საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

გურამ ყორანაშვილი - ღვაწლმოსილი მეცნიერი (სამეფო კლუბის მარადი წევრი ალექსანდრე ბენდიანაშვილი)
გურამ ყორანაშვილი
წარმოგიდგენთ  გურამ ყორანაშვილის სიტყვას ღვაწლმოსილი მეცნიერის, ისტორიკოსის, ალექსანდრე ბენდიანაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
რამდენიმე წელია ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა. თუმცა, მისი ხსოვნა მუდამ იქნება საქართველოს ისტორიის მოყვარულთა გულებში.
ალექსანდრე ბენდიანაშვილი იყო საქართველოს სამეფო კლუბის წევრი. და ამიტომ მისი პერსონა სამეფო კლუბის წევრებისათვის განსაკუთრებულია, იგი ყოველთვის იქნება სამეფო კლუბის მარადი წევრი.
georoyal.ge
 გურამ ყორანაშვილი - ღვაწლმოსილი მეცნიერი
თვალსაჩინო ქართველ ისტორიკოსს, პროფესორ ალექსანდრე ბენდიანიშვილს დაბადების 80 წელი შეუსრულდა. აქედან ორმოცდაათ წელზე მეტი ხანი მეცნიერებას მიუძღვნა. იუბილარი უსათუოდ მიეკუთვნება იმგვარ მეცნიერთა რიგს, რომლებიც არჩეულ დარგს ემსახურებიან და არა იმსახურებენ.

ბატონი ალექსანდრე დაიბადა ონში. მის მიერ ისტორიკოსის პროფესიის არჩევანი განაპირობა თანდაყოლილმა პატრიოტულმა გრძნობამ და ცნობისმოყვარეობამ, სიყვარულმა ჩვენი ქვეყნის წარსულისადმი. უშუალო ბიძგის მიმცემი გახლდათ 1943 წელს გამოსული საქართველოს ისტორიის მშვენიერი სახელმძღვანელო, რომელიც ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილის მიერ იყო დაწერილი. 1953 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
 ასწავლიდნენ ცნობილი მეცნიერები: ნიკო ბერძენიშვილი, სიმონ ჯანაშია, ალექსანდრე ნამორაძე, გიორგი გოზალიშვილი, იასე ცინცაძე, გიორგი ნიორაძე, მაქსიმე ბერძენიშვილი, შოთა მესხია და სხვანი. სწორედ მათ, განსაკუთრებით კი ნიკო ბერძენიშვილს, უმადლის ბატონი ალექსანდრე თავის პროფესიულ დაოსტატებას. ნიჭიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდა ყურადღების გარეშე არ დაუტოვებიათ და მისცეს შესაძლებლობა ასპირანტურაში სწავლისა (1949-52 წლებში). იგი დასპეციალდა საქართველოს ახალი ისტორიის განხრით. მის მიერ 1953 წელს დაცული საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო ,,რაჭა და რაჭველები XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე“, რომელიც ნიკო ბერძენიშვილის რჩევით იქნა დამუშავებული.ალექსანდრე ბენდიანიშვილი წარმომადგენელია ნიკო ბერძენიშვილის მიერ შექმნილი სამეცნიერო (საისტორიო) სკოლისა, რომელიც ძირითადად სოციალური ისტორიის მიმართულებისაა. გასაგებია, რომ იუბილარი დიდი ხნის განმავლობაში შესაბამის თემატიკას ამუშავებდა. მის მიერ დასტამბული ნაშრომებია: ,,თბილისის საქალაქო თვითმმართველობა 1875-1917 წ.წ.“ (თბილისი, 1960), ,,აგრარული ურთიერთობანი საქართველოში 1865-1917 წ.წ.“ (თბილისი, 1965), ,,საქალაქო თვითმმართველობა და ბრძოლა მისი დემოკრატიზაციისათვის საქართველოში“ (თბილისი, 1982), ,,ეროვნული საკითხი საქართველოში, 1801-1921 წ.წ.“ (თბილისი, 1980), ,,გლეხთა კლასი და გლეხთა მოძრაობა საქართველოში“ (თბილისი, 1989), ,,საქართველოს ისტორია 1801-1921 წ.წ.“ (თბილისი, 1999), ,,საქართველოს პირველი რესპუბლიკა“ (თბილისი, 2001), ,,ქართული ეროვნული სახელმწიფოს განვითარების ეტაპები“ (თბილისი, 2006). იგი თანაავტორია ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ V და VI ტომებისა, ასევე რუსულ ენასა (1966 წელს) და ფრანგულ ენაზე (1997 წელს) გამოქვეყნებული საქართველოს ისტორიისა.

