საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ჰიტლერის ფავორიტის, ერნსტ იუნგერის რომანი "ჰელიოპოლისი" – წინასწარმეტყველება GPS და მობილურ კავშირზე
გია მამალაძე
ჰიტლერის ფავორიტი, ერნსტ იუნგერის რომანი "ჰელიოპოლისი" – წინასწარმეტყველება GPS და მობილურ კავშირზე
11:08 17.02.2011[გიორგი მახობეშვილი]

"ავტორის ამოცანა – თუკი სხვა ადამიანების თვალში ავტორობა რაიმე არსებითს ნიშნავს – სულიერის სამშობლოს, სულის საუფლოს შექმნაა. ეს შეიძლება იყოს მოკრძალებული ნიში წმინდანის გამოსახულებით, ჭიშკართან მიდგმული სკამი, ქოხი სოფელში, სასახლე, ტყეები, მთები ან კოსმოსური სივრცე.

შემოქმედება უფრო მეტად იპყრობს და იმორჩილებს სამყაროს, ვიდრე ცოდნა ან პოლიტიკა. ამიტომ შემოქმედებითი წარმატებები ყოველთვის უძლებს დროის გამოცდას. პოეტი ქმნის, რათა ყველაფერი ეს იცნონ და დაიხსომონ, შემდეგ კი სულიერი სამშობლო ჰპოვონ მათში. პოეტები უშურველად გასცემენ მყუდრო თავშესაფარს თუ ვრცელ საცხოვრებელს. იქ სადაც პოეტები არ არიან, სიცარიელე ისადგურებს"...

ამ სიტყვების ავტორი, კონსერვატიული რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ცნობილი მწერალი, პუბლიცისტი და გერმანიის გმირი, ერნსტ იუნგერი გარდაიცვალა 1998 წლის 17 თებერვალს. მისი ნაწარმოებები უამრავ ენაზეა ნათარგმნი. მან უდიდესი გავლენა იქონია თანამედროვე სამყაროს პატრიოტებზე. მის სხეულზეც, 14 ჭრილობა იყო გამოსახული, სამშობლოსათვის ბრძოლაში მიღებული. 

დაიბადა 1895 წელს, ფილოსოფიის დოქტორის ოჯახში. ამით ადვილად გასაგები ხდება, რამდენად გაბედული ნაბიჯი გადადგა 1913 წელს, 18 წლის ასაკში, როცა სახლიდან გაიქცა, რათა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში ჩარიცხულიყო. დააბრუნეს. მამასთან დადო "ხელშეკრულება", გააგრძელა სწავლა და მთელი სულითა და გულით ჩაერთო მოძრაობა "ვანდერფოგელის" საქმიანობაში. ამ მოძრა

ობის მონაწილეები ბუნების თაყვანისმცემლები იყვნენ.

1914 წელს ,ვადაზე ადრე ჩააბარა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გამოცდები და ჩაირიცხა ჰანოვერის 73 პოლკის შემადგენლობაში. მერე  ოფიცერი გახდა და ხელმძღვანელობდა ოცეულს, მერე ასეულს ომის განმავლობაში 14 დაიჭრა. ერთხელ გამჭოლი ჭრილობა მიიღო თავის არეში.

"ხანგრძლივად წოლას ყოველთვის თან სდევს მოწყენილობა. ერთხელაც გასახალისებლად, გადავწყვიტე ჭრილობების დათვლა. სისხლჩაქცევებსა და უბრალო ნაკაწრებს თუ არ ჩავთვლით, სულ თოთხმეტჯერ მქონდა იარაღი მოხვედრილი: ხუთი ტყვია, ორი ჭურვის და ოთხი ყუმბარის ნამსხვრევი, ორი მსკდომი და ერთიც შრაპნელის ტყვია. საბოლოოდ დამრჩა ოცი ნაჭრილობევი, რადგან ზოგი ტყვია გამჭოლი იყო. ომში პირდაპირი დამიზნებით იშვიათად ისვრიან, ცეცხლი ზოგადად ბრძოლის ველისკენაა მომართული. მიუხედავად ამისა, მოვახერხე მტრის მიერ ნასროლი უთვალავი ტყვიიდან თერთმეტი მე მომხვედროდა. აქედან გამომდინარე, სრული უფლება მქონდა, თამამად დამებნია მკერდზე ჭრილობებისთვის დაწესებული ოქროს სამკედე ნიშანი".

1917 წელს დააჯილდოვეს რკინის ჯვრით. იმავე წლის ბოლოს ჰოჰენცოლერთა სამეფო სახლის რაინდის ჯვრით – 80 ჯარისკაცით მტრის 200 მებრძოლი აიყვანა ტყვედ. მერე კი გამჭოლი ტყვიით დაჭრილმა, თავისი ასეული გადაარჩინა ტყვეობას. ამისთვის გერმანიის იმპერიის უმაღლესი ჯილდო Pour le Mérite მიიღო. მწერალი ერნსტ იუნგერი ითვლება გერმანული ჯარის შეტევითი ნაწილების ერთ-ერთ შემქმნელად და ტაქტიკოსად.

