საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > სარწმუნოება და თანამედროვეობა

წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი (+დაახლ. 313)

წმიდა მოწამენი: მინა, ერმოგენი და ევგრაფი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 23 დეკემბერს,  IV საუკუნეში ეწამნენ ქრისტესთვის.

 მოციქულთასწორმა კონსტანტინემ (306-337) რომის იმპერიის დასავლეთ ნაწილში მართლმადიდებლობა განამტკიცა, მაგრამ აღმოსავლეთში წმიდა ეკლესია კიდევ დიდხანს იდევნებოდა.

მოშურნე წარმართი - იმპერატორი მაქსიმიანე გალერიუსი (305-311) ცდილობდა, მის განმგებლობაში მყოფ ყველა ოლქში ძირფესვიანად ამოეძირკვა ქრისტიანობა. ამ მიზნით მან ალექსანდრიაში წარჩინებული კარისკაცი - მინა გაგზავნა. მინა მაცხოვრის მსასოებელი იყო, მაგრამ თავის სარწმუნოებას ფარულად იმარხავდა.

ალექსანდრიაში ჩასულმა წმიდანმა აშკარად აღიარა ქრისტე და წარმართთა შორის მართლმადიდებლობის ქადაგება დაიწყო. ამასთან, ლოცვითა და ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშით იგი მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდა.

როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ თავისი კარისკაცის მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, საშინლად განრისხდა. ამჯერად მან სხვა დიდებული - ერმოგენი გაგზავნა ალექსანდრიაში და დაავალა, წარმართობაზე მოექცია, ან დაეხოცა მინა და სხვა ქრისტიანები. სამსჯავროზე მინამ მხნედ აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

მაშინ ერმოგენის ბრძანებით მას ფეხები მოჰკვეთეს, თვალები დათხარეს, ენა ამოგლიჯეს და, სულთმობძავი, საპყრობილეში ჩააგდეს. ღამით ნეტარ მოწამეს იესო ქრისტე გამოეცხადა და ხორციელ წყლულებათაგან განკურნა.

ამასობაში ერმოგენი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო, სინანულში ჩავარდა თავისი სისასტიკის გამო. მან დილით წმიდა მინა სრულიად განკურნებული რომ იხილა, გაოცებამ და სიხარულმა მოიცვა და ირწმუნა ქრისტე. მასთან ერთად მრავალმა ალექსანდრიელმა აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და ნათელიღო. რამდენიმე დღეში ერმოგენი ალექსანდრიის ეპისკოპოსად დაადგინეს. მან მთელი ქონება გლახაკებს განუყო, მოკლე ხანში შემუსრა მთელი ქალაქის საკერპოები, მათ ნაცვლად ეკლესიები ააგო და ქრისტიანობაზე მოქცეული ბევრი წარმართი მონათლა. უფლის სახელის მოხმობითა და ჯვრის ნიშით ნეტარი ყოველგვარ სნეულებას კურნავდა და ეშმაკებს განასხამდა.

იმპერატორი მაქსიმიანე თავად ჩავიდა ალექსანდრიაში ათი ათასიანი მხედრობით. იმპერატორის ბრძანებით ერმოგენს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს. მოჭრილი ასოები სახალხოდ ცეცხლში დაწვეს, თავად წმიდანი კი მახვილით განგმირეს და მდინარეში მოისროლეს.

 ჯალათებმა მინაც სიკვდილის პირას მიიყვანეს წამებით, მაგრამ უფალმა ორივე მოწამე სასწაულებრივ განკურნა: დილით უფლის რჩეულები ქალაქის მოედანზე თავმოყრილი ხალხის წინაშე გამოცხადდნენ: „ჭეშმარიტად დიდ არს ღმერთი - ღმერთი ქრისტიანეთა!“ - ყვიროდა ამ სასწაულით გაოცებული ხალხი.

ერთმა ქრისტიანმა ჭაბუკმა, ევგრაფმა პირჯვარი გადაისახა და თამამად აღიარა იესო ქრისტე.

მეფე გამძვინვარდა, ნეტარი მარტვილი მახვილით აჩეხა, შემდეგ კი ბრძანა, ერმოგენისა და მინასთვის თავები მოეკვეთათ. წმიდა მოწამეთა ნეტარი სულები სასუფეველს შეერთვნენ.

მაქსიმიანეს სურდა, უფლის რჩეულთა ცხედრები ზღვაში დაენთქა, მაგრამ რკინის ლუსკუმა წმიდა ნაწილებითურთ წყალში არ ჩაიძირა. ბიზანტიონის ნაპირებთან მიცურებული სიწმიდე ეპისკოპოსმა ნაპირზე გადმოაბრძანა და ქალაქის კედლებთან დაფლა.

 იმპერატორმა იუსტინიანემ წმიდა მინა ალექსანდრიელის სახელობის ტაძარი ააგო, წმიდა იოსებ ტკბილადმგალობელმა კი წმიდა მარტვილთა სადიდებელი კანონი შექმნა.

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq