საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

Enciclopetia Americana - ნაციონალიზმის განმარტება ამერიკულ ენციკლოპედიაში
გაიოზ გია მამალაძე
სამწუხაროდ, ზოგიერთი ადამიანი, ნაციონალიზმსა და ნაციზმს ერთნანეთში აიგივებს, რაც შეცდომაა,
ნაციონალიზმი არის საკუთარი ხალხის სიყვარული, სხვა ხალხების სიულვილი არ არი ნაციონალიზმი, სხვა ხალხების სიძულვილს ჰქვია ნაციზმი, რასიზმი, შოვინიზმი, იმპერიალიზმი, რაც არასდროს არ იყო დამახასიათებელი ქართველი ხალხისათვის.
 ნაციონალიზმი, გარდა გერმანული და საბჭოთა ენციკლოპედიებისა (და მათთან იდეურად დაკავშირებული ლექსიკონებისა), არსად არ არის უარყოფითად განმარტებული. ახლა გთავაზობთ ერთ-ერთ განმარტებას, რომელიც ეკუთვნის ამერიკელებს.

ვთხოვთ ყველას, დავაზუსტოთ ტერმინები და ისე ვისაუბროთ.
გ. მამალაძე

"ნაციონალიზმი არის გონების მდგომარეობა დამახასიათებელი განსაზღვრული ხალხისათვის, რომელთაც აქვთ ჰომოგენური კულტურა, ცხოვრობენ ერთად მჭიდრო კავშირში განსაზღვრულ ტერიტორიაზე და აქვთ რწმენა თავიანთი გამორჩეული არსებობისა და საერთო ბედისწერისა. 

ამ ხალხს აქვს ურთიერთთანაგრძნობის ღრმა შეგრძნება და ლოიალობა საკუთარი ჯგუფისადმი.  
ნაციონალიზმი აყენებს თავისი ჯგუფისადმი ერთგულებას უფრო მაღლა, ვიდრე სხვა ერთგულებებს (ლოიალობას) და მოითხოვს სიამაყეს ამ ჯგუფის მიღწევების გამო"
(Enciclopetia Americana v. 19 1966).  

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი პამვა მეუდაბნოე (IV)
ღირსი პამვა, ვისი ხსეენბაც არის 31 ივლისს, ეგვიპტეში, ნიტრიის უდაბნოში მოსაგრეობდა IV საუკუნეში. როგორც ჩანს, იგი დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო - სიყმაწვილეში განათლება არ მიუღია. როცა ამა სოფლის ამაო ცხოვრებიდან განდგომა განიზრახა, მან ერთ ბერს სთხოვა, ფსალმუნთა შესწავლაში დახმარებოდა, რადგან თავად წერა-კითხვა არ იცოდა. ოცდამეთვრამეტე ფსალმუნის სიტყვებმა - „ვთქუ: ვიმარხნე გზანი ჩემნი, რაჲთა არა ვცოდო ენითა ჩემითა“, - ისე შეძრა ნეტარი, რომ ამ დროიდან მოყოლებული მდუმარების სიყვარული წმიდა მამის ერთ-ერთი უმთავრესი სათნოება გახდა. წმიდა პამვამ მალე გაითქვა სახელი თავისი წმიდა ცხოვრებით.
წმიდა მოწამე ემილიანე (+363)
წმიდა მოწამე ემილიანე, ვისი ხსენებაც არის 31 ივლისს, იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) მეფობისას აღესრულა ქრისტესთვის. იულიანეს სურდა, წარმართული ღვთაებების კულტი აღედგინა იმპერიაში, ამიტომ ქვეყნის ყოველ კუთხეში დაგზავნა ბრძანება - ამოეხოცათ ყველა ქრისტიანი. მდინარე დუნაის ნაპირას მდებარე ქალაქ დოროსტოლში, სადაც წმიდა ემილიანე ცხოვრობდა, მეფის წარჩინებული მოხელე კაპიტოლინი ჩავიდა იმპერატორის ბრძანების აღსასრულებლად. წმიდა ემილიანე წარმართთა შესაკრებელში შევიდა, დაამსხვრია ცრუღმერთების ქანდაკები, დაამხო სამსხვერპლოები და მიიმალა.
gaq