|
მღვდელ-მონაზონი ვასილ ფირცხელავა თემო სახურია
საქართველოს გასაბჭოების და დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინაამღდეგ,1921 წლის 15 აპრილს საქართველოს რევკომმა №21 დეკრეტით მიიღო დადგენილება "სახელმწიფოსაგან ეკლესიისა და ეკლესიისგან სკოლის გამოყოფის შესახებ". დადგენილების მუხლებში საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითოეული პიროვნების საქმეა იწამოს ან არ იწამოს ესა თუ ის რელიგია, რომ სარწმუნოება არავითარ უპირატესობას არ ანიჭებდა არავის, სკოლა გამოყოფილია ეკლესიისგან, საერო სასწავლებლებში იკრძალებოდა საღვთო სჯულის სწავლება. განსაკუთრებით საგანგაშო იყო დადგენილების მე-14 და მე-15 მუხლები. "არცერთ საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებას არა აქვს უფლება იქონიოს საკუთრება. მათ არ აქვთ იურიდიული პიროვნების უფლება, საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და სარწმუნოებრივ საზოგადოებათა მთელი ქონება გამოცხადებულია სახალხო კუთვნილებად".[1] ამ დეკრე-ტით ფაქტიურად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კანონგარეშედ ცხადდებოდა.ეს იყო იმ ბრძოლის დასაწყისი რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ გამოუცხადა მართმადიდებლურ ეკლესიას.კომუნისტურ ხელისუფლებაში ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ სასულიერო პირთა დევნა გამძვინვარდა,სწორედ ამ დროს გამოარჩია უფალმა მღვდელ-მონაზონი ვასილი. მღვდელ-მონაზონი ვასილი ერისკაცობაში: ვასილ ალექსის ძე ფირცხალავა (დაბ. 1923 წ. 16 იანვარი, ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ზუმიში). დაწყებითი განათლება მიიღო მშობლიურ სოფელში, შემდეგ სწავლა განაგრძო ჯერ ზუგდიდში, შემდეგ წალენჯიხის პედაგოგიურ სასწავლებელში,1942 წ. ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში,ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
ბემონაზონი ვასილი სიყრმიდანვე გამორჩეული იყო .მისი ცხოვრების შესახებ არსებობს მისი მეგობრების მოგონებები. ისინი ამბობენ, რომ მამა ვასილი გამორჩეული ადამიანი იყო, თამაშსა და გართობას ერიდებოდა. ბავშვობიდან სარწმუნოებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა. სახლში ხატების კუთხე ჰქონია, რომელზეც ლოცულობდა, თუმცა მისი ერთერთი მეგობრის თქმით, ამ კუთხეს მალავდა. სდუდენტობისას მას დიდ მომავალს უწინარტარმეტყველებდნენ საერო ცხოვრებაში თუმცა მისი ღვთისდამი სიყვარული იმდენად დიდი იყო რომ მან საბერო გზა აირჩია,უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მის ცხოვრებაში დადგა ახალი ეტაპი როცა ის უნდა შედგომოდა სასულიერო მოღვაწეობას იმ ხანად ეს ძალიან საშიში და რთული იყო,ამავდროულად ფაქტობრივად სასულიერო კერები იშვიათად თუ არსებობდა იმ პერიოდის საქართველოში,უნივერსიტეტის დამთავრებისას უკვე მამა გარდაცვლილი ყავდა დედე მორწმუნე იყო მაგრამ უჭირდა იმასთან შეგუება რომ მისმა შვილმა სამონასტრო ცხოვრება აირჩია, ალბათ იმიტომ რომ მას 3 ვაჟი დაეღუპა მეორე მსოფლიო ომში...
