საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა

ზვიად გამსახურდიას მიმართვა მოსწავლე-ახალგაზრდობისადმი (გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“, 1990 წლის 29 მარტი)
ზვიად გამსახურდია


ახალგაზრდობა ჩვენი ეროვნული მოძრაობის უმთავრესი დასაყრდენი და მისი ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
ეს ახალგაზრდული მოძრაობაა.
მაგრამ მოდით პირდაპირ ვილაპარაკოთ.
გვინდა იცოდეთ, რომ თქვენთან პრეტენზიებიც გვაქვს და ეს სწორად უნდა გამიგოთ. განათლების სისტემას რომ რეორგანიზაცია და გაუმჯობესება სჭირდება, ეს ცხადია.
ამისთვის ჩვენ ვიბრძვით და თქვენც უნდა იბრძოლოთ, მოსწავლე-ახალგაზრდობამ.

მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ აკადემიური მოსწრება და სპეციალობის დაუფლება არანაკლებ სერიოზულია, ვიდრე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა.
არ ჩათვალოთ ეს ტრაფარეტულ ჭკუის დარიგებად უფროსისაგან, თქვენზე ასაკით უფროსისაგან.

მე ამას გეუბნებით, როგორც ჩვენს უმცროს თანამებრძოლებს.
გახსოვდეთ, ეროვნულ მოძრაობას სჭირდება ყოველმხრივ განათლებული, კულტურული ადამიანები!
ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი ხალხის მოძრაობა.
ნუ გაგიტაცებთ სასწავლო დაწესებულებების გაფიცვები.
ჩვენ ისე არ გვაქვს საქმე, რომ თქვენს ხარჯზე გადაიაროს ამან.

მთელი მუშათა კლასი, მთელი გლეხობა, საზოგადოების ნებისმიერი ფენა ჩვენთანაა. რა სჭირს ჩვენს მოძრაობას ისეთი, რომ ჩვენ ჩამოგარჩინოთ სწავლაში, რათა მიზანს მივაღწიოთ.
ჩვენ მას ისედაც მივაღწევთ.

ამიტომ, გთხოვთ, მაქსიმალურად მოვერიდოთ თვითნებურ გაფიცვებს, უფრო მეტად ვიფიქროთ ცოდნის დაუფლებაზე.
ისე არ გამოვიდეს, რომ ჩვენ, ეროვნულ მოძრაობას, დაგვაბრალონ ახალგაზრდების მოწყვეტა სწავლისაგან, შრომისაგან და იფიქრონ, რომ ჩევნ ვართ უსაქმურთა და ზარამაცთა თავშესაფარი.

მე ეს არაერთხელ განვაცხადე და ახლაც გიმეორებთ. თანაც ნახეთ, რა მძიმე მდგომარეობა გვაქვს ზნეობის თვალსაზრისით.
ეს დასამალი არაა, ამას არავისთან ვმალ არც თქვენ დაგიმალავთ.

ის, რაც ვერც აფხაზმა, ვერც ოსმა, ვერც თათარმა ვერ გაგვიკეთა, ჩვენ ვუკეთებთ ერთმანეთს.
რის ცხრა აპრილი, მეგობრებო, რის თხუთმეტი ივლისი, რის სამაჩაბლო, რის აფხაზეთი, რაც თბილისში დატრიალდა ამ ბოლო პერიოდში. ასშვიდი მკვლელობა - ეს საშინელებაა!

და აი, ამას უმთავრესად ახალგაზრდა ადამიანები სჩადიან. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მსგავსი შემთხვევები!
ამიტომ გადავწყვიტეთ: ასეთ დამნაშავეებს ერის მოღალატეებად, ეროვნული მოძრაობის მოღალატეებად გამოვაცხადებთ, რა ასაკისაც არ უნდა იყვნენ ისინი და შევრისხავთ, როგორც ერის მოღალატეეებს!
სხვა გამოასავალი არ არის!

თან იმის მონაცემებიც გვაქვს, რომ ყოველივე ამას ჩვენი მარადიული მოსისხლე მტერი ფარულად წარმართავს. მას ამის საშუალებები აქვს, მაგრამ მაინც არ გვჭირდება თქვენი დახმარება პოლიტიკიური თეორიებისა და პოლიტიკური დეკლარაციების შექმნაში. ამას ჩვენც გავართმევთ თავს.
მაგრამ მოდით, ზნეობის საკითხებში დავუახლოვდეთ, უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს, რომ არ დაგვეღუპოს ერი!

მეგობრებო, გაიცნობიერეთ - დაღუპვის გზაზე ვდგავართ!
უცხო ერები ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებენ, მაგრამ თუ დაეცა ჩვენი ზნეობრიობა, ყველაფერი დაკარგულია.

