საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სამეფო კლუბის დამსახურებული წევრი – ვახტანგ ბახტაძე
georoyal.ge
ვახტანგ ბახტაძე და გიორგი ბაგრატიონ–მუხრანბატონი სამეფო კლუბის შეხვედრაზე

პერსონალური ინფორმაცია

(შემოკლებული  ვერსია)

სახელი, გვარი:  ვახტანგ ბახტაძე

დაბადების წელი: 1959 წლის 12 თებერვალი

საკონტაქტო ტელეფონი:  მობ. 557-21-48-77.

განათლება - საშუალო: თბილისის 142-ე საშ. სკოლა;
უმაღლესი: 
ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის  ფაკულტეტი და საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის

სპორტული ჟურნალისტიკის განყოფილება.

კვალიფიკაცია:  ჟურნალისტი;  

                               სპორტული ჟურნალისტი.

 

სამუშაო გამოცდილება     

 

 1980-1988 წწ. - სპორტული გაზეთ „ლელოს“ კორესპონდენტი (გაზეთის საჭადრაკო კორესპონდენტი - ჭადრაკის განყოფილება; განყ -ის უფროსი თენგიზ გიორგაძე). გაზეთში იბეჭდებოდა სხვადასხვა მასალა : კორესპონდენცია, ინტერვიუ, მოკლე მიმოხილვა - ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ჩატარებული საჭადრაკო ტურნირებისა და მატჩების შესახებ; ასევე იბეჭდებოდა გაზ. „ლელოს“ საჭადარაკო დამატების სპეც. ბიულეტენებსა და ჟურნალ-გაზეთებში („შახმატნი ტბილისი“, რუსულ ენაზე; საჭადრაკო ბიულეტენი „მერანი“, ქართულ ენაზე და სხვ.) საქართველოს რაიონული გაზეთების სპეც.კორესპონდენტი, საჭადრაკო მიმომხილველი; საქართველოს რადიოს თანამშრომელი სპორტულ გადაცემათა რედაქციაში - რუბრიკა „სპორტის ამბები“; სხვადასხვა წლებში (1980–88) არაერთხელ მიწვეული იყო ჭადრაკის მსოფლიო პირველობის ქალთა შორის პრეტენდენტთა (მეოთხედფინალური, ნახევარფინალური, ფინალური) მატჩების, ასევე მსოფლიო პირველობის გვირგვინისათვის ქალთა შორის საჭადრაკო მატჩის პრესცენტრის ხელმძღვანელად, ხელმძღვანელის მოადგილედ, რეფერენტად. 1. პრეტენდენტთა მატჩის მეოთხედფინალი – გაფრინდაშვილი–გურიელი (თბილისი, 2.9. – 23.3. 1980); 2. ნახევარფინალი – გაფრინდაშვილი–იოსელიანი (თბილისი, 2.9. – 6.10.1980); 3. ფინალი – ალექსანდრია–იოსელიანი (თბილისი, 1.1. – 12.2.1981); 4. მსოფლიო პირველობა ჭადრაკში ქალთა შორის (მატჩი ჩემპიონის გვირგვინისათვის) ჩიბურდანიძე–ალექსანდრია – (ბორჯომი–თბილისი 8.9. –1.10.1981); 5. პრეტენდენტთა მატჩი–ტურნირი – ჩიბურდანიძე–ახმილოვსკაია – მატჩის მეორე ნახევარი ბორჯომი, 2–18.10.1986); 6. საზონათშორისო ტურნირის გამარჯვებულთა დამატებითი მატჩ–ტურნირი – გაფრინდაშვილი–ლევიტინა (თბილისი, 8–15. 9.1987); 7. პრეტენდენტთა მატჩ–ტურნირი (წყალტუბო, 18.1–17.2.1988); დამატებითი მატჩი – იოსელიანი–ახმილოვსკაია (წყალტუბო, 21–26.2.1988); დამატებითი მატჩი – ჩიბურდანიძე–იოსელიანი (თელავი, 20.9–3.11. 1988). ასევე თანამშრომლობდა ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში გამოცემულ  ჟურნალ- გაზეთებში,  რუსულ და უკრაინულ ენებზე იბეჭდებოდა საჭადრაკო მასალა, კორესპონდენცია,

ვახტანგ ბახტაძე და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელი
ინტერვიუ, მოკლე მიმოხილვა (რუსეთი, უკრაინა).

