საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ზვიადობა (31 მარტი) და მერაბობა (26 მაისი) 2014 - თავისუფლების დღესასწაული

წელს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას საიუბილეო წელიწადია, 31 მარს ზვიადი და 26 მაისს მერაბი 75 წლის გახდებოდნენ!

რამდენიმე დღეში 31 მარტი დადგება, როგორც ვთქვით, 31 მარტს ზვიად გამსახურდია 75 წლის გახდებოდა!

დიდი იდეოლოგისა და ეროვნული მოძრაობის ლიდერის - საქართველოსათვის წამებული გმირის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისა და მისი მეთაურობით 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში  ქართველი ხალხის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად გაიმართება სახალხო ზეიმი ზ ვ ი ა დ ო ბ ა 2014.

ეს დღესასწაული უკვე მეორედ იმართება, შარშან ზვიადობის დღესასწაული გაიმართა თბილისში,  და შეიძლება ითქვას, რომ ის უკვე ტრადიციაა.

წელს ზვიადობა გაიმართება 31 მარტს 9 აპრილის ბაღში (ქაშუეთის უკან) 15 საათზე. მასში მონაწილეობდნენ პოეტები, მწერლები, მომღერლები, საზოგადო მოღვაწეები, სტუდენტები, სკოლის მოწაფეები...

ორგანიზატორები თხოვნით მიმართავენ ყველას, რომ ჩვენ-ჩვენი წვლილი შევიტანოთ მისი მომზადების საქმეში და ეს დღესასწაული გაიმართოს საქართველოს ყველა ქალაქში და იქცეს საერთო-სახალხო ზეიმად.

ფეისბუქში გახსნილია გვერდიც, სადაც ორგანიზატორებს და საზოგადოებას შეეძლებათ ურთიერთობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა და საორგანიზაციო საკიტხების გადაწყვეტა.

დასაწყისი 15.00 საათზე.

იხ. https://www.faceboo

k.com/events/649990701713976/?fref=ts 

შემოუერთდით ღონისძიებას, გაუზიარეთ ინფორმაცია სხვებს და მოიწვიეთ მეგობრები.

იმედია ზვიადობა 2014 ჩატარდება წარმატებით და მერაბობა 2014-საც დავგეგმავთ და ჩავატარებთ წარმატებით! 

ეს ორი დღესასწაული უკავშირდება ჩვენს სამშობლოს, ეროვნული მოძრაობის აღმავლობა-აღორძინებას, როგორც გაზაფხულზე იღვიძებს ბუნება, ისე გააღვიძა და ააღორძინა ამ ორმა ტიტანმა ქართველ ხალხში ეროვნული გრძნობა, ამიტომ მათი იუბილეები ყოველ გაზაფხულს უნდა აღვნიშნოთ, ეს უნდა იყოს გაზაფხულის სახალხო დღესასწაულები. 


მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq