საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ეროვნული ხელისუფლების დამარცხება - 1991 წლის დეკემბერი
საბა იბერი

 

1991 წლის 21 დეკემბერს საქართველოს დელეგაცია არ ჩავიდა ალმა-ატაში, სადაც ხელი უნდა მოეწერა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე. მეორე დღეს რუსეთმა დაიწყო სამოქალაქო ომის საბურველში გახვეული უკვე მერამდენე დამპყრობლური ომი საქართველოს წინააღმდეგ!

 

 

            ეროვნული ხელისუფლების დამარცხება - 1991 წლის დეკემბერი

 

                                    ჩანერგილი და მოღალატე ქართველები

                                                    (წერილი პირველი)

 

 

 2 სექტემბერს, კინოს სახლთან გამართულ  ეროვნულ–დემოკრატების მიტინგზე, პირველად იქნა ჩადენილი საჯაროდ ეროვნული ხელისუფლების მიმართ თვისტომთა ღალატი – საქართველოში სტუმრად თუ დამკვირვებლად ჩამოსულ დასავლელი პოლიტიკოსების – ამერიკელი კონგრესმენების წინაშე დაიდგა  სპექტაკლი–ფარსი, სადაც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება მოძალადის როლში იყო წარმოდგენილი!

ეს დღე სანიმუშოა, როგორც  ათვლის წერტილი – სამშობლოს მიმართ ჩადენილი ღალატის ოცწლიან ეპოპეაში. ამ დღეს პირველად გაამხილა თავი საჯაროდ  ორმა იმ დროისათვის დისიდენტად წოდებულმა პოლიტიკოსმა – ირინა სარიშვილმა და გია ჭანტურიამ. ეს დღე იყო ნიშანი იმისა, რომ ასე თანდათანობით, დროდადრო უნდა გაემხილათ თავი ეროვნულ ხელისუფლებაში თუ ეროვნულ–განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩანერგილ ადამიანებს, სულერთია, ამ გაერთიანებათა მომხრეთა შორის იქნებოდნენ ისინი, თუ მოწინააღმდეგეთა შორის.

2 სექტემბრის სპექტაკლის  მოთავეები, როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის მხრიდან, ცხადია, ჩანერგილები იყვნენ კრემლის მიერ გამსახურდიას ხელისუფლების ჯერ სადისკრედიტაციოდ და მერე – დასამხობად.

ყველა ჩანერგილი ერთდროულად ვერ აღიმართება ბარიკადებზე –  ყველას თავისი დრო აქვს! ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ამცნობდნენ ქვეყანას საკუთარ ზრახვებს პოტენციური მოღალატენი, როდესაც  ზვიად გამსახურდიას „მრგვალ მაგიდას“ უპირისპირდებოდნენ კონგრესის ძალებით, მაგრამ ნიღაბახდილნი ისინი უკვე 2 სექტემბრის შემდეგ გამოჩნდნენ არენაზე.  პირველ რიგში ესენი გახლდნენ იმავე სარიშვილ–ჭანტურიას სატელიტური თუ პარალელური  ფსევდო–ეროვნული მოძრაობები, თავიანთი ვითომ დისიდენტი ახალგაზრდა ბელადებით და იმპერიასთან გარეგნულად დაპირისპირებული მგზნებარე გამოსვლებით, რომლის მახვილიც  2 სექტემბრის მერე უკვე სრულიად აშკარად  ზვიად გამსახურდიასაკენ მიმართეს! ასე რომ, პირველი ნაკადი აღმოჩნდა ის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც ყველაზე მაღლა სწევდა ეროვნულ  დროშას და ყველაზე რადიკალურ ლოზუნგებს გაჰკიოდა.

მერე ჯერი მოდგა  სტუდენტებზე, რომლებიც  სამშობლოს თავისუფლებას დანატრებული მოზარდების ემოციურად სენტიმენტალური  მონოლოგებით ცრემლიანი თანაგრძნობით ავსებდნენ ხალხს, მაგრამ, როდესაც   ნათამაშევ გულწრფელობას გასდიოდა ყავლი, წითელი პროფესურა ყველაზე მოწინავე რიგებში ბრძოლისათვის ამზადებდა მათ ხელისუფლების დასამხობად.  არც გამტყუნებიათ  მათი იმედი –  დღეისათვის,  უკვე ზრდადასრულებულნი და დაფრთიანებულნი, მთავარ მოქმედ პირებად არიან გადანაწილებულნი  ოფიციოზისა და ოპოზიციის რიგებში.

