საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რუსული იმპერიის მიერ ჩადენილი სადამსჯელო ოპერაცია - ქართველი ერის წინააღმდეგ
გაიოზ (გია) მამალაძე

22 წელი შესრულდა საბჭოთა იმპერიის მიერ თბილისში 1989 წლის 9 აპრილს "კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულიდან” (9 აპრილის კომისიის დასკვნიდან). 9 აპრილს თავდადებული ჩვენი ქალბატონების, ბავშვებისა და ძმების დაკარგვის ტკივილი ჯერ კიდევ არ გაგვნელებია.


უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ 16 თუ 21 ადამიანი არ დაღუპულა, მსხვერპლი მეტი იყო. მე 9 აპრილის კომისიაში ვმუშაობდი და კარგად მასხოვს შემთხვევა, რომელიც არ გახმაურებულა. სამხედროებმა 9 აპრილის ღამეს სოფლიდან მომავალი ხნიერი ადამიანი გააჩერეს, რომელმაც არაფერი იცოდა მომხდარი ტრაგედიის შესახებ. მანქანის კაბინაში მომწამვლავი ამპულა ჩაუგდეს და ისე გაუშვეს. ის პიროვნება მოიწამლა და გარდაიცვალა. დაავადდა მისი შვილიც...

 

1989 წლის 9 აპრილის მოვლენის გამოსაძიებლად შექმნილი იყო "საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისია" (მას ხელმძღვანელობდა თამაზ შავგულიძე.


კომისიაში მონაწილეობდნენ თენგიზ ლილუაშვილი, ჯონი ხეცურიანი და სხვა ცნობილი იურისტები. ასევე საზოგადეოებრიობის გამოჩენილი წარმომადგენლები). კომისიამ მიიღო კომპეტენტური დასკვნა. ამ დასკვნის გარდა, კომისიაში შემუშავებული იყო სტუდენტ-ახალგაზრდობის ქვეკომისიის (რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით) დაკვნაც, ვფიქრობთ ის საინტერესოა და ამიტომ წარმოგიდგენთ.

 

"საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამომკვლევი კომისიის დასკვნას ჩვენ ძირითადად ვეთანხმებით. ამ დასკვნაში საკმაოდ გარკვევითაა მინიშნებული, რომ "9 აპრილს ქ. თბილისში ჩადენილი დანაშაული ერთ-ერთ უმძიმესია საბჭოთა ქვეყნის ისტორიაში... მას დამსჯელი ოპერაციის ხასიათი აქვს, წარმოადგენს უდანაშაულო ადამიანთა წინასწარ ორგანიზებულ მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, ჩადენილს გ

ანსაკუთრებული სისასტიკით და აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენებით. იგი შეიცავს საერთაშორისო  დანაშაულის, კერძოდ, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ნიშნებს"...

 

ჩვენ, სტუდენტი-ახალგაზრდობის ქვეკომისიამ, ქვეკომისიის სახელით გამოქვეყნებულ დასკვნაში, კომისიის მიერ მიღებული კომპეტენციის გამოყენებით და კომისიის დასკვნების საფუძველზე, დავამატეთ (რაც მოცემულია ბრჭყალებში, 9 აპრილის კომისიის მიერ არის დადგენილი):

 

უცილობლად მიგვაჩნია აქვე მივანიშნოთ ყველასათვის ცნობილი ფაქტი - დაღუპულთაგან ქართველის გარდა არც ერთი სხვა ერის წარმომადგენელი არ ყოფილა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დამსჯელი ოპერაცია მიმართული იყო ქართველი ერის წინააღმდეგ...