რასაკვირველია, აქ ჩამოთვლილი ნაშრომები კომპილაცია, თითოეული მათგანი რამდენიმე მანამდე დაბეჭდილი წიგნის ბაზაზე დაწერილი კი არაა, არამედ შექმნილია ხანგრძილივი რუდუნებით, საისტორიო არქივებსა და პრესაში მოძიებული მასალების საფუძველზე. ავტორისათვის რომ საისტორიო მეცნიერება მოწოდება, ორგანული მოთხოვნილებაა, დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ უკანასკნელი სამი წიგნი სწორედ ხანდაზმულობის ასაკშია დაწერილი.

დიდად საბედნიეროდ, საბჭოური ხანის ისტორიოგრაფიაში გვაქვს ჩვეულებრივი მდინარება - კალაპოტიდან ამოვარდნილი, დისიდენტური ხასიათის ნაშრომის დაწერისა და გამოქვეყნების რამდენიმე შემთხვევა. ერთ-ერთი ამათგანი გახლავთ იუბილარის წიგნი ,,ეროვნული საკითხი საქართველოში. 1801-1921 წ.წ.“ მისი დაბეჭდვა სამი ათას ცალად იყო განზრახული. ამ ტირაჟიდან მხოლოდ ათასი ცალი  დაიბეჭდა და გავრცელდა. ესეც იმიტომ მოხდა, რომ წიგნი დაიბეჭდა შუა ზაფხულში, როდესაც კომუნისტური ხელისუფლების ბობოლა წარმომადგენლების დიდი ნაწილი კურორტებზე ისვენებდა და ამიტომაც დროზე ვერ შეამჩნიეს ,,ერეტიკული“ ნაშრომის დაბეჭდვა. ხოლო, როცა შეამჩნიეს, აღკვეთეს კიდეც ტირაჟის დანარჩენი ნაწილის დასტამბვა.

სხვა დროს ავტორი მსგავი ,,მკრეხელობის“ ჩადენას იოლად ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ ამჯერად ხელისუფლებამ მომხდარზე თვალები დახუჭა, რადგან საქმის გახმაურებით საზოგადოებაში ავტორისა და მისეული - დასახელებული წიგნისადმი მეტი ინტერესი გაჩნდებოდა. რა თქმა უნდა, სასტიკად აიკრძალა
მასზე რეცენზიების გამოქვეყნება.

მაინც რაში მდგომარეობდა ალექსანდრე ბენდიანიშვილის აღნიშნული წიგნის ,,მკრეხელობა“? მოგეხსენებათ, საქართველოს მარიონეტული ხელისუფლები და მათი ყურმოჭრილი იდეოლოგები (უპირველესად ისტორიკოსები) მიიჩნევდნენ, რომ მეფის რუსეთის მიერ დაპყრობილ-ანექსირებულ საქართველოში მიმდინარე პროცესები თითქმის ყველა დადებითი ხასიათისა იყო, ,,მზეც ხომ ჩრდილოეთიდან ამოდიოდა“! იქამდეც კი მივიდნენ, რომ უარყვეს იოსებ სტალინისეული ფრთხილი ფორმულირება ,,უმცირესი ბოროტების“ შესახებ და რუსეთის იმპერიაში საქართველოს ყოფნა ,,სიკეთის აღმავალი სპირალად“ წარმოადგინეს. კერძოდ, საქართველოს რიგ კუთხეებში (მხარეებში) მომხდარი ანტირუსული გამოსვლები, აგრეთვე თავადაზნაურთა 1832 წლის შეთქმულება გაიაზრებოდა, როგორც რეაქციული, ოდენ თავადაზნაურობის ეგოისტური, კლასობრივი ინტერესის გამოხატულება. ავტორის მტკიცე შეხედულებით კი, ისინი უეჭველად დადებით ისტორიულ მოვლენებს წარმოადგენდნენ და მიზნად ისახავდნენ ერთობლივი ეროვნული ძალისხმევით ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენას. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში ამოსავალს წარმოადგენს არა კლასი და შესაბამისი ინტერესი, არამედ - ერი და ეროვნული ინტერესი. საერთოდაც ამგვარი მიდგომა განმსჭვალავს ალექსანდრე ბენდიანიშვილის მთელ ისტორიოგრაფიულ შემოქმედებას. თუ როგორი ცხოველი იყო აღნიშნული ეროვნული მისწრაფება, ეს ნათლად გამოჩნდა 1801 წლიდან მოკიდებული 1917-18 წლებამდე, რაც 1918-21 წლებში დაგვირგვინდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკით (ავტორი მას ,,საქართველოს პირველ რესპუბლიკად“ მოიხსენიებს). ალბათ ზედმეტია იმის შეხსენება, რომ წიგნმა გარკვეული იმპულსები მისცა საქართველოში მომდევნო წლებში წარმოშობილ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.