მერე გაიშიფრნენ თვით ეროვნული მოძრაობის „მრგვალი მაგიდის“ და მასთან დაახლოებული პარტიების პოლიტიკოსები – ახალ ხელისუფლებასთან  და  პროჩრდილოურსა თუ პროდასავლურ ძალებთან თანამშრომლობით – ფარდა აიხადეს  ვითომ ნაერთგულარმა ნაპარლამენტარ–ნამინისტრალებმა.

ასე რომ, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,  პრეზიდენტს თავის გარშემო ერთი კაციც კი არ ჰყავდა ერთგული – ყველანი კრემლზე მიყიდული აგენტები იყვნენ და კრემლის მოთხოვნის მიხედვით, პოლიტიკური სპექტაკლების სხვადასხვა მოქმედებებში გამოდიოდნენ სცენაზე!

კითხვაზე, თუ როგორ იყენებდა  სუკ-ი თავის სამსახურში ამ ქართველებს – დროთა ვითარებაში იბირებდა თავისი რიგებისკენ თუ თავიდან ჰყავდა ჩანერგილი ეროვნულ მოძრაობაში – პასუხი თითქმის ერთმნიშვნელოვანია: ცხადია, თავიდანვე ჰყავდა ჩანერგილი, რათა მათ ფარულად გამოეთხარათ  ძირი  საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისათვის! არ დაგვავიწყდეს,  აქ ლაპარაკია ჩანერგილებზე და გადაბირებულებზე, თორემ ვინც საკუთარი ნება–სურვილით და მრწამსით ემსახურებოდა იმპერიას და ცხოვრების წესად მიაჩნდა სიუზერენის ყურმოჭრილი მონობა, იმათზე როდია ლაპარაკი.

სუკ-ს ყველასათვის ჰქონდა სათანადო დავალება მიცემული: „ქვათა შეგროვების  ჟამს“ ცნობილი ფილოსოფოსი თავისი ლექციებით გამსახურდიას მიერ დასახულის  ალტერნატიულ გზებს უსახავდა მიმნდობ აუდიტორიას, ხოლო პოლიტიკური ბატალიების გაცხარების ჟამს  აცხადებდა : „თუ გამსახურდია მოვა ხელისუფლებაში, მე წავალ ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ“; ცნობილი პილიტიკოსი მერაბ კოსტავას დისიდენტური წინამძღოლობის იმიტაციას ცდილობდა, და უადგილო ლოზუნგებითა და მოწოდებებით ეროვნული მოძრაობის მაგისტრალური გზიდან გადაცდომისაკენ აქეზებდა; ცნობილი პოეტი თავისი  ლექსებით მუხრან მაჭავარიანის დაუმორჩილებელი პოეზიის რემინისცენციას ახდენდა და ხალხში პატრიოტული განწყობილების ტანდემურ ილუზიას ქმნიდა – და ყოველივე ეს ხდებოდა იმისათვის, რათა, ოდეს მოვიდოდა ჟამი ქვების სროლისა, აცდენილი ყოფილიყო სამიზნე ქართველებისათვის!

სუკ-ის საგანგებო ლაბორატორიებში მუშავდებოდა ლოზუნგები და ტერმინები: „ჯერ დემოკრატია – მერე თავისუფლება“ (საცდური პირტიტველა ყმაწვილებისათვის, ვისთვისაც საოცნებო იყო წინა თაობებისათვის უცხო, დემოკრატიის იდეალების ხორცშესხმა),   „პროვინციული ფაშიზმი“ (მათთვის, ვისთვისაც საქართველო რუსეთის პროვინცია იყო და ”ფაშიზმი” - ნაციონალიზმისა და შოვინიზმის რადიკალური ფორმა), „დიქტატორი ჩაუშესკუ“( მათთვის, ვინც სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასა და კონდოტიერობას ურევდა ერთმანეთში) და  და სხვანი;  პროვინციიდან ეროვნული მოძრაობის მხარდასაჭერად ჩამოსულთათვის საგანგებოდ იყო მოგონილი თიკუნი:  „სუნიანები“, რათა დამცირებისადმი მგრძნობიარე მათი ნაწილი ჩამოეშორებინათ ეროვნული მოძრაობისთვის.  თვით ერის მედროშე და წინამძღოლი კი გამოცხადებული იყო  ხან კრემლის აგენტად, ხან ქართული ეკლესიის მტრად და ხან – სომხად!

