საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე
georoyal.ge
Speaker of Royal Club of Georgia - Gaioz (Gia) Mamaladze
პუბლიცისტი, ფილოლოგი, ესეისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი, თანამედროვე ქართული ეროვნული იდეოლოგიის (ნაციონალიზმის, სახალხო მონარქიის, ტრადიციონალიზმისა და კონსერვატიზმის) იდეოლოგი - გია მამალაძე დაიბადა 1964 წლის 6 მარტს თბილისში, საქართველოში.

1980 წელს, მეგობრებთან, გია ბუმბიაშვილთან, ჯუმბერ თადიაშვილთან და სხვებთან ერთად დაარსეს ფარული არაფორმალური პოლიტიკური ჯგუფი - “ნამო”. 

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე (ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია). ასევე, თსუ ხელოვნებათმცოდნეობის მეორად ფაკულტეტზე.

აქტიურად იყო ჩართული სტუდენტურ და ეროვნულ მოძრაობაში.

იყო „თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებათა გამომკვლევი კომისიის სტუდენტი-ახალგაზრდობის ქვეკომისიის” თავმჯდომარე.

1991 წელს აირჩიეს თბილისის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის საკრებულოს წევრად. 

  1992 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა „ქართველ სტუდენტთა ეროვნული კავშირი“ (ქსეკი); 

1991 წელს, მეგობრებთან ერთად დაარსა პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული რენესანსის კავშირი“; 1992 წელს „იბერიულ-კავკასიური მოძრაობა – ეროვნული ფრონტი”;

1992 წლიდან ხელმძღვანელობს ქართველთა ერთობა - ქართველ ნაციონალიტთა ერთობას.

მეგობრებთან ერთად დაარსა „გეოპოლიტიკური მოდელირების ცენტრი”;

ამუშავებს და ავითარებს თანამე
სამეფო კლუბის გერბი
დროვე ეროვნული იდეოლოგიის საკითხებს (თანამედროვე ქართული ნაციონალიზმი, სახალხო მონარქია, ტრადიციონალიზმი, კონსერვატიზმი, ქრისტიან-სოციალური იდეოლოგია, იბერიულ-კავკასიური ერთობა). საქართველოს სინამდვილეში არის რამდენიმე ახალი პოლიტიკურ-იდეოლოგიური ტერმინის ("ჩრდილო ქართლი" - სამხრეთ ოსეთის საპირწონედ, "სახალხო მონარქია", “ჰორიზინტალური მონარქია”, "რესპუბლიკური მონარქია", “მართმრევლობა = ნაციონალიზმი” და სხვა) ავტორი. 

იყო რამდენიმე გაზეთის იდეოლოგიურ–პუბლიცისტური დამატების ავტორი. სხვადასხვა ელექტრონულ გამოცემებში მიჰყავდა ლიტერატურის, ისტორიის, იდეოლოგიის, თანამედროვე მუსიკის გვერდები და ბლოგები. 

  სხვადასხვა გამოცემებში აქვეყნებს იდეოლოგიური, პუბლიცისტური და პოლიტიკურ–ანალიტიკური ხასიათის წერილებს.


გაიოზ მამალაძის ნაშრომებია:

იდეოლოგია: 

“საქართველო კვლავ უნდა იქცეს კავკასიის მზედ” (1992), “ქართული ნაციონალისტური (მართმრეული) მოძრაობა / საფუძვლები, პრინციპები, მიზნები და ამოცანები” (1992), “აღმსარებლობა და ქართული ნაციონალიზმი / ერთობის ფორმულა”, “ინტეგრალური ნაციონალიზმი და არისტოკრატიულობის თეორია”,  “ეროვნული იდეოლოგიის ვერტიკალური და ჰორიზონტალური პოსტულატები”, “სახალხო მონარქიისათვის”, “სახალხო კონსტიტუციური რესპუბლიკური მონარქია”, “საქართველოს გაერთიანების პერიოდის „არქიტექტურული იდეოლოგია“, “რუსეთი არ არის მესამე რომი”, “ჩრდილ
ირაკლი ბაგრატიონის სტუმრობა სამეფო კლუბში
ო ქართლი (და არა სამხრეთ ოსეთი)”, “ჰაგიოგრაფია - ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი” და სხვა…

საქართველოსთან დაკავშირებული საკრალური თემები: 

