საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

როგორ დაამარცხა აფხაზეთში გამსახურდიამ რუსეთი გონივრული პოლიტიკით და როგორ და ვისი მეშვეობით იძია შური რუსეთმა
ბიმურზა დადეშქელიანი-აფრასიძე
1991 წლის 31 მარტის საყოველთაო ,სახალხო რეფერენდუმში 3 657 477 ამომრჩევლიდან 3 295 493 ამომრჩევლის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხმის მიცემა უდიდესი სამართლებრივი აქტი გახლდათ. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკა შიდამოუკიდებლობის აღდგენას ხმა მისცა რეფერენდუმში მონაწილეთა 97,73%-მა ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 59,84%-მა,მათშორის ქ.სოხუმში კენჭისყრაში მონაწილეთა 96,6%-მა,ანუ ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 64,02 %-მა,,გულირიფშის რაიონში 97,85%-მა (83,52%,ცნობისთვის ქართველთა რაოდენობა 52,71%, სომხები-25,3%,, რუსები 13,81%) , ოჩამჩირის რაიონში 91,1%-მა (54,27%), სოხუმის რაიონში 94,44%-მა (60,61%), გალის რაიონში 99,71%-მა (97,39%), გაგრაში 94,01%-მა. ...

1991 წელს აფხაზთა და ქართველთა ორმხრივმა კომისიამ (რ უ ს ე ბ ი ს  მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ი ს  გ ა რ ე შ ე) შეიმუშავა ახალი დროებითი საარჩევნო კანონი, რომლის მიხედვითაც აფხაზურ მხარეს ეძლეოდა დეპუტატის 28 ადგილი (43%), წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში 40,7%-ის ნაცვლად. ქართული დეპუტაციისთვის გამოიყო 26 ადგილი (40%),წინა მოწვევის უმაღლესი საბჭოში 37,9%-ის ნაცვლად. სხვა ეროვნების წარმომადგენლებს რჩებოდათ 11 ადგილი ანუ 17%-ი, წინა მოწვევის 21,4%-ის ნაცვლად...

საქართველოს "კონგრესის" ანტიეროვნული საქმიანობამ (არჩევნების ბოიკოტირებამ) ქართველებს 11 ადგილიდან 3 ადგილი დააკარგვინა და ქართული ორიენტაციის დეპუტაციის მაჩვენებელმა შეადგინა 47,6%-ი (აფხაზეთში ქართული მოსახლეობის პროცენტული მაჩვენებელი,ნაცვლად 52,4%-ისა  (...წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში ქართული ორიენტაციის დეპუტაციამ შეადგინა 37,9%-ი ანუ 10%-ით მაინც გაიზარდა ქართული დეპუტაციის რაოდენობამ უმაღლეს საბჭოში, მიუხედავად "კონგრესის" ბოიკოტისა)
 ორმხრივი კომისიის შეთანხმებით, ქართული მხრიდან უნდა დანიშნულიყო მთავრობის თავრემჯდომარე, ძალოვანი მინისტრები (შსს,უშიშროება) და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე... აფხაზებს ეყოლებოდათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე...

კონსტიტუციური ცვლილებებისთვის საჭირო იყო ხმების ორი მესამედი ანუ 43 ხმა, ეს მაშინ, როცა აფხაზები ფლობდნენ 36 ხმას... ანუ, აფხაზები, ვერ შეძლებდნენ, ქართული დელეგაციის თანხმობის გარეშე, კონსტიტუციურ ცვლილებას, და სხვა, ერთიანი საქართველოსთვის რაიმე პოლიტიკური ზიანის მიყენებას...


გარდა ამისა,, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს,საქართველოს კონსტიტუციის 121-4 მუხლის მე-13 პუნქტით უფლება ჰქონდა შეეჩერებინა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული აქტების მოქმედება, თუკი ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციას და კანონება...


ამ კანონმა განმუხტა კრემლის მიერ აფხაზეთში შექმნილი დაძაბული ვითარება, აფხაზეთის კონფლიქტი თავიდან აგვაცილა... (ამ დაძაბულობის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართველი "კონგრესმენები",რომლებიც ცრუ კინო-ფოტო მასალებთ "პრაღის 24-ე რეზოლუციით" ამტკიცებდნენ "ქართველების მიერ ოსების" გენოციდს", აფხაზებისა და სხვა ეთნიკური ჯგუფების ვითომდა შევიწროებას, ამყარებდნენ გორბაჩოვ-სახაროვ-მამარდაშვილის მითს საქართველოს მცირე იმპერიის შესახებ)...