საჭადრაკო წოდება და სხვა - სსრ კავშირის სპორტის ოსტატობის კანდიდატი (1978 წ.) (დღევანდელი ეროვნული ოსტატი); საქართველოს რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ჭადრაკში (1983 წ.) (დღევანდელი ეროვნული კატეგორიის მსაჯი ჭადრაკში); სხვადასხვა წლებში (1982-2003 წწ.) თბილისის ჭადრაკის ფედერაციის გამგეობისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი. საქართველოს საზოგადოება „ცოდნის“ თბილისის ორგანიზაციის ლექტორი (საჭადრაკო მიმომხილველი, 1981-1989 წწ.), საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის  ლექტორი (საჭადრაკო ისტორიის specialuri კურსი, 1981-1989 წწ.).

1987-1990 წწ. – „საქართველოს ჟურნალისტთა კავშირთან“ არსებული ლიტერატურისა და  ხელოვნების სექციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე (თავმჯდომარე - ჟურნალისტი და მწერალი ედიშერ გიორგაძე, ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი სიხარულიძე).

1987-1988 წწ. - ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში შექმნილი ახალგაზრდა პატრიოტ-ჰუმანისტთა არაფორმალური ზეპარტიული ჯგუფის (შემდგომში გაერთიანების) „მრგვალი მაგიდის“ ერთ-ერთი დამაარსებელი კონსტანტინე ზ. გამსახურდიასთან და ირაკლი ბათიაშვილთან ერთად (ოდნავ მოგვიანებით ჯგუფს დაემატნენ სიმონ წერეთელი, თედო პაატაშვილი, თენგიზ დიხამინჯია, ირაკლი წერეთელი, გიორგი გიჟიმყრელი და  პაატა ცინცაძე), “მრგვალ მაგიდის” შეხვედრებზე (ყოფილი აღმოსავლეთ ევროპის სოც. ბანაკის ქვეყნების მსგავსად, პოლონეთსა და უნგრეთში მოქმედებდა „მრგვალი მაგიდა“), ყოფილი სკკპ ცკ გენმდივან (შემდგომში სსრკ პრეზიდენტი) მ. გორბაჩოვის მიერ გამოცხადებული მეგა-პროექტი - „გარდაქმნის  და საჯაროობის“ (მისი მთავარი და ძირითადი პოსტულატების: „დემოკრატიზაციის“, „სოციალიზმი ადამიანური სახის”, “თანდათანობითი ლიბერალიზაციის”) მტკივნეული და არაერთგვაროვანი პროცესების მიმართ - სოვეტოლოგიური პარადიგმათა თვალსაზრისით დაკვირვებანი. ასევე შეხვედრებზე მსჯელობის საგანი გახლდათ “არაფორმალური ჯგუფების” (შემდგომში პოლიტიკური პარტიების) სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური კონცეფციათა პროგრამებისა და განცხადებების მომზადება. “მრგვალი მაგიდის” შეხვედრებს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის, ზვიად  გამსახურდია, მერაბ კოსტავა, მერაბ მამარდაშვილი, ნოდარ ნათაძე და სხვა ქართველი ინტელექტუალები. ამ ჯგუფის შემდგომში გაფართოებულმა არაფორმალურმა  გაერთიანებამ და მისმა ეროვნულმა–ანტიტოტალიტარულმა სულისკვეთებამ  ბევრ სასიკეთო მოვლენას დაუდო საფუძველი ჩვენს ქვეყანაში.

1989-1990 წწ.  - საქართველოს სსრ-ს უახლეს ისტორიაში პირველი (არაფორმალური ოპოზიციური) ინფორმაციის დამოუკიდებელი სააგენტოს „მაცნე“-ს დამაარსებელი, პოლიტიკური დირექტორი (ხელმძღვანელი), ასევე ყოველკვირეული ბიულეტენ „მაცნეს ქრონიკის“ (ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე) მთავარი რედაქტორი.სააგენტო „მაცნე“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი პროცესების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა ყოფილი საბჭო

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
თა კავშირის სივრცეში არსებულ ოპოზიციურ სააგენტოებს და ავრცელებდა ალტერნატიულ და ობიექტურ ინფორმაციებს დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებს.

