საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რონალდ რეიგანის წერილი ვაჟისადმი ("დღეში ერთხელ მაინც თქვი - მიყვარხარ"

რონალდ უილსონ რეიგანი (ინგლ. Ronald Wilson Reagan; დ. 6 თებერვალი, 1911 — გ. 5 ივნისი, 2004) — აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი (1981–1989) და კალიფორნიის 33-ე გუბერნატორი (1967–1975).


რონალდ რეიგანი ილინოისში ნელ და ჯონ რეიგანების ოჯახში დაიბადა. საშუალო სკოლა დიქსონში დაამთავრა და სწავლა ეურეკას კოლეჯში გააგრძელა, სადაც ეკონომიკას და სოციოლოგიას სწავლობდა, ფეხბურთის გუნდში თამაშობდა და სკოლის დადგმებში მონაწილეობდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ რადიოში სპორტულ დიქტორად დაიწყო მუშაობა. 30-იანი წლებიდან ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა, სადაც ის მსახიობი გახდა. იყო კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტი და ოცი წლის მანძილზე რეიგანმა 53 ფილმში ითამაშა. კინომსახიობთა გილდიის პრეზიდენტის რანგში, რეიგანი კინო ინდუსტრიაში კომუნიზმის საკითხებთან დაკავშირებულ დავებში ჩაერთო. მისი ლიბერალური პოლიტიკური ხედვა კონსერვატიულით შეიცვალა.


რეიგანის პირველი ცოლი ჯეინ უაინმანი იყო. მასთან ორი შვილი შეეძინა: მაურინი (1941-2002)  და კრისტინა, რომელიც ჩვილი გარდაიცვალა 1947 წელს. 1945 წელს კი იშვილეს ვაჟი - მაიკლი. პირველი ცოლი გაშორდა მომავალ პრეზიდენტს, რადგან "ის დიდ დროს უთმობდა მსახიობების გილდიაში საქმიანობას და პოლიტიკურიბი ამბიციები აქვსო". ამგვარად, რონალდ რეიგანი გახდა ერთადერთი ამერიკელი განაშორები პრეზიდენტი.


1952 წელს რეიგანმა ნენსი დეივისზე იქორწინა, რომ

ელიც აგრეთვე მსახიობი იყო. მათ ორი შვილი შეეძინათ: პატრისია (1952) და რონალდი (1958). აი მაშინ კი ნამდვილი სიყვარული იპოვა რონალდმა. შემდეგში ნენსი რეიგანი იხსენებდა, არ ვიცი,ე ს ერთი ნახვით შეყვარება იყო თუ არა, მაგრამ ძალიან სასიამოვნო გრძნობა კი დამრჩაო. მთელი ცხოვრების მანძილზე ნენსი და რონალდი ყოველდრიურად უხსნიდნენ ერთმანეთს სიყვარულს.

შემდგომში რეიგანი ფირმა „ჯენერალ ელექტრიკის“ სპიკერი გახდა. თავიდან რეიგანი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1962 წლიდან კი ის რესპუბლიკელი გახდა. ამის შემდეგ იგი ორი ვადით (1966 და 1970) კალიფორნიის გუბერნატორი იყო. მას ორჯერ 1968 და 1976 წლებში ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვების წარუმატებელი მცდელობა.

1980 წელს მან ნომინაცია მოიპოვა და ვიცე–პრეზიდენტის კანდიდატად, ტეხასის ყოფილი კონგრესმენი და გაეროში ამერიკის ელჩი ჯორჯ ბუში დაასახელა. ინფლაციით და ირანში ამერიკელების ერთწლიანი ტყვეობით შეწუხებულმა ამომრჩეველმა ხმა რეიგანს მისცა. 489 ხმით 49–ის წინააღმდეგ რეიგანმა პრეზიდენტი ჯიმი კარტერი დაამარცხა. კარტერის დამარცხებით 69 წლის ასაკში ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. იგი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხნიერი პიროვნება იყო, ვინც პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა.