ბეთანიის მონასტერში მამა ვასილი 1954 წელს მივიდა მისი მოძღვრის, არქიმანდრიტ კონსტანტინეს (ქვარაია) ლოცვა-კურთხევით.სწორედ მაშინ, როდესაც ღვთის სიტყვა აღარსად გაისმოდა საქართველოში, ბეთანიის მონასტერს განსაკუთრებული მისია ეკისრა - იგი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ხმამაღლა იქადაგებოდა ქრისტიანობის მარად ცოცხალი ჭეშმარიტებანი, აღესრულებოდა ყველაზე ქმედითი აღიარება სარწმუნოებისა, არა მხოლოდ ამ ბერების სიტყვით, არამედ მათი მოსაგრე ცხოვრებითაც. ბეთანიის მონასტერში იმ დროისთვის ორი გამოჩენილი ბერი - მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე) მოღვაწეობდნენ.
მონასტერს ხშირად სტუმრობდა მამა გაბრიელი. მამა ვასილი იყო მამა გაბრიელის თანამებრძოლი; მათ ერთი სულიერი მოძღვარი ჰყავდათ - მამა გიორგი (მხეიძე).1955 წლის 24 იანვარს ბეთანიის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) იღუმენი გიორგის თანაშეწევნით მამა ვასილს შემოსა მცირე სქემა. 1955 წ. 10 აპრილს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III-მ ვასილს მღვდელ-მონაზვნად დაასხა ხელი. მამა ვასილს მღვდელმთავრობას სთავაზობდნენ, მაგრამ უარი თქვა: ”სიტყვა მაქვს მიცემული, რომ ვემსახურო მამა იოანეს და მამა გიორგის და არ დავტოვო ბეთანიის მონასტერი ჩემს, ან მათ გარდაცვალებამდე”. მიცემული სიყვა მან ბოლომდე შეასრულა..თავის ავტობიოგრაფიაში , რომელიც მაშინ დაწერა, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III ბერდიაკვნად დაასხა ხელი. მამა ვასილი წერს„მეწყალვიან სამამულო ომში დაღუპულნი, რადგან მათ ზიარება და სინანული არ მიუღიათ და სამშობლოსათვის კი თავი დასდვეს!დიდად საჭიროა მათი სულებისათვის დახმარება წირვით და ლოცვით, ამიტომ ვნატრობ იმ დღეს, როდესაც ღვთის წყალობით მივიღებ წირვის უფლებას, რათა მოვიხსენო ისინი ჩემი ცოდვილი და მწიკვლევანი ბაგით წირვაში. სავსებით შევიცანი სოფლის ამაოება 1948 წელს. ცხოვრება კაცისა ამ ქვეყანაზე მცირეა და ამ მცირე ხნის შემდეგ კი მიწაში მატლებთან უნდა განისვენოს. ყოველივე სიმდიდრე კაცმა მისდა უნებლიედ აქ უნდა დატოვოს სიკვდილის გამო, ამიტომ კაცის ამქვეყნიური დიდება და მატერიალური სიმდიდრე მოჩვენებითად და სიზმრად ჩანს ზეციური მარადიული დიდების წინაშე. სული ხორცზე მეტია. ამიტომ გონივრული, ბრძნული სულისათვის ვზრუნვიდეთ უფრო მომეტებულად. სული უკვდავია, იგი სიკვდილს არ ემორჩილება, რადგან უკვდავი ღმერთის ნაწილია, ამიტომ გონივრულია და ბრძნული, რომ მას წმინდად ვიცავდეთ და წმინდად ჩავაბაროთ მის შემოქმედს.ღვთის არსებობა უეჭველია, ამიტომ სრულიად ჩემი ნებით დავტოვე სოფლის ამაოება და შევუდექი ღმერთს, აბსოლუტურ სიმართლეს, მიუწვდომელ ნათელს, უსაზღვრო ბედნიერებას, უკვდავსა და მარადიულს, მიუწვდომელ სიბრძნეს, მიუწვდომელ მეცნიერებას.