1988-1990 წწ.  - წარმომადგენელი ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში როგორც ოპოზიციონერი ჟურნალისტი, ყოფილი საბჭოთა კავშირის არაფორმალური გაერთიანებების დამოუკიდებელ გამომცემელთა და ჟურნალისტთა პროფკაშირების მიერ მოწყობილ 1-11-111-1V ყრილობებზე, სხვადასხვა  კონფერენციებზე, ფორუმებსა და სემინარებზე  (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ვილნიუსი, რიგა, ტალინი); ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში ყოფილი საბჭოთა დისიდენტების მიერ  მოწყობილ თავყრილობებზე და სხვადასხვა ღონისძიებებზე; მონაწილეობდა 1990 წლის ივნისში პარიზში, საფრანგეთის „ქართული სათვისტომოს“ მიერ მოწყობილ კონფერენციებზე და სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, რომელშიც წარმოდგენილი გახლდათ ეროვნული მოძრაობის (ორივე ფრთა) „მრგვალი მაგიდისა“ და „ეროვნული კონგრესის“ წარმომადგენლები. იგი ამ შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო, როგორც  არსებული ხელისუფლებისადმი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, „მრგვალი მაგიდის“ ინდივიდუალური წევრი, საქართველოს ინფორმაციის დამოუკიდებელი ოპოზიციური სააგენტოს  „მაცნეს“  პოლიტიკური დირექტორი.

1990  წ. (მაისი - ნოემბერი) - საქართველოს ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა და ინდივიდუალურ წევრთა „მრგვალი მაგიდის“ (შემდგომში საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“) ერთ-ერთი დამფუძნებელი და ინდივიდუალური წევრი („მრგვალ მაგიდაში“ წარმოდგენილი იყო დამფუძნებელი ოთხი „მუდმივი წევრი“ პოლიტიკური ორგანიზაცია და სამი „ჩვეულებრივი  წევრი“პოლიტიკური ორგანიზაციისა -სულ შვიდი. თითოეული პოლიტიკური პარტიიდან ოთხი წევრი) იგი იყო „მრგვალი მაგიდის“ წესდების  ერთ-ერთი ავტორი. ასევე საკოორდინაციო კოლეგიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი (ინფორმაციის ჯგუფის ხელმძღვანელი), „მრგვალი მაგიდის“ შეხვედრებზე წარმოდგენილი იყო, როგორც საქართველოს ინფორმაციის დამოუკიდებელი სააგენტო „მაცნეს“ პოლიტიკური დირექტორი. სააგენტო „მაცნე“ ქართულ საინფორმაციო საშუალებებში „მრგვალი მაგიდის“ ყველა შეხვედრას აშუქებდა, მაგ. გაზ. „ახალგაზრდა ივერიელში“ და გაზ. „თბილისში“ ალტერნატიულ და ობიექტურ ინფორმაციას აწვდიდა დასავლეთის ქვეყნების საინფორმაციო სააგენტოებს, ასევე რადიო „თავისუფლებას“ (ქართულ და რუსულ რედაქციებს) და რადიო „ამერიკის ხმას“ (ქართულ განყოფილებას). „მრგვალი მაგიდის“ დამაარსებელმა პოლიტიკურმა პარტიებმა, ორგანიზაციებმა და ინდივიდუალურმა წევრებმა მიზნად დაისახეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის  აღდგენის რეალისტური კონცეფციის შექმნა და მის გასატარებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

1990 - 1992 წწ. - საქართველოს საინფორმაციო კორპორაცია „მაცნეს“ გენერალური დირექტორი,   დამფუძნებელი.  კორპორაცია „მაცნე“ დაარსებული და დაფუძნებული იყო საქართველოს  ინფორმაციის დამოუკიდებელი სააგენტოს  „მაცნეს“ სამართლებრივ da მატერიალურ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ბაზაზე. ასევე საქართველოს საინფორმაციო კორპორაცია „მაცნეს“  დაიჯესტი „თვალსაწიერის“ რედაქტორი.

1991 – 1992 წწ.  - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრესისა და მასობრივი საშუალებებათა და  საგამომცემლო ქვეკომისიის საზოგადოებრივი წევრი (თავ-რე ლოვარდ ტუხაშვილი); მონაწილეობდა საქართველოს უზენაესი საბჭოს კანონის  „პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა კანონპროექტის“ (სხვადასხვა კანონპროექტის შეჯერება-გადამუშავება) შემუშავებაში.

