საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

გენადი ზაქარაიას მაზნიაშვილი
ლევან სალუქვაძე


2016 წლის 30 ნოემბერს გენადი ზაქარაიას დაბადების დღე ჰქონდა და ამ თარიღს მის მიერ შესრულებული გენერალ მაზნიაშვილის პორტრეტის გახსნა დაემთხვა. ავტორისთვის მართლაც მნიშვნელოვანი დღეა.


პორტრეტის გახსნას ქალაქის მესვეურები და თავდაცვისა და კულტურის სამინისტროების მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ხალხიც ბევრი მოგროვდა, რა თქმა უნდა იმ რაოდენობით, რომელსაც მაზნიაშვილის და კიევის ქუჩების გასაყარი დაიტევდა, პრესა, კამერები. წითელ საპარადო ფორმაში საზეიმო ყარაულის ოფიცრები პატივს მიაგებდნენ სახელოვანი სარდლის ხსოვნას. შესაბამისი სიტყვებით გამოვიდნენ საჯარო და სამხედრო მოხელეები, აღნიშნეს გენერლის უდიდესი ღვაწლი და სამამაცე, მისი დამსახურება ქვეყნის წინაშე, ოჯახის წევრებსაც მოეფერნენ სათანადო პატივითა და თანადგომით. დადგა საზეიმო წუთი თეთრი ნაჭრისაგან პორტრეტის განძარცვისა! საზოგადოება წამით გაირინდა და.....მამაკაცთა გუნდი გალობს „წმინდაო ღმერთოს“, საზოგადოება კი დაბნეული უყურებს კიდევ ერთ რებუსს.

ნამუშევარი

მხატვართა საზოგადოებისათვის და არა მარტო მათთვის ახალი არ არის გენადი ზაქარაიას მანერა. მისი შემოქმედება კარგად არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარედაც. გენადის არა ერთი ნამუშევარი ამშვენებს სხვა და სხვა ქალაქებს თუ კურძო კოლექციებს. მაგრამ დავუბრუნდეთ გენერალ მაზნიაშვილის ძეგლს თბილისში. დაუძლეველ პრობლემად იქცა სხმულის დაბალი ხარისხი, რომელმაც ამ შემთხვევაშიც იჩენა თავი. პორტრეტი ჩამოსხმულია თითბერისაგან- ბრინჯაოს ნაცვლად და შესაბამისად მას ააქვს უკვე საკმაოდ მობეზრებული მწვანე პატინა, სახელდახელოდ ამოპრიალებული აქცენტებით. თვითონ ქანდაკება დიდია, ასეთი ნამუშევარი 20-25 % მცირე უნდა იყოს, მით უმეტეს რომ გარემო სივრცე პატარაა, შეიძლება ითქვას კამერულია. რაც შეეხება პორტრეტის კომპოზიციას - დაჩეხილი, ნაწამები სახე, გასაგებია რომ მეომარია და ა.შ. მაგრამ ეს ალეგორია, ეს ხერხი საკმაოდ მოძველებულია და საზოგადოების მიერ არც თუ ისე იყო მოწონებული იმ დროსაც კი, როცა მართლა აქტუალური და ახალი იყო, ანუ ოთხმოციანი წლების ბოლოს. პიროვნების მთლიანობა კი, რომელიც გმირი გენერლის ძირითადი მახასიათებელია, სრულად შეეწირა ამ მხატვრულ ხერხს.


პოსტამენტი მაღალია, ისე რომ ნაწარმოების დაზგური ფორმა-კომპოზიცია მონუმენტალურ სიმაღლეზეა მოთავსებული და აღსაქმელად ძნელი რაკურსით გვევლინება. წარწერა „ოქროს“ ასოებით, ასევე გაპრიალებული თითბერისაგან არის გაკეთებული.