 

კომისიის მასალებისა და დასკვნის საფუძველზე სტუდენტი-ახალგაზრდობის ქვეკომისია აცხადებს რომ:

 

რადგანაც: "მიტინგის დარბევა დაიწყო მაშინ, როდესაც მომიტინგეთა რაოდენობამ 10 000-ს გადაამეტა;"

 

რადგანაც: "დარბევის წინ მიტინგზე სრული სიმშვიდე სუფევდა..,"

 

რადგანაც: "დარბევა დაიწყო ისე, რომ სამხედრო ხელისუფალთ მომიტინგეთათვის არ წარუდგენიათ ულტიმატუმი მიტინგის დაშლის მოთხოვნით;"

 

რადგანაც: "დარბევამდე მთავრობის სახლის წინ მოედნიდან ყველა გასასვლელი, გარდა ერთი - ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ვიწრო ქუჩისა ბლოკირებული იყო სამხედრო მოსამსახურეებით და ტექნიკით. მომიტინგეებს, ფაქტობრივად, გასაქცევი გზა წინასწარ ჰქონდათ მოჭრილი,"

 

რადგანაც: "სამხედრო ნაწილები ალყაში აქცევდნენ მომიტინგეებს და უმოწყალოდ სცემდნენ ხელკეტებით, ადამიანთა დასასახიჩრებლად სპეციალურად მომარჯვებული სასანგრე ხელბარებით; გამოყენებული იყო აკრძალული მომწამვლელი ნივთიერებანი და ცეცხლსასროლი იარაღიც. ჯარისკაცები მისდევდნენ გაქცეულ

ებს, უვარდებოდნენ შენობებში თავშეფარებულ მოქალაქეებს, ურტყამდნენ წაქცეულებს, არ ინდობდნენ ქალებს, მოხუცებს, ამსხვრევდნენ ვიტრინებს, განზრახ აზიანებდნენ სახელმწიფო და პირად ქონებას;"

 

რადგანაც: "სამხედრო პირების მიერ დაშავებულთა და დასახიჩრებულთა შორის არიან მოშიმშილეები, მედიცინის თეთრხალათიანი მუშაკები, რომლებიც ადგილზე დახმარებას უწევდნენ დაზარალებულთ, და საქართველოს მილიციის უიარაღო მუშაკები, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ"... დღეს საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მათი თავგანწირული მოქმედების შედეგად დაღუპვას გადარჩა მრავალი ასეული ადამიანი;"

 

რადგანაც: "სამხედრო პირები ხელს უშლიდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, თეთრხალათიან მედიცინის მუშაკებს დახმარება აღმოეჩინათ დაშავებულთათვის; ამსხვრევდნენ სასწრაფო დახმარების მანქანებს. ყოველივე ამის შედეგად დაშავებულთა შორის არიან მედიცინის მუშაკებიც. ეს მოქმედება საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო  სამართლის ნორმების უხეში დარღვევაა."

 

რადგანაც: "მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას შედეგად მოჰყვა 19 ადამიანის დაღუპვა, რომელთა შორის 16 ქალია (მათ შორის არის ორი არასრულწლოვანი და ერთი ორსული). სამხედრო პირთაგან არავინ დაღუპულა;"

 

რადგანაც: "კომენდანტის საათის შემოღებამდე საბჭოთა არმიის ქვეგანაყოფებმა მოახდინეს ქალაქის ფაქტობრივი ოკუპაცია, მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანების განზრახ დაზიანება და სხვა ამგვარი თვითნებობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამხედრო პირთა მიერ არასრულწლოვანთა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა;"

 

რადგანაც: "ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის გამო სამედიცინო დახმარებისათვის სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს მიმართა 4 000-ზე მეტმა მოქალაქემ, რომელთა შორის 500-ზე მეტს სტაციონალურად მკურნალობდნენ, 3 328 მოქალ

აქეს კი ამბულატორულად";

 

რადგანაც: "სახეზე გვაქვს დანაშაული, რომელიც შეიცავს მკვლელობის ნიშნებს, ჩადენილს განსაკუთრებული სისასტიკით და ისეთი საშუალებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის მრავალთა სიცოცხლეს";

 