მოღვაწეობის შემდგომ პერიოდში იუბილარი გამოდის სოციალური და ეკონომიკური თემატიკის ფარგლებიდან და დიდ ყურადღებას აქცევს პოლიტიკურ ისტორიასაც.

ყოველივე ზემოთქმული წარმოაჩენს ალექსანდრე ბენდიანიშვილის თვალსაჩინო წვლილს საქართველოს ახალი ისტორიის მეცნიერულად გააზრება-გამართვის საქმეში. ამ მხრივ კი ,,სამკალი ფრიადი“ იყო, ,,მომკელი“ კი - ცოტა, რამეთუ პატრიოტულად განწყობილ ისტორიკოსთა თვალში აღებული ხანა, ეროვნული სახელმწიფოებრიობის არარასებობის გამოისობით, ნაკლებად ფასობდა. გარდა ამისა, როგორც უკვე ვამბობდით, ჩვენი ქვეყნის XIX საუკუნე და XX საუკუნის დასაწყისი ძირითადად საბჭოური იდეოლოგიის, კერძოდ ისტორიოგრაფიის, თვალთახედვით განიხილებოდა, რომლის მიხედვითაც მთავარი იყო კლასობრივი და პარტიული პრინციპები, ამდენად აშკარად წარმოჩნდებოდა სუბიექტივიზმი (კლასობრივი, კომუნისტურ-პარტიული). ჭეშმარიტებას, ობიექტურობას კი არად დაგიდევდნენ. საკმარისია შევადაროთ არა თუ ისტორიის ცნობილი (ჰეროსტრატესებურად!) ფალსიფიკატორის გიორგი ხაჭაპურიძის (პიროჟკოვის), არამედ ფრიად ერუდირებული და ივანე ჯავახიშვილისეული სკოლაგამოვლილი აბელ კიკვიძის მიერ დაწერილი საქართველოს XIX საუკუნის ისტორიები და ალექსანდრე ბენდიანიშვილის მიერ დაწერილი ამავე ხანის ისტორია, რომ დავრწმუნდეთ, თუ რაში მდგომარეობს უკანასკნელის დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე. თავის მხრივ მიღწეული დონე XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის შემეცნებაში წარმოადგენს საიმედო საფუძველს შემდგომი გაღრმავებული და ყოველმხრივი გააზრებისათვის.

იუბილარი დიდი ხნის მანძილზე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ჯერ კიდევ 1954-56 წლებში, კვლავ და კვლავ ნიკო ბერძენიშვილის ხედასხმით, იგი თბილისის უნივერსიტეტში საქართველოს იტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი გახლდათ. პედაგოგიკური მოღვაწეობა განაგრძო 1981-92 წლებში, როდესაც იგი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მუშაობდა ისტორიის კათედრის გამგედ. 1992-93 წლებში კი იყო სამხედრო აკადემიის ისტორიის კათედრის გამგე.

ადვილი გასაგებია, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი იუბილარი უთუოდ იმსახურებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრობას. მაგრამ ეს თვით აკადემიის პრობლემაა. სამწუხაროდ, ალექსანდრე ბენდიანიშვილისათვის არც მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის ტიტული მიუნიჭებიათ, რადგან მსგავსი ტრადიცია ჩვენში კარგა ხანია აღარ არსებობს. იუბილარის მაგალითზეც კარგად ჩანს, რომ შეწყვეტილი ტრადიცია კვლავ უნდა განახლდეს და აღნიშნული ტიტული უნდა ენიჭებოდეს სწორედ მასა და მისნაირ მეცნიერებს, რომელთაც ნამდვილად მიუძღვით დამსახურება ქართული მეცნიერების წინაშე.ვუსურვოთ ჩვენს იუბილარს საყვარელი სამშობლოს ტერიტორიული გამთლიანება და მნიშვნელოვანი პროგრესი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, პირადად კი - ჯანმრთელობა, ახალი ასაკობრივი მიჯნების გადალახვა და ქვეყნის წარმატებების მოწმეობა - ,,თანადამხდურობა“.

მამული, ენა, სარწმუნოება

შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა
114 აგვისტოს აღინიშნება შემოყვანება პატიოსანთა ძელთა ცხოველმყოფელისა ჯვარისა უფლისა. 1897 წლის ბერძნული ჟამნის ცნობით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება.
წმიდა იოსებ არიმათიელი
31 ივლისს (13 აგვისტოს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა იოსებ არიმათიელის (I) ხსენების დღეს.
gaq