პოსტამენტში ისეთი მასალებია გამოყენებული, რომ ისედაც გაუთვიცნობიერებელი და სპეციფიკაში ჩაუხედავი საზოგადოება დაიბნა და გმირის ძეგლი სასაფლაოს მონუმენტში აერიათ. სიცოცხლის წლები რატომ არ წერიაო, იკითხეს გაკვირვებულებმა, არა და სად გაგონილა მონუმენტს პიროვნების დაბადების და გარდაცვალების წლები ეწეროს. ეს ხომ საზოგადოებრივი მოვლენის, ერის წინაშე დამსახურების, გმირობის და სიმამაცის სიმბოლოა, რაც წლებით რაღა თქმა უნდა არ შემოიფარგლება. ბანალურია წითელი და შავი ქვების მენშევიკების დროშის მინიშნებად გამოყენება. ხასხასა მწვანე პატინის და გაპრიალებული იაფფასიანი გრანიტის ფერთა შეხამება გაუმართლებელია. 
სკულპტურის „მოდერნული“ გადაწყვეტა დღეს ცოტა არ იყოს აზრობრივად გაუგებარია. მაზნიაშვილი მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გენერალია. ერთი საუკუნის მერე რატომ უნდა გააკეთოთ იმ სტილში რომელიც ევროპამ ამ კაცის სიცოცხლის პერიოდშივე დაივიწყა. თუ სტილის არჩევანია და ჩვენ ჩვენი ქართული არ გავქვს ან გვაქვს მაგრამ არ გვინდა მისი გახსენება, მაშინ რომაული პორტრეტის სტილი გამოვიყენოთ- პორტრეტის ტრადიცია ხომ რომიდან არის წამოსული. კლასიკურ სტილში ყველაფერი გასაგებია და ისედაც დაბნეული და გატანჯული საზოგადოება ადვილად გაიგებს და არ ინერვიულებს გენერალი გაგვილანძღესო. ან ექსპრესიული სტილი აგვერჩია და გადმოგვეცა გმირის სულიერი ვიბრაციები, ან .... იმდენი შეიძლება რამდენიც ავტორი იარსებებს.

პასუხისმგებლობა.

მოქანდაკე თავისუფალი მხატვარია მისი შემოქმედების ჩარჩოში ჩასმა არასწორი და კონტრპროდუქტიულია. პირიქით მას მსჯელობის და ქმედების თავისუფლება უნდა მისცე, მაგრამ ეს რომ გააკეთო მკაფიოდ უნდა გესმოდეს შენ რა გჭირდება, და მას რა შეუძლია. არ შეიძლება ბერნინის დაუკვეთო გრანიტის ობელისკი, ან ჯაკომეტის-კონკრეტული პიროვნების პორტრეტიული მემორიალი. თუ იცნობ გენადი ზაქარაიას შემოქმედებას და იცი გენერალი მაზნიაშვილის ძეგლი რისთვის გჭირდება, მას ეს შეკვეთა არ უნდა მისცე. არა იმიტომ რომ ზაქარაია ცუდი მოქანდაკეა, არამედ იმიტომ რომ ის სპეციფიური მხატვარია და მას თავისი მკვეთრად გამოხატული სტილი აქვს, საზოგადოებისათვის მისი ბევრი ნამუშევარია ცნობილი და მის ხელწერას ყოველთვის გამოარჩევ სხვებისაგან, მაგრამ გმირი გენერლის ძეგლი, დღევანდელ საქართველოში მისი თემა ნამდვილად არ არის.


კონკურსი გასაგები ფორმაა- მოქანდაკეებს ეკითხები აი ეს ძეგლი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათო. „ეს“- ანუ კონკრეტულად მინიშნებული შინაარსი და „ძეგლი“ ანუ მკაფიო ფუნქციის მატარებელი ობიექტი. აქ არ არის მსჯელობა ჩვენ მაზნიაშვილისთვის მიძღვნილი მუსიკალური ეტიუდი გვინდა თუ მემორიალური დაფა გვჭირდება მის სახლმუზეუმზე. გვჭირდება გმირი გენერლის პორტრეტული ძეგლი რომელსაც საზოგადოება პატივს მიაგებს. ოფიცრები კურსანტებს მოიყვანენ და მის დამსახურებაზე იმსჯელებენ, საპატიო დღეებში გვირგვინებით შეამკობენ, ბიჭები მის გმირობას გაიხსენებენ და სამხედრო სამსახურს სიამაყით შეუდგებიან, გოგონები კი თავიანთ მფარველად და სამშობლოს საიმედო დამცველად აღიქვამენ და სატრფოებს საზომად დაუდებენ მის ვაჟკაცობას. ჩვენ გვჭირდება გენერლის- უმაღლესი სამხედრო წოდების, სამშობლოსათვის თავდადებული გმირის (რომლის ფოტოგამოსახულებასაც ვიცნობთ) პორტრეტული მონუმენტი. და არა უადგილო მხატვრული ძიება, ტვინის ჭყლეტა, საკუთარი განსაკუთრებულობის წარმოჩენა, განცდები, და ფსიქო-ემოციური წიაღსვლები. ამისათვის არსებობს ნეიტრალური თემები, გამოფენები, სიმპოზიუმები, კერძო კოლექციები, გალერეები, და მუზეუმები. (თუმცა ჩვენთან არ არსებობს!))))...