ამ ომის დროს დაწერა თავისი პირველი და ყველაზე პოპულარული ნაწარმოები "ფოლადის ქარიშხლები" (In Stahlgewittern). გატაცებული იყო  შპენგლერით, შეისწავლიდ

პირველი მსოფლო ომის დროს
ა დემონოლოგიას და უცნაურ შესაძლებლობებს ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა, ზოოლოგიას და ფილოსოფიას.

1925 წელს წავიდა არმიიდან. დაუახლოვდა კონსერვატიულ-რევოლუციურ მოძრაობას. წერდა ნაციონალ-სოციალისტების Völkischer Beobachter და სხვა გაზეთებისთვის. თანამშრომლობდა ერნსტ ნიკიშთან, ფრიდრიჰ ჰილშერომთან და სხვა კონსერვატიულ-რევოლუციონერებთან. 1926 წელს დაქორწინდა და შეეძინა ორი ვაჟი ერნსტი და ალექსანდრე.

გერმანიის ღალატით დამარცხებამ და ვაიმარის რესპუბლიკამ, გული გაუტეხა პატრიოტებს და გამოსავლის ძიება დააწყებინა. კაცობრიობა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, ეს იყო ბოლშევიზმი და ფინანსური კაპიტალიზმი.

იუნგერი წერს ახალ წიგნს "ცეცხლი და სისხლი" (ერთი ეგზემპლიარი წარწერით "ერის ბელადს ჰიტლერს" უძღვნა). მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია ნაციონალიზმს. აღსანიშნავია მიმოხილვები "მშრომელი", "ტოტალური მობილიზაცია". თუმცა, თანდათანობით მისი გული საფრთხეს გრძნობს. 

ჰიტლერი მოვიდა თუ არა ხელისუფლებაში, იუნგერს შესთავაზა პარლამენტში შესულიყო ნაცისტების სიით, რაზეც დიდმა მწერალმა უარი განუცხადა. მან იგრძნო საფრთხე და შორს დადგა ნაცისტებისგან. შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა ჰებელსს. უარი უთხრა ნაცისტებს პოეზიის აკადიემიის წევრობაზეც. საბოლოოდ მიიღო გესტაპოს მიერ ბინის გაჩხრეკა.

ამ დროისათვის, იუნგერი თავის ნაშრომებში უკვე აკრიტიკებდა ნაცისტებს რასიზმისათვის. მისი რომანი "მარმარილოს კლდეებზე" ითვლება ნაცისტური რეჟიმის კრიტიკად – განსაკუთრებით ძალადობის ესტეტიზაციისათვის, რაც ნაცისტურ იდეოლოგიაში დამკვიდრდა. იმ დროსვე ქვეყნდება მისი "ფურცლები და ქვები", ასევე კრიტიკული. ამბობენ, ის

გადარჩა იმიტომ, რომ მსოფლიო ომის მონაწილე ჰიტლერი იუნგერისადმი დიდი სიმპატიით იყო განწყობილი.

მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს კაპიტნის ჩინით და ჩააბარეს ფეხოსანთა პოლკი. მალე გადაიყვანეს გენერალ კარლ ფონ შტულფნაგელის შტაბში, საფრანგეთში. 1942 წელს გამოაქვეყნა წიგნი "ბაღები და ქუჩები", რომელიც მალე თარგმნეს ფრანგულად. ამ წიგნმა საფრანგეთში აღიარება მოუპოვა.

დიდი მწერალი დაახლოებული იყო გრაფ შტაუფენბერგის შეთქმულების მონაწილეებთან. 1944 წლის 20 ივლისს ჰიტლერი სასწაულებრივად გადაურჩა შეთქმულების, კონკრეტულად შტაუფენბერგის მიერ დატოვებულ ბომბს, რომელიც მის შტაბში აფეთქდა. ყველა მონაწილე სიკვდილით დასაჯეს.

ჰიტლერის სიმპათიამ და პირადმა პროტექციამ გადაარჩინა იუნგერი სიკვდილით დასჯას. მისი შვილი დისციპლინარულ ბატალიონში გაგზავნეს, სადაც დაიღუპა. 1945 წელს დიდი პოპულარობა მოიპოვა იუნგერის წიგნმა "მშვიდობა". თვითონ გერმანიის სახალხო წინააღმდეგობის ერთი მიმართულების ხელმძღვანელად იყო დანიშნული, მაგრამ უაზრო მსხვერპლზე უარი თქვა.

მოკავშირეებმა გერმანიის ოკუპაციის მერე აკრძალეს იუნგერის წიგნები, თუმცა 1949 წელს აკრძალვა მოხსნეს. უნდა აღინიშნოს, რომ ის ოკუპანტების წინაშე ქედს არ იხრიდა. მისი შემოქმედობა საკმაოდ ნაყოფიერი იყო შემდგომ წლებშიც. გამოსცა კვაზი-ფანტასტიკური რომანი "ჰელიოპოლისი", სადაც არის ერთგვარი წინასწარმეტყველება GPS და მობილურ კავშირზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ესეები, მაგალითად, `მსოფლიო სახელმწიფო". რომანებიდან უნდა აღინიშნოს "შუშის ფუტკრები".

