ინტერვიუ სამეფო კლუბის იურიდიული კოლეგიის ხელმძღვანელთან, უფლებადამცველ გიორგი თევზაძესთან. ბატონო გიორგი, ფაქტია, რომ პოლიტიკაში შემოსვლას ბევრი ახალი სახე ცდილობს, რომელ ძალას ანიჭებთ უპირატესობას არჩევნებში და რატომ? „სამწუხაროდ, ყველა პოლიტიკური ძალა მოსახლეობას ახსოვთ მხოლოდ არჩევნების წინ, რომლებიც არ იშურებენ დაპირებებს, ხოლო არჩევნების დასრულებისთანავე თავადაც არ ახსოვთ თავიანთი წინასაარჩევნო დაპირებები. ამ ეტაპზე, საკმაოდ ჭრელი პოლიტიკური სპექტრი მონაწილეობს არჩევნებში. საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს თითოეულ კვალიფიციურ პოლიტიკურ ძალებს მათი პოლიტიკური წარსულით. სამწუხაროდ, მიმაჩნია, რომ არარსებობს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა რომელსაც ამ ეტაპზე საზოგადოება გამოუცხადებდა სრულ ნდობას, რასაც ადგილი ქონდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც მოსახლეობა იმედით შესცქეროდა მომავალს. ხალხი იმედოვნებდა, რომ გაუმჯობესდებოდა თითეული მოქალაქისათვის სოციალური პირობები, შეიქმნებოდა სამუშაო ადგილები, განხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ეკონომიური პროექტები რომლებიც მეტ საშუალებას მისცემდა მოსახლეობას დასაქმებისათვის და ადგილობრივი საწარმოებისა და ინფრასტრუქტურების შექმნისათვის. ხოლო იმ პოლიტიკური პარტიებს, რომლებსაც აქვს პრეტენზია მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ მოსახლეობისათვის ანუ ამომრჩეველისათვის არ წარმოუდგენიათ თავიანთი სამოქმედო ოთხი წლის პროგრამა მხოლოდ ზეპირი დაპირებებს და მათ მიერ „ განხორციელებული“ საქმიანობის პრეზენტაციებს ვისმენთ. არც ერთი პოლიტიკური ძალისაგან ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კონკრეტულ ხედვა არ მოგვისმენია, რომელიც შეეხებოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ადვოკატის როლის გაძლიერებასა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივებს. ამიტომაც, ჩატარებული კვლევების მიხედვით, მოსახლეობის სოლიდური ნაწილს ჯერ ვერ გადაუწყვეტია ვის გამოუცხადოს ნდობა. როგორც ერთი რიგითი ამომრჩეველი, რომელ ძალას ანიჭებთ უპირატესობას? „ხელისუფლებაში ვისურვებდი ისეთ პოლიტიკურ პოლიტიკურ ძალას რომელთა მთავარი კრიტერიუმი იქნებოდა განათლება და პროფესიონალიზმი, ქვეყნის განვითარებისათვის ზრუნვა, ქართული ეროვნული ღირებულებების დაცვა რომელიც გაუფრთხილდება საქართველოს კულტურულ ძეგლებს და დაიცავს მას, რომელიც ხელს შეუწყობს განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარებას. სახელმწიფო გაუფრთხილდება იმ მონაპოვარს რაც გააჩნია ქართულ მეცნიერებას რაც მნიშვნელოვანს წარმოადგენს ხვალინდელი ღისათვის და მომავალი თაობებისათვის. ხელისუფლების მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქნება წარმოდგენილი ქართული ენის დაცვა და ქართული ენის სახელმწიფო პრორამის განხორციელებას შეუწყობს ხელს, ხელისუფლება რომელიც დაიცავს და გაუფრთხილდება თითოეულ სოფლად მცხოვრებ ოჯახს და შეუქმნის მათ მატერიალურ დაინტერესებას, რისთვისაც მისცემს მნიშვნელოვან, კრედიტებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის არა პიარისათვის. სახელმწოფო შეიმუშავებს შესაბამის სამოქმედო პროგრამას,სოფლის აღორძინებისათვის, სახელმწოფიო თავად იზრუნებს საწარმოების შექმნას სადაც დასაქმდება მოსახლეობა. ქვეყნისათვის ეკონომიურად სტრატეგიული ობიექტების გასხვისება უნდა აიკრძალოს თუ კიდევ დაგვრჩა რაიმე. ვისურვებდი ხელისუფლებას, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი იქნებოდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერიტეტის დაცვა და გამტკიცება. აგრეთვე, ხელისუფლება დაიწყებდა სამართლობის აღდგენის რეალურ პროცეს 1992 წლის პუჩის მოვლენების შეფასებიდან, ქვეყანაში ადგილი არ ექნებოდა სისტემურ დანაშაულის ფაქტებს რასაც ადგილი ქონდა 2012 წლამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს კერძო საკუთრების დაცვა და მისი ხელშეუხებლობა, ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ფარული მოსმენების ფაქტებს. როცა პოლიტიკოსობა და საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრა არ იქნება ზოგიერთისათვის საკუთარი ბიზნესის განვითარება და ამასთანავე კომფორტისა და მაღალი ხელფასებისა თუ დანამატების მიღების საშუალება, როცა თითოეული მოქალაქე წამყვან პოზიციებზე დასაქმების საშუალებას მიიღებენ მხოლოდ განათლებისა და გამოცდილების მიხედვით და არა უმეტეს წილად ნეპოტიზმის მეშვეობით. როცა ქვეყანაში ბელადომანიის სინდრომი დასრულდება და საზოგადოება მიხვდება, რომ ქვეყნისათვის მის საკეთებელს სხვა არავინ გააკეთებს, თავად უნდა იყოს ქვეყნის ბატონ-პატრონი. აი ასეთ პოლიტიკურ ძალას ვისურვებდი ხელისუფლებაში . მაგრამ სამწუხაროდ რეალობიდან გამომდინარე თუ თავად საზოგადოება არ ჩამოყალიბდა რა უნდა, ეს ყველაფერი სურვილად დარჩება. გადმობეჭდილია http://infotv.ge/?p=6261
|