|
ვიტორიო ემანუელე II - იტალიის გამაერთიანებელი
ვიტორიო ემანუელე II (იტალ. Vittorio Emanuele II) (14 მარტი 1820 - 9 იანვარი 1878) სავოის დინასტიიდან, სარდინიის მეფე 1849 - 1878 წლებში, იტალიის მეფე 1861 - 1878 წლებში. კარლო ალბერტოსა და ტერეზა ტოსკანელის ვაჟი. ვიტორიო ემანუელე გამეფდა მამამისის გადადგომისა და პიემონტის ჯარების ავსტრიასთან დამარცხების შემდეგ. გამეფების შემდეგ მან პირველ რიგში ზავი დადო ავსტრიელებთან.
მეფე მამაცი ადამიანი იყო. მას ესმოდა რომ ალპებით დაცული და საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი პიემონტი შესაძლოა გამხდარიყო იტალიელი პატრიოტების ცენტრი. ამისთვის საჭირო იყო შიდა პოლიტიკაში ლიბერალიზმი, ხოლო საგარეო ურთიერთობებში ავსტრიისადმი სიმკაცრის შენარჩუნება. ამ ორი პრინციპით იგი მმართველობის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და ამაში მდგომარეობდა მისი ისტორიული როლი იტალიის გაერთიანების საქმეში. დანარჩენი კი სხვებმა გააკეთეს.
1852 წლიდან სარდინიის მთავრობის სათავეში გრაფი კამილიო კავური მოვიდა, რომელმაც იტალიაში იგივე როლი შეასრულა, რაც გერმანიაში ბისმარკმა. მისი ხელმძღვანელობით ხორციალდებოდა ლიბერალური რეფორმები. საგარეო პოლიტიკაში, კავური საფრანგეთზე იყო ორიენტირებული, რომელთან ერთადაც 1859 წელს ავსტრიის წინააღმდეგ დაიწყო ომი. სამ ბრძოლაში ავსტრიის არმია დამარცხდა. ნოემბერში ციურიხში ზავს მოეწერა ხელი. ზავის თანახმად ლომბარდია სავოის დინასტიას გადაეცა. 1860 წელს შემოერთებულ იქნა პარმის, მოდენის და ტოსკანის საჰერცოგოები, სადაც ამბოხებების შეგედად ჩამოაგდეს უცხოური დინასტიები. აპრილში დაიწყო აჯანყება პალერმოში. მაისში, სიცილიაში თავისი რაზმით გადავიდა ცნობილი პატრიოტი ჯუზეპე გარიბალდი. ნოემბერში ნეაპოლის არმია დამარცხდა ვოლტურნოსთან. იტალიის სამხრეთმა ნაწილმა აღიარა სავოიდ დინასტიის ძალაუფლება. 1861 წლის მარტში ვიტორიო ემანუელე გამოცხადდა იტალიის მეფედ.
საბოლოო გაერთიანებისთვის საჭირო იყო ავსტრიისთვის ვენეციის წართმევა და პაპის ოლქის რომით ურთ დაკავება. მეფეს იმედი ჰქონდა ამის პრუსიის დახმარებით გაკეთება და 1866 წელს სამხედრო კავშირი დადო მასთან. ომი იმავე წლის ზაფხულში დაიწყო და წარუმატებელი იყო იტალიის არმიისთვის. მიუხედავად ამისა, პრუსიის წარმატებამ და ავსტრიის არმიის დამარცხებამ ვიტორიო ემანუელეს სასურველი შედეგი მოუტანეს - ვენეციის ოლქი იტალიის შემადგენლობაში შევიდა. 1870 წელს, საფრანგეთის პრუსიის მიერ დამარცხების შემდეგ, მან რომიც შემოიერთა. დაკრძალულია რომის პანთეონში. საფლავს აწერია "მამულის მამა" (PADRE DELLA PATRIA). მისი რამდენიმე ქანდაკება დგას იტალიის ქალაქებში.
|
|
|
1 (14) აგვისტოს არის ხსენება შვიდთა მოწამეთა მაკაბელთა - აბიმი, ანტონინე, გური, ელეაზარი, ევსევონი, ალიმი და მარკელე, დედა მათი სოლომონია და მოძღვარი ელეაზარი ეწამნენ ქრისტეს შობამდე 166 წელს, როცა იუდეა სირიის მეფეს, ანტიოქოს ეპიფანეს ჰქონდა დაპყრობილი.
უსჯულო თვითმპყრობელმა გადაწყვიტა, წარმართობა დაენერგა იუდეველთა შორის, უკრძალავდა მათ ღვთისმსახურებას, წვავდა წმიდა წიგნებს; იერუსალიმის ტაძარი გაძარცვა, შიგ იუპიტერის კერპი დაადგმევინა, უფლის რჩეულ ერს ელინური ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვასა და ნაკერპავის ჭამას აიძულებდა...
| 114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. |
| | | |
|