საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

რატომ გაურბის ხელისუფლება დღევანდელი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ნამდვილი დღის აღნიშვნას


ახლა გადავხედოთ თუ როგორ აღნიშნავენ დამოუკიდებლობის დღეს ყოფილი საბჭოთა იმპერიის ექსკოლონიებში:


ლიტვა: რუსეთის ცარისტული იმპერიისაგან თავდახსნისას 1918 წელს 16 თებერვალს ლიტვის ტარიბამ (Lietuvos Taryba) ანუ ეროვნულმა საბჭომ, ერთხმად, 20 ხმით, ლიტვის დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.


1944 წლის ივლისის მეორე საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ 1990 წლის 11 მარტს ლიტვამ გამოაცხადა საბჭოთა კავშირიდან გასვლა და დამოუკიდებლობის აღდგენა, დღეს ამ ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენა იზეიმება სწორედ ამ თარიღით.


აქ უნდა ავღნიშნოთ ერთი გარემოება, მეოცე საუკუნის 80 წლების ბოლოს ლიტველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის თავკაცობა წილად ხვდა ვიტაუტას ლანდსბერგისს, რომლის ბაბუა გაბრიელიუს ლანდბერგის-ჟუამკალნისი და მამა ვიტაუტას ლანდსბერგის-ჟუამკალნისი, ლიტვის პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრი, იყვნენ ლიტვის თავისუფლებისათვის ბრძოლის ავანგარდში გასული ორი საუკუნის მიჯნაზე. შვილმა გააგრძელა წინაპრების საქმე და სამშობლო გაათავისუფლა.


ლატვიამ რუსულ ცარისტულ იმპერიას თავი დააღწია 1918 წლის 18 ნოემბერს და გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მსგავსად ლიტვის სახელმწიფოსი, ლატვიაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულისთვის კვლავ მოექცა რუსული საბჭოთა იმპერიის მარწუხებში. 1991 წლის 21 აგვისტოს ლატვიის სეიმმა გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა და დღეს ეს თარიღია დამოუკიდებლობის საზეიმო დღე.


ესტონეთმა 1917 წლის 12 აპრილს, რუსეთის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ გამოაცხადა ავტონომია. დამოუკიდებლობის დეკლარაცია კი მიიღეს 1918 წლის 24 თებერვალს, მსგავსად მეზობელი ქვეყნებისა, გასული საუკუნის ორმოციანი წლების დასაწყისში ესტონეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ხელყო საბჭოთა რუსეთის იმპერიამ. ესტონეთმა რუსული საბჭოთა იმპერიის ტყვეობას თავი დააღწია 1991 წლის 20 აგვისტოს. სახელწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღედ დღეს სწორედ ეს თარიღი იზეიმება.


ანალოგიური ვითარებაა ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც: როგორც ვიცით აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წლის 28 მაისს თბილისში და დღეს ეს თარიღი აღინიშნება, როგორც რესპუბლიკის დღე. დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია 1991 წლის 18 ოქტომბერი და შესაბამისად სახელმწიფო დღესასწაული თავისუფლებისა.


სომხეთის დამოუკიდებლობა, მსგავსად აზერბაიჯანისა გამოცხადდა თფილისში 1918 წლის 28 მაისს და დღეს ეს თარიღი აღინიშნება როგორც პირველი რესპუბლიკის დღე. საბჭოთა იმპერიაში სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადდა 1991 წლის 21 სექტემბერს და აღინიშნება როგორც დამოუკიდებლობის დღესასწაული.


ახლა გადავხედოთ საქართველოს დღეს მოქმედ კონსტიტუციას:


1. საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.


მაშასადამე, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე არის 9 აპრილი. ხოლო 26 მაისი გახლავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადების დღე. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაამხო რუსეთის ბოლშევიკურმა იმპერიამ 1921 წელს. 1991 წლის 9 აპრილს კი საქართველომ, ზვიად გამსახურდიას მთავრობის ხელმღვანელობით აღიდგინა დამოუკიდებლობა. მართალია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა მოხდა 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, რეფერენდუმ,ის გადაწუვეტილებით, მაგრამ, ჩვენი სახელმწიფო ისევე უნდა აღიარებდეს ახალ თარიღს დამოუკიდებლობისა, როგორც ბალტიის სახელმწოფოები. 

საქართველოს დამოუკიდებლობის თარიღის მოჩქმალვა არის ე. შევარდნაძის პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც არ უნდოდა ზ. გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის დამსახურების აღიარება. შევარნაძის მერეც, ყველა ხელისუფლება ცდილობს მიჩქმალოს ეროვნული მოძრაობის დამსახურება, მაგრამ, ფაქტებს ვერსად გაექცევა. მოვა დრო და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი.


ზიგმუნდ ვოლტეტერი
24. 05. 2018


მამული, ენა, სარწმუნოება

gaq