ეს მოხდა 1954 წლის 22 მაისს. ამ დღეს გამოვედი სოფლიდან და მივედი ბეთანიის უდაბნოში მწირ ბერად.1954 წლის 26 ივლისს ბეთანიის მონასტერში მაღალღირსმა იღუმენმა გიორგიმ (მხეიძე) მიკურთხა ჩოხა.1955 წლის 24 იანვარს ბეთანიის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა იოანემ (მაისურაძე) იღუმენი გიორგის თანაშეწევნით შემმოსა მცირე სქემა.გუშინ, 27 იანვარს, სრულიად საქართველოს კათლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკის მიერ ხელდასხმულ ვიქენ იეროდიაკვნად.“(ბეთანიის მონასტრის მწირი ბერი და ამავე მონასტრის იერო-დიაკვანი ვასილ (ფირცხელავა) 28 იანვარი,1955წელი.სიონი).
საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II იხსენებს: ,,ვიყავი სტუდენტი სასულიერო სემინარისა, როდესაც ბეთანიაში მოღვაწეობდა მამა ვასილი. ეს ისეთი დრო იყო, როდესაც იდევნებოდა ეკლესია... მაგრამ იმდენად მტკიცე იყო მისი ნებისყოფა, რომ ბოლომდე დარჩა ბერი.”
ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებდნენ მამა ვასილს დაეტოვებინა მონასტერი, მაგრამ ღვთის სიყვარულით აღსავსე ბერის ნება ვერ გატეხეს. მამა ვასილი მტკიცედ ამბობდა: ”მე მონასტერს არ დავტოვებ”. როდესაც არც დევნამ და არც მუქარამ შედეგი არ გამოიღო, მამა ვასილი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ბერის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ დაიბეჭდა ამერიკაში გამოცემულ ჟურნალ ”მართლმადიდებლურ სიტყვაშიც”ის არაერთხელ გახდა მსხვეპლი ყაჩაღების თავდასხმისა მაგრამ თავდამბლობით და ქრისტეს ისყვარულით მიუყვებოდა გოლგოთის გზას,გზას ცხონებისა.მამა ვასილი 1960 წელს გარდაიცვალა, მას უნდოდა, რომ მამა იოანეს (მაისურაძე) გვერდით დასაფლავებულიყო.
სამწუხაროდ, ეს ანდერძი არ შესრულდა. მამა იოანეს გვერდით საფლავიც კი გაუმზადა მამა გიორგიმ, მაგრამ იქ არ დაკრძალულა, რადგან მისი მშობლიური სოფლიდან მამა ვასილის თანასოფლელები და ახლო ნათესავები ჩამოვიდნენ და ბერის მშობლიურ სოფელში გადასვენება მოითხოვეს. მამა ვასილის დაკრძალვის დღეს ძალიან ბევრი მორწმუნე ჩასულა ბეთანიაში. ახლობლების სურვილმა ხალხში აღშფოთება გამოიწვია და დაპირისპირებაც მოხდა. მამა გიორგის (მხეიძე) უთქვამს, რომ შეიძლება სისხლიც დაიღვაროსო და ვინ იცის, ჩვენ რომ აქ არ ვიქნებით, საფლავი გათხრონ და მაინც წაასვენონო, ამიტომ წესი აუგო მას, რის შემდეგაც მშობლიურ მხარეში დაკრძალეს. მამა გიორგი მასზე ამბობდა - ორგზის მოწამე არის და ორმაგ ჯილდოს მიიღებს ღვთისგანო. მამა ვასილი მშობლიურ სოფელ ზუმშია დასაფლავებული,მის საფლავზე უამრავი მორწმუნე ადამიანი მიდის ნუგეშის საპოვნელად.ჩხოროწყუ სამეგრელოს ეს ულამაზესი მხარე ღირს ჰყო უფალმა რამეთუ მანნ უდიდესი სასულიერო მოღვაწე აჩუქა საქართველოს და მთლიანად მართმადიდებლურ სამყაროს. გამოყენებული ლიტერატურა 1.ლევან ფირცხალავა გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 36, 2006 წ. 2.სერგო ვარდოსანიძე "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1917-1952 წლებში" თბილისი, 2001 წ. 3. თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიია ,,ვასილ ფირცხელავა" |
|
|
|