1992–1995 წწ. – „საქართველოს ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის“ პრესცენტრის უფროსი (პროექტის ავტორი, დამაარსებელი და ინსტიტუტის დირექტორი გელა ჩორგოლაშვილი).

1993 წ.  - გაზ. „მიმომხილველის“ (საზოგადოებრივ-პოლიტიკური  გაზეთი) დამფუძნებელი კრების მონაწილე და გაზეთის საინფორმაციო სამსახურის  უფროსი. (გაზეთის გამომცემელი და მთ. რედაქტორი კობა ახალბედაშვილი). 

1993-1995 წწ. - ყოველკვირეული გაზეთ „ფორუმის“ (დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი) მთავარი რედაქტორი (გამომცემელი სიმონ ტალახაძე, გაზეთის სარედაქციო კოლეგია: ვახტანგ ბახტაძე, სიმონ ტალახაძე და გიორგი ცუცქირიძე). 

1994-2000 წწ. - საზოგადოებრივი ორგანიზაცია(arakomerciuli)  „ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი (ორგანიზაციის საბჭოს წევრები, ჟურნალისტები მარინა ვაშაყმაძე, პაატა ნაცვლიშვილი, ზურაბ აბაშიძე, კობა ახალბედაშვილი, ზვიად ქორიძე და ქეთევან ბოხუა) საბჭოს წევრი და „ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და დაცვის მუდმივი კომისიის“ თავმჯდომარე. ამ ორგანიზაციის სახელით სხვადასხვა წლებში მონაწილეობდა საქართველოში, აშშ-ს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ საერთაშორისო ეგიდით ჩატარებულ (თბილისი, გუდაური, ლიკანი, ქუთაისი, წყალტუბო) თავისუფალი მასმედიის და დემოკრატიის განვითარების კონფერენციებზე, სემინარებსა და მონიტორინგებში (1994-2000 წწ.), ასევე ჟურნალისტთა უსაფრთხოებისა და დაცვის ეგიდით გამართულ ყველა ღონისძიებებში.  

1996 წ  - მონაწილეობდა ამერიკულ-ქართულ ერთობლივ პროექტში „ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების“ ნაიტის ფონდის (აშშ) და ვაშინგტონის რესტონის უცხოელ ჟურნალისტთა საერთაშორისო დახმარების ფონდის მიერ თბილისში პირველად ჩატარდა საქარველოში ამერიკული ყაიდის თავისუფალი პრესის „სემინარი ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტებისათვის“ (ხელმძღვანელი ცნობილი ამერიკელი პრესის გამომცემელი უილიამ დეივიდ ჯონსი (William Davis Jones, Iv.), საქართველოს მხრიდან პროექტის კონცეფციის ავტორი და ხელმძღვანელი, ორგანიზაციის თანათავმჯდომარე მარინა ვაშაყმაძე), რომლის დასრულების შემდეგ გაიცა სათანადო ხარისხის სერტიფიკატები. ამ პროექტში მონაწილეობდა, როგორც ქართული მხარის სამკაციანი ჯგუფის წევრი და ერთ-ერთი ორგანიზატორი.

2001-2002 წწ. - ალმანახ „ეროვნული ღირსებისათვის“ დამფუძნებელი კრების მონაწილე და სარედაქციო ჯგუფის წევრი.

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
(იდეის ავტორი, დამაარსებელი და ჯგუფის ხელმძღვანელი გელა ჩორგოლაშვილი).

2000 -2001 წწ. - არაფორმალური (არაკომერციული) ორგანიზაციის „სამართლებრივი სახელმწიფოს მხარდამჭერი ჯგუფის“ თანადამფუძნებელი და წევრი (იდეის ავტორი, დამაარსებელი და ჯგუფის ხელმძღვანელი გელა ჩორგოლაშვილი).

2005-2010 წწ. – (ინდმეწარმე) გამომცემლობა „ელიტის“ რედაქტორი (ინდ.მეწარმე და გამომცემლობა „ელიტის“ დამაარსებელი და  ხელმძღვანელი ნაილი ცხოვრებაძე). 