“მართლმადიდებლური საკრალური გეოპოლიტიკა V-VI საუკუნეების საქართველოში”, “საქართველო "ახალი ისრაელია" (რჩეული ხალხი), რუსეთი "ახალი ეგვიპტე" (ხალხთა საპყრობილე)”, “უფლის კვართი (და იაკობის კიბე) მცხეთაში”, “უფლის აღთქმა დავითიანთა (იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონთა) გვარისადმი ანუ ძველი და ახალი აღთქმის სამეფო ლეგიტიმიზმის პრინციპი”, “დავით აღმაშენებლის საფლავის მისტერია”, “ქართველი ერი - ღვთის რჩეული ხალხი”, “ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტისის წინასწარმეტყველება საქართველოზე”, “იეშუა იშვა”, “დე კასტელი ბაგრატიონთა ქრისტესთან ნათესაობის შესახებ” და სხვა. 

ესეები: 

“ზვიადობა”, “ზვიადის მისტერია გრძელდება”, “კაცი რომელიც ბრუნდება”, “გოჩა ესებუასადმი”, “ისა ქოაძოისადმი” და სხვა. 

საისტორიო-პოპულარული წერილები: 

“ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ფარნავაზ მეფის წინაპრები და რა თანამდებობები ეკავათ მათ აქემენიდებისა და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიებში”; “ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ ფარნავაზ მეფის წინაპრები და რა თანამდებობები ეკავათ მათ აქემენიდებისა და ალექსანდრე მაკედონელის იმპერიებში”; “სამი სამეფოს, ორი დინასტიისა და შვიდი მეფის ტახტის მემკვიდრე“; „ეგროსის წილი“, „თუბალი“, საქართველოს გაერთიანების პერიოდ
მეუფე ანანიას სტუმრობა სამეფო კლუბში
ის „არქიტექტურული იდეოლოგია“; „როგორი სამსახური გაუწია საქართველოს, ბაგრატ მეოთხის დის, გურანდუხტის ასულმა, მარიამმა, ორჯერ“; ხელისუფლებათა სიმფონია საქართველოში“; „დავით აღმაშენებელთან იერუსალიმის მეფის სტუმრობის სავარაუდო მიზეზები“; „ტფილისი - კავკასიის მეტროპოლია და მისი მნიშვნელობა დავი აღმაშენებლისთვის“; „ტფილელი მაჰმადიანებისა და მათი დამხმარეების მიერ დავით აღმაშენებლისთვის გაწეული გააფთრებული წინააღმდეგობის მიზეზები“; „ნატვრა, რომელიც ვერ აისრულა დავით აღმაშენებელმა“; „რას ნიშნავდა დავით აღმაშენებლისეული საქართველოს სასაზღვრო-მფლობელობითი ფორმულა: „ნიკოფსიითგან დარუბანდამდე...“; „რატომ თვლიდა, თავმდაბლად, დავით აღმაშენებელი, რომ მეათე მცნება დაარღვია”; “უყვარდათ თუ არა დავით აღმაშენებელი მის თანამედროვე ქართველებს”; „იყო თუ არა შეცდომა ქართველების მიერ ტრაპიზონის იმპერიის დაარსება“; „თამარ მეფის სახელი იმდროინდელ მსოფლიოში და ლეგენდა მისი და მისი ძის განსაკუთრებულობის შესახებ“; „რატომ დარჩრდილა თამარ მეფის სახელმა წინამორბედი და შემდგომი მეფეების სახელები ქართულ ფოლკლორში“; „საქართველო ემზადებოდა გამხდარიყო მესამე რომი“ და სხვა.

გამოქვეყნებული აქვს ლექსები, მოთხრობები და ესეები.  2004 წელს, მისი ინიციატივით დაარსდა „საქართველოს სამეფო (მონარქისტული) კლუბი”.  აირჩიეს სამეფო კლუბის სპიკერად.

2006–2007 საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიაში“ მიჰყავდა საავტო
იოანე ბაგრატიონი, მისი მეუღლე ქრისტინე, გია მამალაძე და ომარ მხეიძე
რო გადაცემა „სახალხო მონარქიისათვის“. 

