საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

მკითხველის წერილი – რატომ უნდა აღდგეს მონარქია საქართველოში? (მეორე ნაწილი)
დავით ხიზანიშვილი


            წინა წერილში მე ერთგვარ რელიგიურ ასპექტში ავხსენი თუ რატომ უნდა აღდგეს მონარქია საქართელოში, მაგრამ ამჟამად მე აგიხსნით სამართლებრივი რეფორმების საჭიროების კუთხით.

            ბოლო 23 წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკური მმართველები თავიანთი პოლიტიკური  (ვიწრო პარტიული) მიზნებისთვის ხშირად იყენებდნენ კანონით პოლიტიკისაგან ,,თავისუფალ“ ორგანოებს საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებს, აგრეთვე იმითაც სარგებლობდნენ, რომ საგამოძიებო ორგანოები სხვადასხვა დაწესებულებებშია გაფანტული და ეს დაწესებულებები აღმასრულებელი ორგანოების ერთეულებია.

            იმისათვის, რომ ეს  აღარ განმეორდეს, საჭიროა სახელმწიფოს მეთაურობდეს არა დროებით არჩეული პრეზიდენტი, რომელსაც მუდმივად სჭირდება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, არამედ ნაკურთხი მეფე, რომელიც გარდა სახელმწიფოს მეთაურობისა უხელმძღვანელებს  ისეთ არაპოლიტიკურ საქმიანობას, როგორიცაა გამოძიება და არჩევნები. ამისთვის საჭიროა გამოძიების სტრუქტურები გამოეყოს ყველა სამინისტროს და გაერთიანდეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დეპარტამენტის სახით, ხოლო პროკურატურა კი პირდაპირ დაექვემდებაროს მეფეს. პროკურატურაში უნდა შეიქმნას ორი დეპარტამენტი, საგამოძიებო და სასამართლოში ბრალდების მხარდაჭერის დეპარტამენტები. საგამოძიებო დეპარტამენტში უნდა შეიქმნას განყოფილებები დანაშაულთა კატეგორიის მიხედვით.

            რაც შეეხება არჩევნებს, ბევრს გაუკვირდებოდა, რომ ის აპოლიტიკურ საქმიანობად დავასახელე, მაგრამ მე ვიგულისხმე საარჩევნო ადმინისტრაცია, რაც ნამდვილად აპოლიტიკური უნდა იყოს. საარჩევნო ადმინისტრაცია მთლიანად ცესკოდან დაწყებული საუბნო კომისიებით დამთავრებული უნდა იყოს პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტებული და პირდაპირ ექვემდებარებოდეს მეფეს, როგორც ერთადერთ არჩევნების შედეგებში დაუინტერესებელ მეთაურს. საქართველოს მთავარ პროკურორი და ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობრივად უნდა იყვნენ მეფის ადმინისტრაციის  მაღალი დონის მოხელეები - მეფის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები. ასევე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და მასთან ერთად არმია და საზღვრის დაცვა პირდაპირ უნდა დაექვემდებარეოს მეფეს.

            თვითონ მეფეს და მის ოჯახს უფლება არ ექნებათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით ანუ არჩეულნი იქნენ სადმე. ხოლო აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენებისას კი უფლება არ ექნებათ ოდესმე განაცხადონ თუ ვის დაუჭირეს მხარი.

            მეფეს საკუთრებაში ექნება ორი რეზიდენცია ნაცვლად ამჟამინდელი 12 საპრეზიდენტო რეზიდენციისა. ერთი თბილისში (დედაქალაქში), მეორე კი დედაქალაქის გარეთ. ამასთანავე მეფეს ექნება ხელფასი იმდენივე, როგორც პრეზიდენტს ან უფრო შესაძლებელია ნაკლებიც კი და დაცვის წევრებიც უფრო ცოტა. გარდა ამისა, აღარ იქნება საჭირო საპრეზიდენტო არჩევნები და ეს დანაზოგი თანხა მოხმარდება სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. ამის გარდა, მეფეს ექნება უფლება დაითხოვოს ნებისმიერი არჩეული ორგანო ან მთავრობა, თუ ის გადაამეტებს თავის უფლებებს ან შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი, ხოლო კონსტიტუციით პრემიერ მინისტრი ვალდებული იქნება ყოველი კვირის სამშაბათს (ხოლო თუ სამშაბათს დასვენების დღე იქნება ოთხშაბათს), მეფის წინაშე წარსდგეს  წინა კვირაში მთავრობის გაწეული მუშაობის ანგარიშით და იმ კვირაში დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციით.

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ანდრია (რუბლიოვი) - ხატმწერი
17 ივლისს არის ხსენება ღირსი ანდრია რუბლიოვის - რუსი ხატმწერის. იგი დაიბადა XIV საუკუნეში. მის შესახებ მეტად მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება. როგორც ჩანს, ნეტარი რუს დიდგვაროვანთა წრეს ეკუთვნოდა, რადგან XIV-XV საუკუნეების რუსეთში გვარებს მხოლოდ დიდებულები ატარებდნენ. ზოგიერთის ვარაუდით, წმიდანს განათლება ბიზანტიაში და ბულგარეთში უნდა მიეღო, სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი რუსეთშივე განისწავლა თეოფანე ბერძენის ხელმძღვანელობით.
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი (+712-726)
წმიდა ანდრია, კრეტელი მთავარეპისკოპოსი, ვისი ხსენებაც აღინიშნება 17 ივლისს, დაიბადა ქალაქ დამასკოში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. შვიდი წლის ასაკამდე იგი ვერ ლაპარაკობდა, მაგრამ შემდეგ, ქრისტეს წმიდა სისხლთან და ხორცთან ზიარებისას, მეტყველების უნარი მიემადლა. ამ დროიდან მოყოლებული, ყრმა გულმოდგინედ შეუდგა წმიდა წერილისა და საღვთისმეტყველო მეცნიერებების შესწავლას. თოთხმეტი წლის წმინდანმა იერუსალიმს მიაშურა და საბა განწმენდილის ლავრაში ბერად აღიკვეცა.
gaq