საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რუსული იმპერიის მიერ ვერაგულად მოკლული ჩეჩნეთის პრეზიდენტის – ასლან მასხადოვის დაბადების დღე
გაიოზ მამალაძე


1951 წლის 21 სექტემბერს გადასახლებაში, ყაზახეთში, ყარაგანდის მხარეში, ოსაკაროვის რაიონის დაბა შაკაიში დაიბადა ასლან ალის ძე მასხადოვი (Масхадан Іаьлин кІант Аслан (Халид), ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტი, რუსეთის იმპერიის მიერ ვერაგულად, ღალატით, არაადამიანურად მოკლული ჩეჩნეთის მეორე პრეზიდენტი.

მისი ოჯახი 1944 წლის რეპრესიის მსხვერპლი იყო. ისინი გადაასახლეს მშობლიური მიწიდან ყაზახეთში.

 

1959 (ან 1959) წელს ჩეჩენი და ინგუში ხალხის „რეაბილიტაციის“ მერე მასხადოვების ოჯახი დაბრუნდა ჩეჩნეთში. 1968 წელს დაამთავრა სკოლა.

 

1972 წელს დაამთავრა თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი. მსახურობდა საბჭოთა არმიის შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში.

 

1981 წელს დაამთავრა ლენინგრადის  საარტილერიო აკადემია. სამსახური განაგრძო უნგრეთში, ეკავა დივიზიონის მეთაურის, პოლკის შტაბის უფროსის, საარტილერიო პოლკის მეთაურის პოსტი.

 

ასლან მასხადოვის ნაწილში მოისპო „დედოვშინა“, ეს ყველაზე სამარცხვინო მოვლენა მსოფლიო სამხედრო ისტორიაში.

მოგეხსენებათ, „ძედოვშინის“ დროს დიდი ხნის ნამსახური ჯარისკაცები -“ძედები“ („პაპები“) ჩაგრავდნენ, თანაც სასტიკი მეთოდებით, ახალბედა ჯარისკაცებს - „სალაბონებს“, „მოლოდოებს“ („ახალგაზრდებს“). მეც მინახავს, ზუსტად იმ წლებშ

სამეფო კლუბი პატივს მიაგებს კავკასიის გმირის – ასლან მასხადოვის ხსოვნას
ი, ლიტვაში (როგორც მთელ რუსულ საბჭოთა იმპერიაში), როგორი სისასტიკით ეპყრობოდა ზოგიერთი „ძედი“ თავისივე თანამემემულეებს და სხვებს, ვის დაჩაგვრასაც შეძლებდა. კავკასიელები იძულებული ვიყავით ძალის გამოყენებით აგვეცილებინა თავიდან „ძედოვშინა“... „ძედოვშინა“ სისტემის სიმახინჯეს კარგად აჩვენებდა.

 

1990 წელს დანიშნეს დივიიზიის არტილერიის უფროსად. 1991 წლიდან მეთაურობდა სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის გარნიზონის შტაბს. იყო დივიზიის მეთაურის მოადგილე. ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება.

 

ვილნიუსის ამბებში, როდესაც იმპერიას სურდა ჩაეხშო ლიტველი ხალხის დამოუკიდებლობის წყურვილი უხეში ძალით, მონაწილეობა არ მიუღია. მისი ნაწილის ჯარისკაცები ეფარებოდნენ ომონის მიერ ტელევიზიის შტურმს, ოღონდ მონაწილეობა არ მიუღიათ. მასხადოვი ორი დღით ადრე მივლინებაში გაუშვეს, არ ენდნენ რუსები.

 

1992 წელს, მას შემდეგ რაც გართულდა ვითარება ჩეჩნეთსა და რუსეთის იმპერიას შორის, მასხადოვი გადადგა პოსტიდან, მიატოვა სამსახური და დაბრუნდა სამშობლოში - ჩეჩნეთში და დაინიშნა ჯერ სამოქალაქო თავდაცვის უფროსად, მერე ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის პირველ მოადგილედ, პრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის ბრძანებით.