რადგანაც: "დანაშაულებრივ აქტად უნდა იყოს განხილული სამხედრო ხელისუფალთა მიერ მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების გამოყენების ფაქტისა და ამ ნივთიერებათა ბუნების დამალვა";

 

რადგანაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 9 აპრილს ერთმანეთს დაუპირისპირდა ქართველი ერი და საბჭოთა არმია - გამომხატველი საბჭოთა კავშირის - მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის ინტერესებისა; - ერთი მხრივ - ეროვნული თავისუფლების მოთხოვნა, ხოლო მეორე მხრივ – იმპერიული მთლიანობის შენარჩუნების სურვილი;

 

და რადგანაც იმპერიული მთლიანობის შენარჩუნების სურვილს შედეგად მოჰყვა კაცთმოძულეობის კლასიკური გამოვლინებანი, რომელნიც ჩვენ ზემოთ მივუთითეთ კომისიის საბოლოო დასკვნიდან; - ვაცხადებთ:

 

1989 წლის 9 აპრილის სადამსჯელო ოპერაცია ატარებს ქართველი ერის გენოციდის მცდელობის ნიშნებს. ქიმიური მოწამვლით გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს და უცნობია მოწამლულთა შთამომავლობის ბედი, რაც ქმნის, ქართველი ერის გენოციდის საშიშროებას".

 

ასეთი იყო დასკვნა. რამდენიმე თვითმხილვალის განცხადებით, როცა ჯარისკაცები ხელბარებს ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს, თან უყვიროდნენ: "ვოტ ვამ, ჩტობ ნე როჟალი სტალინოვ ი ბერიევ". დასკვნაში ნახსენებია 19 გარდაცვლილი, მაგრამ დროთა განმავლობაში მოწამვლის შედეგად მეტი გარდაიცვალა, მათ შორის ისეთი მოქალაქეებიც, არამომიტინგენი, რომელთაც მანქანაში ჩხრეკის დროს გაურკვეველი წარმოშობის მომწამვლელი ამპულები ჩაუგდეს.


გაიოზ (გია) მამალაძე

9 აპრილის კომისიის ყოფილი წევრი, სტუდენტი-ახალგაზრდობის ქვეკომისიის ყოფილი თავმჯდომარე

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე იულია ქალწული
29 ივლისს არის ხსენება წმიდა მოწამე იულია ქალწულისა. იგი კართაგენში დაიბადა, ღვთისმოშიში ქრისტიანების ოჯახში. ის ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა მომხდურმა სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს, სირიაში წაიყვანეს და ერთ ვაჭარს მონად მიჰყიდეს. წარმართთა გარემოცვაში მყოფი იულია იცავდა ქრისტეს მცნებებს, ბატონს ერთგულად ემსახურებოდა, მარხვებს ინახავდა, ბევრს ლოცულობდა... წარმართმა მეპატრონემ ვერც დაპირებებით, ვერც მუქარით ვერ შეძლო მისი გადაბირება კერპთაყვანისმცემლობაზე.
მღვდელმოწამე ათინოგენე და ათნი მოწაფენი მისნი
29 ივლისს არის ხსენება მღვდელმოწამე ათინოგენესი და მის ათ მოწაფეთა, რომლებიც ქალაქ სებასტიაში ეწამნენ დაახლოებით 311 წელს. მმართველმა ფილომარქსმა დიდი ზეიმი გამართა წარმართული ღვთაებების პატივსაცემად და სებასტიელებს მასში მონაწილეობა მოსთხოვა. ქალაქის მოსახლეობამ, რომელთა უმეტესობა მართლმადიდებელი იყო, უარი განაცხადა კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. მხედრებს ებრძანათ, ამოეჟლიტათ ქრისტიანები. მმართველს მოახსენეს, ქრისტიანობის ასეთი ფართო გავრცელება ეპისკოპოს ათინოგენეს ქადაგების შედეგიაო. გაიცა განკარგულება, მოეძებნათ მეუფე და სამსჯავროზე წარედგინათ.
gaq