საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

მივესალმებით აფხაზთა კრებას
სამეფო კლუბისა და გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრის სახელით მივესალმებით აფხაზთა კრების გამართვას.
წელს შესრულდა 1000 წელი ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი I–ის გამეფებიდამ, რომელიც უცხოურ წყაროებში ხშირად გიორგი აფხაზად მოიხსენიება.
მისი მეფობა შესანიშნავი მაგალითია იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოკავშირეების ძიებისა ამ საქმეში. ბიზანტიის მიერ ბასიანს გადაღმა ქვეყნების მიტაცების გამო გიორგი მეფე დაუკავშირდა ბიზანტიის მტერს – ეგვიპტის სახელმწიფოს, ბიზანტიის მიერ დაპყრობილ ბულგარელებს და ისარგებლა მათი აჯანყებით... დაუკავშირდა ბიზანტიის სახელმწიფოში პირსისხლიანი  იმპერატორის მტრებს... რათა გამოეხსნა ისტორიული ქართული მიწები "ერთმორწმუნე" დამპყრობლისგან...
მან კარგად იცოდა, რომ სახელმწიფოებს შორის მთავარი არის არა "ერთმორწმუნეობა", არამედ ერთმანეთის პატივიცემა და ტერიტორიების ხელუხლებლობა...
დღესაც, გიორგი პირველის ღირსეული შთამომავლები ატარებენ აფხაზთა კრებას, რათა მსგავსი პრობლემა გადაიჭრას, შესრულდეს ქართული სახელმწიფოსათვის უმთავრესი ამოცანა – აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის დაბრუნება... ამისთვის კი აფხაზთა კრებამ კარგად განსაზღვრა მოკავშირე – მსოფლიოს დემოკრატიული თანამეგობრობა და კარგად გააცნობიერა "ერთმორწმუნე" მტრის – რუსეთის ვერაგული სახე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოქალაქეებს – დღევანდელ აფხაზებს. აფხაზეთის მთელი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას
უნდა ჰყავდეს ისეთი ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც იზრუნებს სამშობლოზე, თავის დევნილ ხალხზე... და არა საკუთარ კეთილდღეობაზე... 

ვუსურვებთ წარმატებას აფხაზთა კრებას!
სამეფო კლუბის სპიკერი
გია მამალაძე

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ისააკ, დალმატის მონასტრის იღუმენი (383) - ხსენება 12 ივნისს
წმიდა ისააკ მონაზონი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად და უდაბნოში განმარტოვდა. არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) დროს, მართლმადიდებელთა დევნისას ღირსმა ისააკმა უდაბნო დატოვა და კონსტანტინოპოლში ჩავიდა მართლმადიდებელთა ნუგეშინისსაცემად და განსამტკიცებლად. ამ დროს იმპერიას შემოესივნენ დუნაის ნაპირზე მცხოვრები ბარბაროსი გუთები. მათ დაიპყრეს თრაკია და კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ. როდესაც იმპერატორი ვალენტი ლაშქართან ერთად დედაქალაქიდან გადიოდა, ღირსმა ისააკმა უთხრა: „მეუფეო, განახვენ კარნი მართლმადიდებელისა ტაძრისანი, მაშინ წყალობა უფლისა იქნება შენ ზედა!“
12 ივნისს არის ხსენება რუსი ახალმოწამის, დეკანოზ ვასილი სმოლენსკისა
საბჭოთა პერიოდი მამა ვასილიმ განუწყვეტელ პატიმრობებში გაატარა - 1918 წელს ცილისწამების ნიადაგზე რამდენიმე დღით მოათავსეს ზვენიგოროდსკის სატუსაღოში; 1929 წელს კომკავშირლებმა დააბეზღეს, რომ მღვდელი უწუნებდა მათ წითელ პარასკევს სპექტაკლის თამაშის გადაწყვეტილებას და პიონერთა ბანაკის მოწყობისას თხოვდა მათ, არაფერი უზნეობა არ ეჩვენებინათ პატარებისათვის - ნოემბერში „ანტისაბჭოთა აგიტაციისა“ და „რელიგიური პროპაგანდისათვის“ იგი გადაასახლეს ჩრდილოეთში, ქალაქ ონეგში.
gaq