2004 წ. - დღემდე - „საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბის“ დამფუძნებელი კრების  მონაწილე და სამეფო კლუბის აქტიური წევრი, (კლუბის დამაარსებელი, სპიკერი და იდეის ავტორი გაიოზ (გია) მამალაძე). 2015 წლის 23 მაისს აირჩიეს სამეფო კლუბის დამსახურებულ წევრად. ამავე პერიოდში სამეფო კლუბის წარდგენით გახდა სამეფო კლუბის დაძმობილებული ორგანიზაციის – წმიდა ამბროსი მარტვილის სახელობის კეთილშობილთა აკადემიის (იტალია) წევრი.

 

 

 

თავისუფალ პრესაში მონაწილეობა

1996–1997 წწ.  - გაზეთ „ტფილისის უწყებანში“ (დამოუკიდებელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი) იბეჭდებოდა წერილების სერია აშშ-ს ისტორიის, პოლიტიკისა და საზოგადოების შესახებ (რედაქტორები ირაკლი ბერიშვილი, თეიმურაზ ქორიძე).

2000-2003 წწ.  - იბეჭდებოდა პუბლიცისტური წერილები, ლიტერატურული კრიტიკა გაზეთ „ახალი ეპოქის“ (საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი) სალიტერატურო ჩანართი გაზეთისა „ჩვენი მწერლობა”-ს გამოცემაში (მთ. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე) და საზოგადოებრივ ჟურნალში „ომეგა“ (მთ. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე).

2003 წ.  - ყოველკვირეული დამოუკიდებელი გაზეთ „ჯორჯიან ტაიმს“-ში (გამომცემელი მალხაზ გულაშვილი, მთ. რედაქტორი ია დანელია) იბეჭდებოდა წიგნის საგაზეთო ვერსია ნაწყვეტები ვრცელი პუბლიცისტური წერილების სერიისა ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური მოღვაწეობის შესახებ სათაურით: „დიდპოლიტიკოსი და დიდი სიცარიელე“ (რომლის დაბეჭდვა გაურკვეველი მიზეზებით შეჩერდა გაზეთის გამომცემლისა და რედაქტორის მიერ). 

2005 - 2010 წწ. - გამომცემლობა „ელიტის“ რედაქტორი. (ინდ.მეწარმე და გამომცემლობა „ელიტის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ნაილი ცხოვრებაძე). 

2008-დან – დღემდე  - იბეჭდება პუბლიცისტური წერილები, ლიტერატურული კრიტიკა და თარგმანები ორკვირეულ სალიტერატურო ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ (მთ. რედაქტორი როსტომ ჩხეიძე).

2095 წლიდან – დღემდე – ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების სალიტერატურო სალონის წევრი (დამაარსებელი და ხელმძღვანელი როსტომ ჩხეიძე).

2009 წლიდან - დღემდე - „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“  ასოციაციის დამფუძნებელი კრების მონაწილე, ხელმომწერი და წევრი. (პროექტი დაფინანსდა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში და განხორციელდა ევროსაბჭოს მიერ, 2009 წლის 4 დეკემბერი).

2010 - 2013 წწ.&

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
nbsp; - „მასმედიაში დასაქმებულთა პროფკავშირის“ (არაკომერციული, არასამეწარმეო საზოგადოებრივი ორგანიზაცია) დამფუძნებელი კონგრესის  ერთ-ერთი მონაწილე და ინდივიდუალური წევრი.

2013 წ. - დღემდე   - არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი “ფონდი - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემსწავლელი ცენტრის“ თანადამფუძნებელი  და  თანათავჯდომარე.

2015 - დან – დღემდე ა(ა)იპ ფონდი „ცისფერ ყანწელთა ხსოვნისათვის“ - ორგანიზაციის წევრი (თავჯდომარე ნინო ჩხიკვიშვილი).

 

დამატებითი ინფორმაცია

1978 წლის 14 აპრილი  - თბილისში, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი საპროტესტო მანიფესტაციის და აქციის აქტიური მონაწილე (თსუ-დან საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს შენობამდე) სახელმწიფო ენად მშობლიური ენის დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს სსრ კონსტიტუციაში ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის გამო. 