2007 წელს გამოვიდა გია მამალაძის წიგნი „კონსტიტუციური სახალხო მონარქიისათვის“. 2010 წელს, “ბერძენი ბერის, კირილე ლავრიოტიოსის წინასწარმეტყველება საქართველოზე”. გამოცემულია მისი რამდენიმე ელექტრონული წიგნი: „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთას“ და სხვა თხულებების საიდუმლო, საკრალური, დაშიფრული ინფორმაციები და ანალოგიები” (პირველი რედაქცია, ელექტრონული, 2010); „დავით აღმაშენებელი - მზე ყოველთა მეფობათა“ (ელექტრონული, 2026); „დავით აღმაშენებელი -მზე ყოველთა მეფობათა” (2026, ელექტრონული); „სუმბატ დავითის ძის ქრონიკის - „ცხორებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“ – საიდუმლო, საკრალური, დაშიფრული ინფორმაციები და ანალოგიები (მესამე რედაქცია, ელექტრონული, 2026); “ძირითადი პრინციპები საქართველოს სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო რესპუბლიკური სამეფოს კონსტიტუციისათვის” (2026, ელექტრონული); “კონსტიტუციური სახალხო ჰორიზონტალური დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკური მონარქია (გვირგვინოსანი დემოკრატიული რესპუბლიკა) (მეორე რედაქცია, 2026, ელექტრონული).

    2007 წელს გადაიღო ისტორიულ–დოკუმენტური ფილმი „დაბრუნების დასაწყისი“ (ავტორი, რედაქტორი), რომელიც გადმოგვცემს საბჭოთა კავშირში ბაგრატიონ–მუხრანელების დინასტიის მეთაური ოჯახის რეპრესიების, მათი იძულებითი ემიგრაციის, ევროპის სამეფო ოჯახებთან დანათესავებისა და სამშობლოში დაბრუნების ისტორიას. 2008 წე
მეუფე ანანია ჯაფარიძესთან ერთად
ლს ფილმმა ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საერთაშორისო მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე – „წმინდა ანდრიას ჯვარი“ აიღო სიგელი. ფესტივალში მონაწილეობისთვის პირადად გ. მამალაძეც პერსონალური სიგელით დაჯილდოვდა. 

არის სამეფო კლუბის საიტის www.georoyal.ge -ს, www.youtube.com/@RoyalClubofGeorgiaTV და რამდენიმე youtobe.com ბლოგის რედაქტორ-დამფუძნებელი. მიჰყავს ისტორიის რუბრიკა ჟურნალ „თბილისელებში“.

ჰყავს მეუღლე, ნატო გიორგაძე და ქალიშვილი ნონა

გია მამალაძე ახალგაზრდობაში, 1991 წლის საკრებულოების არჩევნების დროს
ნუკრი მჭედლიშვილი, ანა ბაგრატიონი, გია მამალაძე და გენერალი რონალდ მანგამი
ანა ბაგრატიონ-გრუსზინსკის სტუმრობა სამეფო კლუბში
ანა ბაგრატიონ-გრუსზინსკის სტუმრობა სამეფო კლუბში
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge
Speaker of Royal Club of Georgia - Gaioz (Gia) Mamaladze გაიოზ (გია) მამალაძე
დეკანოზ აკაკი მელიქიძესთან და ქალიშვილთან ერთად
გაიოზ მამალაძის წიგნი:
სამეფო კლუბის სპიკერი გაიოზ მამალაძე
გაიოზ მამალაძის პირადი გერბი

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელი (+1809)
14 ივლისი წმიდა ნიკოდიმოს მთაწმიდელის ხსენების დღეა. წმიდა ნიკოდიმოსი (ერისკაცობაში - ნიკოლოზი) 1748 წელს დაიბადა საბერძნეთის კუნძულ ნაქსოსზე; ოცდაექვსი წლისა იყო, როცა ათონის მთას მიაშურა და იქ, წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის (დიონისეს) მონასტერში ბერად აღიკვეცა ნიკოდიმოსის სახელით. თავდაპირველად ნიკოდიმოსი მკითხველისა და საქმის მწარმოებლის მორჩილებას აღასრულებდა.
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე (+284)
წმიდანი უვეცხლო მკურნალნი: კოზმა და დამიანე - რომსა შინა წამებულნი, რომელთა ხსენებაც აღესრულება 1 (14) ივლისს, ღვიძლი ძმები იყვნენ და ქალაქ რომში ცხოვრობდნენ. ქრისტიანმა მშობლებმა ღვთისმოშიშებით აღზარდეს შვილები და მკურნალობის ხელოვნებას დააუფლეს. კეთილმსახურებით გამორჩეული კოზმა და დამიანე უფალმა სასწაულებრივი კურნების ნიჭით დააჯილდოვა. ისინი უსასყიდლოდ წამლობდნენ ავადმყოფებს და ეუბნებოდნენ: „ჩვენ საკუთარი ძალებით კი არ ვკურნავთ სნეულებს, არამედ უფლის სახელით.
gaq