ინაუგურაციიდან ორ თვეში რეიგანს თავს დაესხნენ და ესროლეს, თუმცა მალევე გამოკეთდა და თავის მოვალეობას დაუბრუნდა. ინციდენტმა მისი პოპულარობა კიდე

ვ უფრო გაზარდა. პრეზიდენტის რანგში რეიგანმა ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივები წამოაყენა. მისი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც რეიგანომიკას უწოდებდნენ გულისხმობდა ბიზნესის რეგულაციის შემცირებას, ინფლაციის კონტროლს, სამთავრობო ხარჯების შემცირებას და გადასახადების შემცირებით ეკონომიკის ზრდის სტიმულირებას. მას შემდეგ, რაც თავდაცვის ძალების გაძლიერებამ დიდი დეფიციტი გამოიწვია, მან მაინც არ განაცხადა უარი განაცხადა კურსის შეცვლაზე. პროფკავშირებთან დაპირისპირებისას ის მკაცრ პოლიტიკას ატარებდა. 1983 წელს მან გრენადაში სამხედრო შეჭრის ბრძანება გასცა. აგრეთვე რეიგანმა საბჭოთა კავშირს საჯაროდ უწოდა „ბოროტების იმპერია“, უარი თქვა დაძაბულობის შენელების პოლიტიკაზე, აშშ-ის სამხედრო პოტენციალი გააძლიერა და მსოფლიოს გარშემო ანტიკომუნისტურ მოძრაობებს დაუჭირა მხარი.


1984 წლის არჩევნებში მან უპრეცედენტოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მისი მეორე ვადა ძირითადად საგარეო მოვლენებით აღინიშნა: ცივი ომის დასრულებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი, ლიბიის დაბომბვა და ირან-კონტრას სკანდალის გახმაურება. რეიგანის პოლიტიკის შედეგად ნავთობის ფასი სამჯერ დაეცა, რამაც სსრკ-ს ეკონომიკა ძალიან დააზარალა.[1][2] მან საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან მოლაპარაკებების სერია გამართა, რომლის კულმინაციაც საშუალო და მოკლე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმება და ორივე ქვეყნის ბირთვული არსენალის შე
მაიკლი დგას მამის მარჯვნივ
მცირება იყო. 1986 წელს რეიგანმა საგადასახადო კოდექსი სრულიად განაახლა, რის შედეგადაც მილიონობით მცირე შემოსავლის მქონე ადამიანი გადასახადისგან გათავისუფლდა.

რეიგანმა პრეზიდენტის თანამდებობა 1989 წელს დატოვა. 1994 წელს მას ალცჰეიმერის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. იგი 2004 წელს, 93 წლის ასაკში, გარდაიცვალა. რეიგანი აშშ-ის ერთ-ერთ წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევა.

მკითხველს ვთავაზობთ რონალდ რეიგანის ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელ წირილს შვილისადმი, მაიკლ რეიგანისადმი.


-----


მაიკლ რეიგანს


მანჰეტენის სანაპირო, კალიფორნიის შტატი


1971 წლის ივნისი.


ძვირფასო მაიკ,


წერილს თან მოჰყვება ის, რაც ადრე ვახსენე. ალბათ, შემეძლო, ამაზე შევჩერებულიყავი, თუმცა ეს არ მსურს.შეიძლება გსმენია ცინიკური ხუმრობები "უიღბლო ქორწინების" შესახებ. ალბათ, ეს შენთვის არავის უთქვამს, მაგრამ მინდა გითხრა, რომ განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. დღეს შენ ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში შეაბიჯე და იგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც შენ შექმნი.


ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს, რომ საკუთარ ძლიერებას მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იგრძნობს, როცა ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს და არაფერზე შეიკავებს თავს, ღრმად დარწმუნებული იმაში, რომ მის ცოლს გული არ ეტკინება იმის გამო, რასაც ვერასდროს გაიგ
მაიკლ რეიგანი
ებს.