1981-1985 წწ. - ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველოს დედაქალაქში ახალგაზრდა ქართველ პატრიოტ-ჰუმანისტთა მიერ გამართული არაერთი მიტინგისა და მანიფესტაციების აქტიური მონაწილე. ხელს აწერდა არაერთ საპროტესტო პეტიციას, განცხადებას და მიმართვას. გაგზავნილს ყოფილი სსრ კავშირის  სკკპ გენსეკ ლ. ბრეჟნევის, ასევე სსრ კავშირის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატ, საქართველოს სსრ ცკ-ს პირველი მდივნის  ე. შევარდნაძის და საქართველოს სსრ ცკ-ს პირველი მდივნის ჯ. პატიაშვილის და გ. გუმბარიძის სახელზე.  

1988 წ. - ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ყოფილ საბჭოთა კავშირის სივრცეში, საქართველოს დედაქალაქში გამართულ არაერთ მნიშვნელოვან აქციასა, მანიფესტაციასა და თუ პერმანენტულ შიმშილობისა.  მონაწილეობდა დავით გარეჯის გადასარჩენ აქციასა და მანიფესტაციაში, ყველა იმ აქციაში, რომელიც მიეძღვნა სხვადასხვა დროს  ეროვნული პრობლემატიკის საჭირბოროტო საკითხებს.

1989 წ. - აქტიური მონაწილე რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მშვიდობიანი აქციისა, რომელიც სასტიკად იქნა დარბეული სისხლიანი მეთოდით საბჭოთა კავშირის ჯარის მიერ. ასევე ვრცელი პუბლიკაციების (საგამოძიებო ჟურნალისტიკა)  ავტორი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის  პრესაში („სიმართლე 1989 წლის 9 აპრილის შესახებ”).

1990 წ. - აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის, საერთოდ კომკავშირის გაუქმების ღონისძიებებში, ლენინის ძეგლების აღებასა და სხვა მნიშვნელოვან აქციებში. 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ყოფილი საქართველოს სსრ-ში საგანგებოდ შექმნილი არასაბჭოური არაფორმალური გაერთიანების (საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა, ორგანიზაციათა (პარტიებიდან ორი წარმომადგენელი და ინდივიდუალურ პირთა მიერ ჩატარებული ყველა პოლიტიკურ ღონისძიების მონაწილე).

1989-1990 წწ. (მარტი) - საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა, ორგანიზაციათა და ინდივიდუალურ პირთა(პირველი და მეორე)საგანგებო კონფერენ

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
ციის მონაწილე. იგი გახლდათ “საქართველოს ეროვნული ხსნის მთავარი კომიტეტის” მიერ გამართული ყველა ხსდომათა შეხვედრის დამსწრე (მეორე ოპოზიციონერ ჟურნალისტ მანანა იაშვილთან ერთად), ასევე საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ პარტიათა, ორგანიზაციათა და ინდივიდუალურ პირთა გაერთიანებული საქართველოს “ეროვნული ფორუმის” ყველა სხდომათა შეხვედრის დამსწრე (აკრედიტებული გახლდათ საბჭოთა ხელისუფლებისადმი ოპოზიციონერი ჟურნალისტის სტატუსით, საქართველოს ინფორმაციის დამოუკიდებელი სააგენტო “მაცნეს”პოლიტიკურიდირექტორი).

რეზიუმე

1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან - ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ხანგრძლივი უკომპრომისო ბრძოლით და წინამძღოლობით საქართველოს ეროვნული მოძრაობა ფართოდ გაშალა და თვისობრივად ახალ ეტაპზე gadავიდა. საბჭოთა ჯარის მიერ მშვიდობიან მოშიმშილეთა აქციის სისხლიანმა დარბევამ და 9 აპრილის დაღუპულთა გმირულმა თავგანწირვამ მთელ მსოფლიოს საბოლოოს დაანახა, რომ ქართველი ერის შეუპოვარი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის შეუქცევადი პროცესი გახადა. 

1989–1991 წწ. – ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში მოღვაწე („მრგვალი მაგიდის“ სპიკერის, საქართელოს ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის ზვიად გამსახურდიას პრესსამსახურის უფროსი).