მე კიდევ ერთი რამ მინდა გირჩიოთ - რაც შეიძლება უფრო ინტენსიურად ჩაებით რელიგიურ ცხოვრებაში. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სწავლის პროცესი, პროგრამები, მძიმე თვით განათლების სისტემა დაეფუძნოს რელიგიას, საღვთისმეტყველო მოძღვრებას.

ღვთისმეტყველებისა და რელიგიის გარეშე არ არსებობს, არ არსებობს არავითარი განათლება. ეს კომუნისტებმა შემოიღეს ანტირელიგიური „განათლება“, რაც ფაქტობრივად დაბნელებაა და განათლება.
ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება გაფიცვების დაგვჭირდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს გამიზნული და ჩვენთან იყოს ჩვენთან ერთად მოფიქრებული.

ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ისწავლებოდეს ღვთისმეტყველება და უფრო მეტი რელიგიურობა იყოს ახალგაზრდობაში. აი, ეს დაგვიცავს, მეგობრებო!
მოვიქცეთ რმენაზე საქმით, პრაქტიკულად ვინაიდან „სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკვდარ არს“, - როგორც არის ნათქვამი ბიბლიაში.

აი, ეს არის ჩვენი სურვილები და, რასაკვირველია, მივესალმებით ამგვარ აქტივობას ყოველთვის.
უფრო მეტად უნდა მივხედოთ ზნეობას, ენას.
რა მდგონარეობაა ამ მხირვ?!
რა ენაზე მეტყველებს ჩვენი ახალგაზრდობა?!

ბევრმა დაივიწყა წინაპრების ენა, წინაპრების სარწმუნოება და ისე მეტყველებს, რომ ყურით აღარ მოისმინება.
პირველ რიგში, აი, ამას უნდა ვებრძოლოთ, მეგობრებო, და მერე ვიმსჯელოთ მაღალ მატერიებზე და დიდ პოლიტიკურ საკითხებზე, მერე გავარჩიოთ მსოფლიო პოლიტიკის, თუნდაც შიდა პოლიტიკის საკითხები. მეტყველება სულის ანარეკლია, ის სულის გამოხატულებაა!

შეძრული ვარ, ისეთი სიტყვები მესმის სკოლებში. ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ ყოველივე ამას, თუ გვსურს, რომ მართლაც ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობისათვის.
ჩვენი ერი ვერასოდეს გახდება დამოუკიდებელი, თუ ის ზნეობრივად არ ამაღლდა, რელიგიურად არ ამაღლდა, სარწმუნოებრივად არ ამაღლდა.

ეს უნდა გვახსოვდეს, რამეთუ ისტორიამ იცის სასჯელი.
მე მარტო დავით გურამიშვილს გაახსენებთ, როგორ უკავშირებს ის საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობას, მის უბედურებას, რელიგიის დაკარგვას და ზნეობრივ დაცემას.

რაც შეეხება კომკავშირს, იმ შემთხვევაში, თუ იგი გაუქმდება, არ უნდა შეიქმნას მისი სუროგატი, ახალი ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებს კვლავ პოლიტიკაში ჩაითრევს.
ასეთი ორგანიზაცია ოროვნული იდეოლოგიითაც რომ გამოდიოდეს, ჩვენ მაინც შევებრძოლებით მას.
უნდა მოხდეს სკოლების დეიდეოლოგიზაცია და დეპოლიტიზაცია.

გიმეორებთ, სწავლაა თქვენ პოლიტიკა!
გთხოვთ, რომ ვიბრძოლოთ უფრო პრაქტიკული საქმეების მოსაგვარებლად. მოვუწოდოთ ჩვენს მეგობრებს, ნაცნობებს, ყველას მოვუწოდოთ, რომ აღარ მოხდეს ჩვენს თბილისში, საქართველოში, ისეთი მახინჯი მოვლენები, რომლებმაც ჩვენს ახალგაზრდობას სახელი გაუტეხა.
აი, ეს არის ჩემი უპირველესი სურვილი და სათხოვარი.

გაზ. „ახალგაზრდა ივერიელი“
1990 წლის 29 მარტი

მამული, ენა, სარწმუნოება

მღვდელმოწამე კვიპრიანე, წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე (+304)
2 (15) ოქტომბერს აღინიშნება მღვდელმოწამე კვიპრიანე, წმიდა მოწამენი იუსტინა და თეოქტისტე (+304) ხსენების დღე.
ნეტარი ანდრია, ქრისტესთვის სალოსი (+936)
2 (15) ოქტომბერს აღინიშნება ნეტარი ანდრიას, ქრისტესთვის სალოსის (+936) ხსენების დღე.
gaq