ხოლო ყოველივე ამას სუკ-ი ახორციელებდა, ცხადია,  ისევ და ისევ ქართველების ხელით, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ საკუთარი სამშობლოს დამხობის პროცესში, ხოლო ვინც უშუალოდ არა – ისინი თავიანთი დუმილით უწყობდნენ ხელს  შეუქცევადი პროცესების მიმდინარეობას.

ვინ იყვნენ ისინი? – პირველ ყოვლისა,  ლიტერატორები და ხელოვანნი – და ერთი იმათთაგანი მაინც რომ დადგომოდა გვერდით გამსახურდიას,  ვის ნაწარმოებებზეც იზრდებოდა 60-იანი, 70-იანი და 80-იანი  წლების ქართველობა, ჩვენს ქვეყანაში ვერ მოხდებოდა პუტჩისტური გადატრიალება! გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო დაღუპა არა  სიგუამ, კიტოვანმა და იოსელიანმა, არამედ ერის თვალსაჩინო შემოქმედ ადამიანთა გულგრილობამ, რამაც შესაძლებელი გახადა ამ  ვიგინდარათა აღზევება!  ისინი ზოგნი მთაწმინდაზე არიან დღეს დასაფლავებულნი, ზოგნი – დიდუბეში, ზოგნიც სამთაწმინდედ ან სადიდუბედ ემზადებიან – მათი გვარები რომც არ დავასახელოთ,   კოლმეურნეობის ცნობილი თავმჯდომარისა არ იყოს, ისედაც ყველამ იცის!  აი, სწორედ მათ რომ ამოეღოთ ხმა ეროვნული ხელისუფლების დასაცავად, კიტოვანი, იოსელიანი და სიგუა ქვეყნის დამხობას ვერ გაბედავდნენ! არადა, საფრანგეთში  სიკვდილიდან 30 წლის მერე ხდება ერის  დამსახურებული ადამიანების პანთეონში გადასვენება, რათა დრომ აღრიცხოს დამსახურების სიმყარე  -  ჩვენ კი, იმ წმინდა მთაზე აგვყავს ან დიდუბის ტაძრის ეზოში ვკრძალავთ ადამიანს -  და არც კი ვუფიქრდებით -  იქნებ 30 წლის მერე ისინი აღარც გაიხსენოს ერმა, ან მათ შემოქმედებას, ეროვნული თავისუფლებისადმი გულგრილობის გამო, დავიწყების მტვერი მიაყაროს შთამომავალმა. მკვდრებს კიდევ რა უჭირთ – ცოცხალ ადამიანებს ვუხსნით ვარსკვლავებს და ცოცხალი კაცის გვარს მიწაზე  ვაწერთ – რა ქნა, მიიცვალა და სახელი დატოვა? თუმცა მათ არც სჭირდებათ გარდაცვალება – ისინი ცოცხლავ მკვდრები არიან, რადგან, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა,  უკლებლივ ყველა მსახიობმა ჩაწერა საკუთარი თავი სამშობლოს მოღალატეთა რიგებში – ტყუილად როდი შეიქმნა მათ შესახებ დოკუმენტური რომანი „არტისტული გადატრიალება“!

ახლა – საგანგებოდ ჟურნალისტები – მათ გაამართლეს „მეორე უძველესი პროფესიის“ წოდება! პრაქტიკულად არცერთი პროფესიონალი ჟურნალისტი არ დამდგარა ეროვნული ხელისუფლების გვერდით -  ვინც გულის კარნახით სწევდა იმხანად ჟურნალისტის მოვალეობას, რიგითი ჰუმანიტარი იყო, რომელმაც სიმართლის დასაცავად მიმართა პუბლიცისტურ ჟანრს. სად იყვნენ ამ დროს პროფესიონალები? ისინი სათავეში უდგნენ პუტჩისტების საინფორმაციო  ორგანოებს და იარაღივით ჰქონდათ მომარჯვებული  კალმები და მიკროფონები სამშობლოს წინააღმდეგ.  ეს დღეს არის, ქვეყნის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ოჯახიდან  ყოფით ნიადაგზე დაღუპულ წევრს საფლავამდე რომ  ჩაჰყვებიან ხოლმე სიმართლის ძიებაში, თორემ არცერთი მათგანი ერთი სიტყვითაც  არ გამოხმაურებია სამშობლოს გადასარჩენად შეკრებილი ხალხის – 3 იანვარს დიდუბისა და  7 იანვარს დელისის მეტროსთან მიტინგების დახვრეტას,  2 თებერვალს  მანიფესტანტების ხოცვა-ჟლეტას და 5-გზის გადათელილ სამეგრელოს!

