საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

გრიგოლ გიორგაძე (1918-1919 წლებში – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი)
გრიგოლ ტიმოთეს ძე გიორგაძე (დ. 20 ნოემბერი, 1879, ქუთაისი, — გ. 18 აგვისტო, 1937, ყაზახეთი) — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, იურისტი, ისტორიკოსი და პუბლიცისტი.
1902 წელს დაამთავრა ქუთაისის სასულიერი სემინარია, 1909 წელს – ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1905 წელს შეუერთდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკურ ფრთას. 1909-10 წლებში ქუთაისში გამოსცემდა გაზეთ „ფონს“. 1917-1918 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 1918-1919 წლებში – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი (ამ პოსტზე 1919 წლის მარტში ნოე რამიშვილმა შეცვალა), 1919-1921 წლებში დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წლის აგვისტოდან საქართველოს მთავრობის რწმუნებული ბათუმის ოლქში. შექმნა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაცია „ახალი სხივი“ და დამფუძნებელ კრებაში ხელმძღვანელობდა სხიველების ფრაქციას. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკურმა რეჟიმმა დროებით დააპატიმრა. 1922-1937 წლებში ეწეოდა საადვოკატ მოღვაწეობას, იყო საქართველოს დამცველთა კოლეგიის წევრი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ურთიერთობების, ახალი და უახლესი ისტორიის, ქართული სამართლის ისტორიის საკითხებს. 1937 რეპრესიების დროს დააპატიმრეს და გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იმავე წელს გარდაიცვალა. შემდგომში რეაბილიტირებული იქნა ყაზახეთის და საქართველოს უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტლებით.
https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_გიორგაძე
 გრიგოლ გიორგაძე

გრიგოლ გიორგაძე 1879 წელს, ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1907 წლიდან სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918 წლის აპრილში გიორგაძე ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად დაინიშნა, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მან რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ჯერ კიდევ სამხედრო მმართველობის დებულების დამტკიცებამდე, მისი განხილვის პროცესში, ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიის 1918 წლის 12 ივლისი სხდომაზე, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ მასსა და მის თანაშემწეს (მოადგილე) შორის არ იყო ორგანული დამოკიდებულება და ორივენი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გამოსცემდნენ განკარგულებებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გიორგაძე მიიჩნევდა, რომ სამხედრო მინისტრი და მისი თანაშემწე (მოადგილე) სამხედრო პირები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა აზრი მალევე შეიცვალა.

გენერალი გიორგი კვინიტაძე, უარყოფითად აფასებდა სამხედრო უწყების სათავეში სამოქალაქო პირის ყოფნას და მინისტრ გიორგაძის შესახებ სახალისო ფაქტს იხსენებდა: „ერთხელ, ბატალიონის გასტუმრებისას, მეთაურს ვუთხარი, ორი ქვემეხი წაიღე-მეთქი და სამხედრო მინისტრმა მკითხა ბატონო გიორგი, ორი ქვემეხი რამდენი ზარბაზანია?“. მიუხედავად ამისა, 1919 წლის მარტში, როდესაც გიორგაძე სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე ნოე რამიშვილმა ჩაანაცვლა, გენერლებმა და ოფიცერმა, გამოსამშვიდობებელ წერილში, მინისტრის მუყაითობას, საქმის სიყვარულს, მოვალეობის შეგნებას, დინჯ მუშაობას და თავაზიანობას გაუსვეს ხაზი.

დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში ყოფილი სამხედრო მინისტრი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჩამოშორდა და ცალკე შექმნილ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შეუერთდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის აპრილში, მან საქართველოს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია „სხივი“ დააარსა. გრიგოლ გიორგაძემ 1921 წელს გამოსცა ბროშურა „საქართველო, ანტანტა და რუსეთი“, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობის ხაზგამის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იდეალიზებულად წარმოაჩინა. გრიგოლ გიორგაძე 1930 წელს დააპატიმრეს, 1933 წელს კი ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც იურუდიულ საქმიანობას ეწეოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ იგი 1937 წელს ხელახლა დააპატიმრა და დახვრიტა. რეაბილიტირებულია ყაზახეთის და საქართველოს უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტლებით.

https://history.mod.gov.ge/ge/page/31/grigol-giorgadze


მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე და მოწაფენი მისნი (+304) - ხსენება 17 მაისს
წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო - ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს.
17 მაისი - ხსენება წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელისა (+დაახლ. 290)
წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.
gaq