 

წიგნების გამოცემა -  რედაქტორი

1990-დან – დღემდე  -

იდეის ავტორი,  შემდგენელ-რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი წიგნებისა:

1. ზვიად გამსახურდია, „საქართველოს სულიერი მისსია“, გამომცემლობა  „განათლება“, თბილისი, 1990 წ. წიგნი გამოიცა საქართველოს ინფორმაციის დამოუკიდებელი სააგენტო „მაცნეს“ ეგიდით და  თაოსნობით;

2. ამავე წიგნის ინგლისურენოვანი ვერსიის იდეა და პროექტი “Zviad  Gamsakhurdia, THE SPIRITUAL  MISSION OF GEORGIA” (1991 წ.) გამომცემლობა  „განათლება“, თბილისი, 1991 წ. წიგნი გამოიცა საქართველოს საინფორმაციო  კორპორაცია  „მაცნეს“ ეგიდით და თაოსნობით;

3. „გამოთხოვება საქართველოს ეროვნულ გმირ მერაბ კოსტავასთან“, თბილისი, 1992 წ. (წიგნი გამოიცა საკუთარი ხარჯებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საგამომცემლო სტამბაში).

რედაქტორი და წინათქმის ავტორი  შემდეგი წიგნების:

1.      გელა ჩორგოლაშვილი - კრებული „სინანულის გადასახედი“ (თანარედაქტორი მაია გოგოლაძესთან ერთად), გამომცემლობა „წიგნის სახელოსნო“, თბილისი, 2009 წელი;

2.     რუსი მწერალი ლეონიდ ანდრეევი - მოთხრობა „შვიდი ჩამოხრჩობილის ამბავი“ (თარგმანი),  რუსული კლასიკის სერიიდან, გამომცემლობა „წიგნის სახელოსნო“, თბილისი, 2011წელი;

3.     რუსი მწერალი ლეონიდ ანდრეევი - მოთხრობა „იუდა ისკარიოტელი“ (თარგმანი), რუსული კლასიკის სერიიდან, გამომცემლობა „წიგნის სახელოსნო“, თბილისი, 2011 წელი;

4.&n

სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
bsp;    რუსი მწერალი ვასილ შუკშინი - მოთხრობების კრებული „სიცოცხლის წყურვილი“(თარგმანი), რუსული კლასიკის სერიიდან, გამომცემლობა  „წიგნის სახელოსნო“,თბილისი, 2013 წელი;

5.     ნაილი ცხოვრებაძე - იდეის ავტორი და წიგნის შემდგენელი, კრებული  „ქალაქ თბილისის გზამკვლევი“, (ინგლისურ ენაზე), გამომცემლობა „ელიტა“, თბილისი, 2012 წელი;

6.     ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი ანრი ბერგსონი (ნობელიანტი) - ფილოსოფიურ -ესეისტური ნარკვევი „სიცილი“ (თარგმანი), გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2014 წელი;

7.     ჩინელი მწერალი მო იანი (ნობელიანტი) - რომანი „ღვინის ქვეყანა“ (თარგმანი), გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2014 წელი;

8.     ფრანგი მწერალი კლოდ სიმონი (ნობელიანტი) - რომანი „ფლანდრიის გზა“ (თარგმანი), გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი, 2014 წელი;

9.     გერმანელი მწერალი ჰერმან ჰესე (ნობელიანტი) - წერილები „წიგნების მაგია“ (თარგმანი), გამომცემლობა „აზრი“, თბილისი,  2015 წელი;

10.     სამეცნიერო-პოპულარული ჟანრის ნაწარმოები ,,ვეფხისტყაოსანი შენთან ერთად’’ (წიგნი განკუთვნილია მოზარდთათვის და მოზრდილთათვისაც), გამომცემლობა „აზრი“, თბილისი, 2015 წელი;

11. რუსული კლასიკა, ტომი II, კრებული - ჩეხოვი, ბუნინი, შუკშინი -  (თარგმანი), გამომცემლობა „აზრი“, თბილისი, 2015 წელი.

 

სხვადასხვა წლებში (1988-2014) გამოცემული აქვს  არაერთი ერთჯერადი ჟურნალისაგაზეთო სპეცნომერი და ბიულეტენი.

გამოსაცემად მომზადებული აქვს რამდენიმე წიგნი: წამებული ჟურნალისტის, ნაზი შამანაურის შესახებ (უცნობი მასალები), ასევე კრებული საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისა და კულტურტრეგერის ზვიად გამსახურდიას შესახებ.                                                              

ენები - ქართული - მშობლიური; რუსული - სრულყოფილი; ინგლისური, პოლონური - თავისუფალი.

 კომპიუტერული ცოდნა - მაიკროსოფტის პროგრამების სტანდარტული პაკეტი.

 

მამული, ენა, სარწმუნოება

gaq