ახლა ცნობილი ვეტერანი სპორტსმენები – ამათ რაღა სჭირდათო, იტყვის გაკვირვებული მკითხველი. ამათ სჭირდათ თუ სჭირდათ! ცნობილი სპორტსმენის სტატუსი  ნიშნავდა საზღვარგარეთ რეგულარულ მგზავრობას და საზღვარგარეთ ვის გაუშვებდნენ,  სუკ-ის ორგანოების წევრი თუ არა, მინიმუმ თანამგრძნობი მაინც თუ არ იყო! ჰოდა, საკუთარი თავის გამოაშკარავების  შიშით ჩაუდგნენ ჯიბრში გამსახურდიას ხელისუფლებას და ინერციით დღემდე უდგანან! ნიშანდობლივია, რომ, როდესაც ეროვნული მოძრაობის ტალღაზე ქართული ფეხბურთი გამოეთიშა  საბჭოთა გეოგრაფიულ სივრცეს,  ვეტერანი ფეხბურთელების უმრავლესობამ, 47-მა კაცმა საჯაროდ მოითხოვა თბილისის „დინამოს“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში დაბრუნება!

ასე და ამრიგად, სუკ–მა მშვენივრად იცოდა, რომ ინტელიგენციის მხრიდან საშიშროება არ ექნებოდა; როგორც ვლადიმერ ლენინი  ამბობდა თავის დროზე: ინტელიგენცია თავად მიიჩნევს თავს ერის ტვინად, ხოლო  „на деле это не мозг, а говно“. ჩვენმა ინტელიგენციამ დაამტკიცა, რომ პროლეტარიატის დიდი ბელადი არ ცდებოდა! სავსებით გაამართლა ლენინის წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რანი აღმოჩნდნენ ისინი, როცა  თავი ერის მამებად მოჰქონდათ!

და თუ ეშინოდა, მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა  სუკ–ს,  ეშინოდა რომ  გამსახურდიას ხელისუფლებას ეკლესია არ დადგომოდა გვერდით, რადგან მაშინ მათ ძალიან გაუჭირდებოდათ საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. და სუკ-მა მიაღწია თავის მიზანს – ეკლესიის მოღვაწეები დიდიან-პატარიანად განზე გაუდგნენ საკუთარი სამშობლოს თავისუფლებას  და  1992 წლის 7 იანვრის შობას, საყოველთაო ცოდვის ტრიალში,  სადღესასწაულო სუფრაც კი გაშალეს ქვეყნიდან  “სატანის” გაგდების სადღეგრძელოთი. სამაგიეროდ, მოკლე ხანში, მის ნაცვალგებად მოვლენილი იუდა ქრისტიანულად მონათლეს და გუნდრუკი უკმიეს ქვეყნის დამაქცევარსა და  სამშობლოს მიწების გამსხვისებელს. მაინც რატომ განუდგნენ  საეკლესიო მოღვაწენი პრეზიდენტს? იმიტომ, რომ ეშინოდათ, ოდნავ რომ დასცლოდა, იგი ისეთივე რუის–ურბნისს მოუწყობდა მათ, როგორც დავით აღმაშენებელმა მოუწყო თავისი დროის მღვდლებსა და ეპისკოპოსებს. და თუ არ დასცალდა, იმიტომ, რომ   გვერდზე დამხმარედ არ აღმოაჩნდა გიორგი ჭყონდიდელის მსგავსი მამულიშვილი! პირიქით, ამდენ მოღალატეთა შორის პირველ რიგებში თვით საეკლესიონი აღმოჩნდნენ და  ყველა გზა მოუჭრეს ქვეყნისათვის კეთილი მომავლის დასაბრკოლებლად!

ჰოდა, რაც ბერია, ის არის ერიც  და ნუღარ გვიკვირს, ოცი წლის მანძილზე არაერთ მარცხს რომ განვიცდით ცხოვრების ყველა სფეროში, უკეთუ  ქვეყნის პრეზიდენტს ავბედით წინასწარმეტყველებად ექცა საკუთარი მამის ნაანდერძევი:

“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას!“

 

საბა იბერი

 პირველი პუბლიკაცია - 2011 წ., 28 აგვისტო, მარიამობა - საიტი ”იბერიანა”

მამული, ენა, სარწმუნოება

მოწამე ფერბუთა ქალწული
4 (17) აპრილს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მოწამე ფერბუთა ქალწულის (+341-343) ხსენების დღეს.
ღირსი იოსებ მგალობელი
4 (17) აპრილის მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი იოსებ მგალობელის (+883) ხსენებს დღეს.
gaq