1993-1994 წლებში იბრძოდა ე. წ. ოპოზიციის, სინამდვილეში პრომისკოვური შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრ

ძოლებში. 1994 წლის მარტში დაინიშნა გენშტაბის უფროსად.

 

1994-1996 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომში იბრძოდა სამშობლოს თავისუფლებისათვის. ხელმძღვანელობდა ბევრ მსხვილ სამხედრო ოპერაციას თუ დივერსიას მტრის წინაარმდეგ.  მეთაურობდა ჩეჩნეთის საპრეზიდენტო სასახლის თავდაცვას. მისი გეგმით, რუსული ტანკები ჯერ მიუშვეს ქალაქ გროზნოს ცენტრამდე, მერე ისეთი დარტყმა მიაყენეს, რომ განადგურებული ტანკები ხელს უშლიდა სხვა ტანკებს უკან დახევში. მერე კი მანევრირების ვერშემძლე რუსული ტანკები მაღალსართულიანი სახლებიდან სროლებით გაანადგურეს.

1995 წელს პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა მიანიჭა ბრიგადის გენერლის წოდება.

რუსი იმპერიალისტების მიერ მოლაპარაკების დროს პრეზიდენტ დუდაევის ვერაგულად მკვლელობის მერე, 1997 წლის 27 იანვარს, ჩეჩენმა ხალხმა დემოკრატიულ არჩევნებში იჩქერიის პრეზიდენტად აირჩია ასლან მასხადოვი. კრემლში ეგონათ, რომ ის წავიდოდა დათმობებზე რუსეთის იმპერიასთან, მაგრამ ნურას უკაცრავად, ასლან მასხადოვმა ბოლომდე უერთგულა სამშობლოს და თავისუფლების იდეას.

მის წინაარმდეგ გააფთრებით იბრძოდნენ. განსაკუთრებით რუსეთ-ჩეჩნეთის „მეორე“ ომის დროს. მასხადოვი იძულებული გახდა იატაკქვეშეთში გადასულიყო. მიმდინარეობდა ჩეჩენი ხალხის გენოციდი, ასლან მასხადოვის მეთაურობით ჩეჩნები თავს იცავდნენ. რუსულმა პროპაგანდამ მას დააბრალა სხვადასხვა ტერორისტული აქ

ტების დაგეგმვა, მათ შორის 2002 წლის ბესლანის მოვლენებისა. არადა მასხადოვი მზად იყო ჩასულიყო ბესლანში სიტუაციის განსამუხტავად, მაგრამ რუსეთის სპეცსამსახურებმა სკოლის შტურმი დაიწყეს, რის შედეგადაც დაიღუპნენ ბავშვები.

ვლადიმერ პურინმა ასლან მასხადოვს უარი უთხრა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე. 10 000 000 დოლარი პრემია შეპირდნენ მას, ვინც გასცემდა ასლან მასხადოვის ადგილსამყოფელს. ამუშავდა მთელი იმპერიის სპეცსამსახურები...

2005 წლის 8 მარტს ასლან მახადოვი მოკლეს... როგორც ამბობენ, პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაიგეს მობილური ტელეფონის მეშვეობით. ადგილი, სადაც იმალებოდა იჩქერიის პრეზიდენტი, ტოლსტოი-იურტში, ალყაშემორტყლული იყო. დამპყრობლებმა ააფეთქეს სახლი, რომლის სარდაფშიც შტაბი ჰქონდა პრეზიდენტს.

ის ბოლომდე იბრძოდა და ანდერძი ჰქონდა დატოვებული: „ნუ მისცემთ უფლებას დამატყვევონო!...“

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება ღირსი რომანოზ საკვირველთმოქმედი (V) ხსენების დღე.
დიდმოწამე იაკობ სპარსი (+421)
27 ნოემბერს (10 დეკემბერს) აღინიშნება დიდმოწამე იაკობ სპარსის (+421)ხსენების დღე.
gaq