არადა, სიმართლე ბევრად ღრმაა, ვიდრე ასეთი ადამიანები ფიქრობენ. ცოლმა ყველაფერი იცის, პერანგზე ნაპოვნი პომადის კვალისა და იმის მიზეზის გაგების გარეშეც კი, თუ რატომ დაბრუნდა მისი ქმარი დილის 3 საათზე სახლში და ამ ცოდნასთან ერთად იკარგება ურთიერთობის სილამაზეც.


ცხოვრებაში ერთი უპირობო წესი არსებობს – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. კაცი, რომელიც ქორწინებაში იმის ნახევარს დებს, რაც შეუძლია, ამაზე მეტს არც უნდა ელოდეს.


დარწმუნებული ვარ, იქნება წამები, როდესაც ისევ შეხვდები ვინმე მომხიბვლელს, ძველი დრო გაგახსენდება და დაგაინტერესებს, შეგწევს თუ არა ძალა, მოხიბლო საპირისპირო სქესი, მაგრამ, შვილო, მსურს გაგიმხილო, თუ რა მშვენიერი გამოწვევაა, დაუმტკიცო შენი ძლიერება მხოლოდ ერთ ქალს შენი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე.


ყველას შეუძლია იყოს ხეპრე და ღალატით გააგრძელოს ცხოვრება. ამას დიდი ადამიანობა არ სჭირდება. ნამდვილი კაცობა კი ისაა, რომ დარჩე მიმზიდველი ქალისთვის, რომელსაც უყვარხარ – ადამიანისთვის, რომელსაც შენი ხვრინვაც კი სმენია, უნახიხარ პირგაუპარსავი, უზრუნია შენზე, როდესაც ცუდად იყავი და ურეცხია შენი ბინძური საცვლები. მოიქეცი ასე... აგრძნობინე მას სითბო და კვლავ გაიგებ მშვენიერი მუსიკის ხმას.


კაცს, რომელსაც ნამდვილად უყვარს ქალი, არასოდეს სურს, დამცირებულად აგრძნობინოს მას თავი. როდესაც მდივან ქალს ესალმები, ანდა გოგონას, რომელსაც ორივე
ნი იცნობთ, შენი ცოლი არ უნდა გრძნობდეს თავს დამცირებულად იმაზე ფიქრით, რომ შეიძლება ეს ის გოგონაა, ვის გამოც გვიან ღამით დაბრუნდი სახლში. როდესაც შენი ცოლი ასეთ გოგოს თვალებში შეხედავს, უნდა ეღიმებოდეს იმის გაანალიზებით, რომ ეს ის ქალია, რომელსაც მის გამო უთხარი უარი.მაიკ, შენ სხვებზე უკეთ იცი, რას ნიშნავს სახლი, სადაც უბედური ადამიანები ცხოვრობენ და რა შეუძლია მოუტანოს ამან სხვებს.


დღეს შენ გაქვს შანსი, მიიღო სწორი გადაწყვეტილება. გახსოვდეს, არ არსებობს კაცისთვის იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც დღის დასასრულს სახლის კარს უახლოვდება და იცის, რომ მის უკან ქალია, რომელიც მისი ნაბიჯების ხმის გაგონებას ელოდება.


სიყვარულით, მამა...

P. S. არასოდეს არ გაებმები მახეთი, თუ დღეში ერთხელ მაინც იტყვი "მე შენ მიყვარხარ".

თარგმანი: თემო ბერიშვილი

http://life.mediamall.ge/?id=29002 

მამული, ენა, სარწმუნოება

ფერისცვალება უფლისა (მარკოზი)
ტროპარი: მთასა ზედა ფერი იცვალე, ქრისტე ღმერთო, და უჩუენე მოწაფეთა შენთა დიდებაჲ შენი ძალისაებრ მათისა და გამოგვიბრწყინვე ჩუენცა ცოდვილთა ნათელი შენი მიუაჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობელისათა ნათლისა მომცემელო უფალო, დიდება შენდა.
gaq