საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრის, გიორგი თევზაძის განცხადება
„საქართველოს ჰყავს ბრძენი, ერზე მზრუნველი პატრიარქი… საკითხის აჟიტირება შედეგს არ მოგვცემს“

საპარიარქოსთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ეხმიანება. განცხადებას საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე, სამეფო კლუბის დამსახურებული წევრის, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ავრცელებს:

„საქართველოს და ქართულ ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე უფრო რთული დღეებიც ჰქონია, თუმცა საქართველოს ეკლესია ყოველთვის რჩებოდა და მომავალშიც იქნება საქართველოს განუყოფლობის, რწმენისა და ერთიანობის გარანტად. საზოგადოება შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომელიც მხოლოდ გამოძიების კომპეტენციას განეკუთვნება. დაუშვებელია ამ საკითხზე ვერსიები და განცხადებები კეთდებოდეს პოლტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ან თუნდაც საპატრიარქოს ცალკეული წარმომადგენლის მხრიდან.

გაცილებით სწრაფად და სწორად იქნება შესაძლებელი კითხვებზე პასუხების მიღება, რაც ნაკლებად მოხდება საკითხის აჟიტირება. ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს ამ შემთხვევის ობიექტური გამოძიება და კანონიერი რეაგირება წარმოადგენს. ყველა სხვა სახის მცდელობა საქმეს მხოლოდ დააზიანებს.

უფლის წყალობით საქართველოს ჰყავს ბრძენი, საქართველოზე და ქართველ ერზე მზრუნველი და ქართველი ერის საიმედო პატრიარქი, რომელიც სრულიად სამართლიანად საქართველოს მოსახლეობაში სარგებლობს ყველაზე დიდი ნდობით და ავტორიტეტით, რომლის ღვაწლიც შეუფასებელია. ამათანავე იწყება დიდმარხვის დღეები და საზოგადოებას მეტი თავშეკავება მოგვეთხოვება.

ამ დრომდე განცხადების გავრცელებისგან თავს შეგნებულად ვიკავებდით და გვსურდა, რომ ამ განცხადების გაკეთების საჭიროებაც არ ყოფილიყო, თუმცა შექმნილი ვითარება სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს.

ვიმედოვნებთ, რომ პატრიარქის მოწოდებისამებრ სამართალდამცავი ორგანოები საპატრიარქოს წარმომადგენლების ჩართულობით სამუშაოებს განახორციელებენ და საზოგადოება მიიღებს სწორ და დასაბუთებულ ინფორმაციას განვითარებული მოვლენების შესახებ. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაცვის მხარეს, კანონით დადგენილი თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე მიეცემა საკუთარი მოვალეობების ჯეროვნად განხორციელების საშუალება, რაც ხელს შეუწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას“ – აღნიშნულია განცხადებაში.


მამული, ენა, სარწმუნოება

10 ივნისი - ხსენება წმიდა მოწამე ელიკონიდასი (244)
წმიდა მოწამე ელიკონიდა ცხოვრობდა ქალაქ თესალონიკში III საუკუნეში. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანი კორინთოში ჩავიდა და წარმართთა შორის ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რისთვისაც შეიპყრეს და ქალაქის მმართველ პერინიუსს მიჰგვარეს. წმიდა აღმსარებელი სასტიკად ცემეს და გახურებულ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ ცეცხლიდან უვნებელი გამოვიდა.
10 ივნისი - ხსენება წმიდა ნიკიტასი, ქალკედონის ეპისკოპოსისა (IX)
წმიდა ნიკიტა, ქალკედონის ეპისკოპოსი VIII საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა. მას ღვთივსათნო ცხოვრებისათვის დაასხეს ხელი ქალკედონის ეპისკოპოსად. წმიდა ნიკიტა გულმოწყალებით გამოირჩეოდა; ზრუნავდა ქვრივებსა და ობლებზე, მხარში ედგა უსამართლოდ დაჩაგრულებს, ეხმარებოდა ღარიბებს. მისი სახლი მწირთა თავშესაფრად იყო ქცეული.
gaq