უწყლო ადგილებში კი დამღუპველი წყალდიდობები ხდებოდა. კონსტანტინოპოლელები პატრიარქისა და იმპერატორის წინამძღვრობით გადიოდნენ ხოლმე ქალაქიდან, პარაკლისებს აღასრულებდნენ და უფლისგან ამ არნახული უბედურების შეწყვეტას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი ასეთი პარაკლისის დროს უჩინარმა ძალამ ერთი ბიჭუნა ჰაერში აიტაცა. შემდგომ ყმაწვილი სრულიად უვნებელი დაბრუნდა მიწაზე და შემოკრებილებს ამცნო, რომ იქ, მაღლა, მან ნახა და გაიგონა ანგელოზებრივი საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. სამწმიდას საგალობელი მთელმა ხალხმა აიტაცა, თან დაამატა: „შეგვიწყალენ ჩუენ“ და მიწისძვრაც შეწყდა. აქედან მიეცა დასაბამი ამ ლოცვას, რომელიც ყველა ღვთისმსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა. საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 446-447 წლებში. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა დიდმოწამე ქრისა (ზლატა) მოგლენელი (+1795)
13 (26) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა დიდმოწამე ქრისას (ზლატა) მოგლენელის (+1795) ხსენების დღე.
წმიდა მოწამენი: კარპოსი - თიატირელი ეპისკოპოსი, პაპილა დიაკონი, აღათოდორე და აღათონიკა
13 (26) ოქტომბერს აღინიშნება წმიდა მოწამეთა: კარპოსის - თიატირელი ეპისკოპოსის, პაპილა დიაკონის, აღათოდორესა და აღათონიკას ხსენების დღე.
gaq