ჩვენი საზოგადოება როგორც უკვე ვთქვი დატანჯული და გზააბნეულია. მან არ იცის თუ რა ფასეულობებია დეკლარირებული სახელმწიფოს მიერ, რა ითვლება კარგად და ცუდად, საპატიოდ და სამარცხვინოდ. უფრო სწორად, რომ ითქვას ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ეს ცოდნა თუ რამდენად სწორია ვერ გარკვეულან. 


ისეთი რთული დარგი ხელოვნებისა როგორიცაა ქანდაკება ისედაც ყოველთვის გაუგებარი იყო ხალხის მასებისათვის, ჩინოვნიკებისათვის, ფუნქციონერებისათვის. მათ ამ დარგში გათვითცნობიერებული პიროვნებების და ექსპერტების დახმარება სჭირდებათ, მაგრამ დახმარება და არა მითითება, არა დირექტივა, არა საყვედური და შეურაცხყოფა. მათ არ ესმით ფორმის სიმკვრივე და ხაზის დენადობა, მაგრამ არც მოეთხოვებათ. მათ უნდა ესმოდეთ ვის რა უნდა ჰკითხონ და ვის და როდის უნდა დაუჯერონ.


როცა იცი, რომ არ იცი, უკვე კარგად არის საქმე. ცოტაღა დაგრჩენია, მოძებნო ის ვინც იცის და ჰკითხო, სთხოვო, გაიგო. 


გენადი ზაქარაია უდავოდ კარგი მოქანდაკეა. მის შემოქმედებაზე ბოლო სამი თუ ოთხი ათწლეულის მანძილზე თაობები აღიზარდნენ. და მით უფრო გაუგებარია რატომ უნდა დაგვემართოს ისე რომ ნიჭიერი შემოქმედის მიერ შესრულებული ეროვნული გმირის ძეგლი, გადაიქცა საზოგადოების აღშფოთების და უკმაყოფილების კიდევ ერთ ეპიცენტრად. თითქოს და ყველაფერი სწორედ არის გაკეთებული, მასალა, ავტორი, სუბიექტი, ობიექტი, მოვლენა, ქუჩა, სამინისტრო, ყარაული, საგალობელი.....


იმიტომ, რომ მთავარი დაგვავიწყდა. შინაარსი, რისთვის ვაკეთებთ, ვინ ვართ და ვინ გვინდა, რომ ვიყოთ.

კულტურა, სიტყვა კულტიდან არის ნაწარმოები და მსახურებას ნიშნავს. კულტურულია ადამიანი რომელმაც იცის თუ რას ემსახურება.

ლევან სალუქვაძე. 
1 დეკემბერი 2016.

მამული, ენა, სარწმუნოება

18 აპრილი - ხსენება ღირსი თეოდორა თესალონიკელისა (+892)
წმიდანის მორჩილება, მარხვა და ლოცვა სათნო ეყო უფალს და თეოდორამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ღირსი დედა სასწაულებს იქმოდა სიკვდილის შემდეგაც.
18 აპრილი - ხსენება მოწამეებისა: აღათოპოდი დიაკვნისა, თეოდულე მკითხველისა და სხვათა (+დაახლ. 303)
მოწამემ სიხარულით შეჰღაღადა უფალს: „დიდება შენდა, უფალო, მამაო ღვთისა ჩემისა იესო ქრისტესო. გმადლობ შენ, რამეთუ ღირს მყავ აღვესრულო სახელისა შენისათვის“, მაგრამ ფაუსტინმა ბრძანა, პატიმრები კვლავ ციხეში ჩაეყვანათ. საპყრობილეში წმიდანებმა ერთნაირი სიზმარი ნახეს: ხომალდი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ჩაიძირა, თვითონ კი სპეტაკი სამოსლით გამოვიდნენ ნაპირზე. მოწამეებმა მადლობა შესწირეს ღმერთს მათთვის მოწამეობრივი აღსასრულის გამზადებისთვის.
gaq