28-26-11- დროებითი საარჩევნო კანონის მეშვეობით ქართველებმა და აფხაზებმა დიპლომატიური გამარჯვება მოიპოვეს მოსკოვზე, რადგან:

1.თავიდან იქნა აცილებული აფხაზეთში კონფლიქტი ,,ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდი და ქართველთა ეთნიკური წმენდა.
2.აფხაზებისთვის მოსახლეობის 17%-ის მიერ 43%-ი ადგილების მოპოვებით განეიტრალდა მითი "მცირე იმპერიის "შესახებ..
3.აფხაზეთში მართვის ბერკეტებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ფლობდა.
4.აფხაზეთში არჩევნების მაგალითზე ჩრდილო კავკასიაში დაიწყო ავტოქტონი მოსახლეობის "თვითგამორკვევის" პროცესი, დაჩქარდა "კავკასიური სახლის მშენებლობა..
1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი, რომლის ერთადერთ კითხვას: "გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ დადებითი პასუხი გასცა ქვეყნის საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოსახლეობის 98%-მა, მათ შორის აფხაზების, აზერბაიჯანელების, სომხების, ოსების დიდმა უმრავლესობამ. რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია) მიიღო "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“. იმავე დღეს აშშ-ის კონგრესმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად სცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები, რაც წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის დე-ფაქტო ცნობას.

ყველაფერი დალაგებული იყოო, აფხაზურ-ქართული ე. წ. კონფლიქტის შესაძლებლობა განეიტრალებული გახლდათ, მაგრამ, მტერმა, ჩვენი თანამოქალაქეების ხელით დაგვარტყა თბილისში...

რუსეთმა იგრძნო რა კავკასიის დაკარგვის საფრთხე , რუსეთის ვიცე-პრემიერ გენადი ბურბულისის კოორდინატორობით, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, პეჩორისა და როსტოვის სპეცნაწილების, ადგილობრივი "ოპოზიციის" მეშვეობით 1992 წლის იანვარში მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება, რამაც გამოიწვია, აფხაზეთში აფხაზებთან ზემოთაღნიშნული შეთანხმების დასუსტება და დამარცხება და საბოლოოდ ჩაშლა.
შემდეგში კი, მოქმედი კონსტიტუცია გააუქმეს რომელიც იყო გარანტი ზემოთაღნიშნული შეთანხმებისა... და ა. შ. 
მერე კი, კიტოვანმა ,არძინბამ , შევარდნაძემ... 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთის კონფლიქტის პროვოცირებითა და კონფლიქტში ქართული სამხედრო შენაერთების დასუსტებით (მძიმე ტექნიკის გამყვანა და ა. შ,)   გაყიდეს აფხაზი, ქართველი.... და აფხაზეთი მიყიდეს რუსეთს... საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოკლეს, 30 000 ადამიანი დაიხოცა ,300 000 აყარეს აფხაზეთიდან,სამეგრელო ხუთგზის დალაშქრეს ,გადაწვეს სოფლები , 1,500 000 ქართველი საქართველოდან გააქციეს, ჩააბნელეს და ძაძებით შემოსეს მთელი საქართველო, 20 მილიარდი დოლარის ანაბრებით აართვეს მოსახლეობას ,გააპარტახეს ეკონომიკა . 
სამწუხაროდ ამ ომის პროვოცირებაამ დიდად დააზარალა ,როგორც აფხაზი, ისე ქართველი ერი,ომის შედეგები დამღუპველია მთლიანად საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ ქართველთა და აფხაზთა ინტეგრაციაში.

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-08-19
ფერისცვალება უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი.
მართალი ნონა, დედა გრიგოლ ღვთისმეტყველისა (+374)
გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, რომლის ხსენებაც არის 18 აგვისტოს, ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა და აღიზარდა. მშობლები, ფილტატიოსი და გორგონია მას ქრისტიანული სულისკვეთებით ზრდიდნენ. როცა დრომ მოაწია, დედ-მამამ ქალწული მდიდარ მიწათმფლობელს, გრიგოლს მიათხოვეს, რომელსაც არიანზსა და ნაზიანზოსში ჰქონდა მამულები. სულიერი თვალსაზრისით ქორწინება მძიმე გამოდგა ღვთისმოსავი ქალისთვის, რადგანაც ქმარი წარმართი იყო. კეთილმსახური ნონა მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს, რომ გრიგოლი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცია.
gaq