მერე გამოდის მოთხრობა კიდევ ერთ ფანტასტიკურ ქალაქზე "ეუმესვილზე" (Eumeswil), სადაც კვლევებია პოსტ-ისტორიისა და ადამიანის

შესაძლებლობებზე ნამდვილი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. თავისი კვლევები ნარკოტიკების მოხმარებასა და ალკოჰოლზე გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიულ ნაშრომ-ესეში "დაახლოება: ნარკოტიკები და თრობა", სადაც წარმოდგენილია მისი პირადი ცდები ნარკოტიკებთან დაკავშირებით.

სიცოცხლის ბოლო ხანებში დაუკავშირდა ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას. ფრანკფურტის მერიამ მას მიანიჭა გოეთეს პრემია. დაჯილდოებული იყო არა ერთი ჯილდოთი ლიტერატურისა და კულტურის დარგში. 1990 წელს გამოვიდა მისი აფორიზმების ერთგვარი ნაკრები "მაკრატელი", რომლებიც ეხება თანამედროვე და პოსტ-თანამედროვე სამყაროს. 1995 წელს იუნგერს დიდი პატივით გადაუხადეს 100 წლის იუბილე.

1960 წელს იუნგერი წერდა: `ავტორს გარკვეული ადგილი უჭირავს იერარქიაში. მას უშუალო და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ურთიერთობა აკავშირებს სამყაროს უზენაეს ავტორთან. ამაზეა დაფუძნებული მისი იდუმალი თეოლოგია. ნაწარმოებები მეტ-ნაკლებად წარმატებულ თარგმანს წარმოადგენს, რომლებიც ამ იდუმალსა და გამიუცნობს ხილული სამყაროს მონაპოვრად აქცევს. ისინი სიტყვით გამოუთქმელ ურთიერთობაზე მიანიშნებენ.

ამიტომაც, ნებისმიერი ქმნილება ნაკლოვანია, უნაკლო და სრულყოფილი კი მის მიღმაა. მხოლოდ ამ მიღმიერის წყალობითაა შესაძლებელი შემოქმედება. ავტორსა და მსმენელს, მაყურებელს, მკითხველს შორის ურთიერთობა უხილავ მესამე არსებაში ისხამს ხორცს და ორივენი, ავტორიც და მსმენელიც ამ მესამესთან თანაზიარობენ.

არც ერთ ნაწარმოებს თავისთავად არ ძალუძს დაიპყროს მკითხველი. ამისთვის მკითხველის ქმედითი თანამონაწილეობაა საჭირო, რომელიც შორდება ავტორის მიერ შექმნილის საზღვრებს. შუქის ასანთებად მუხტი ორივე პოლუსმა უნდა გაიაროს"

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-04-28
მოწამეთა: სუქიასი და მისთანა 16-თა ქართველთა: ანდრიასი, ანასტასისა, თალალესი, თეოდორიტესი, ივქირიონისა, იორდანესი, კონდრატესი, ლუკიანესი, მიმნეოსისა, ნერანგიოსისა, პოლიევქტოსისა, იაკობისა, ფოკასი, დომენტიანესი, ბიქტორისა და ზოსიმესი (100-130); მოციქულთა: არისტარქესი, პუდესი და ტროფიმესი (დაახ. 67); მოწამეთა: ბასილისასი და ანასტასიასი (დაახ. 68); მოწამისა საბა გუთელისა (372).
29 აპრილი - ხსენება ქალწულმოწამეთა: აღაპიასი, ირინესი და ქიონიასი (+304)
წმიდა ქალწულმოწამენი: აღაპია, ირინე და ქიონია დები იყვნენ. ისინი იტალიის ქალაქ აკვილაში ცხოვრობდნენ. სიყრმეშივე დაობლებული გოგონები ღვთისმოსავ ცხოვრებას ეწეოდნენ და სამონაზვნოდ ემზადებოდნენ. მათ სულიერ მოძღვარს, მღვდელ ზენონს ღვთაებრივი გამოცხადებით ეუწყა, რომ მალე აღესრულებოდა, წმიდა ქალწულებს კი აწამებდნენ.
მოწამე ლეონიდი და დედანი: ქარიესი, ნიკი, გალინა, კალისა, ნუნეხია, ვასილისა, თეოდორა, ირინე და სხვანი (+258)
29 აპრილს არის ხსენება წმიდა მოწამეთა: ლეონიდესი და დედათა - ქარიესისა, ნიკისა, გალინასი, კალისასი, ნუნეხიასი, ვასილისასი, თეოდორასი, ირინესი და სხვათა, რომლებიც აღესრულნენ კორინთოში 258 წელს.
gaq