საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული გვარები

სახალხო გმირი ბუღარა მამალაძე
იური სიხარულიძე
სოფელი ხევი (ყოფილი მამალაძე)

ბუღარა მამალაძე

ავტორისაგან

,,გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც ქართველ მეფე-მთავრებს ყოველი მხრიდან მოძალებულ მტერთა გამკლავების ძალა აღარ შესწევდათ, ხალხი იძულებული იყო თვით აეღო ხელში თავისი თავისა და ქვეყნის დაცვა.

ამ მძიმე და უთანასწორო ბრძოლებში მრავალმა ვაჟკაცმა თუ მანდილოსანმა გაითქვა სახელი. მათი რიცხვი დიდია. ამჯერად ჩვენ მხოლოდ რამდენიმე სახალხო გმირზე ვამახვილებთ ყურადღებას. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ გურიასა და მისი მიმდგამი ფერსათის მხარის (რაიონის მარცხენა სანაპირო) მკვიდრები იყვნენ.

ამ გმირებზე სხვადასხვა დროს ვბეჭდავდით წერილებს რესპუბლიკურ თუ რეგიონალურ პრესაში და ხალხის დიდ ინტერესსაც იწვევდა. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება არც ამ პატარა კრებულს შეხვდება გულგრილად.“

იური სიხარულიძე

 

ადამიანთა ტაცებისა და სყიდვის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მე-18 - მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე მძვინვარებდა ჩვენს ქვეყანაში, სახელი გაითქვეს ბუღარა მამალაძემ და მისმა ძმებმა. ძმები - იესე, გაბრიელ (მეტსახელად ,,ბუღარა“) და გიორგი მამალაძეები სოფელ ხევში (გუბაზეულის ხეობა, აწინდელი ჩოხატაურის რ-ნი) ცხოვრობდნენ და მამაცურად უკეტავდნენ გზას ეგზომ მომრავლებულ ჯეთ-აბრაგებს.

გმირ ძმებზე წერილობითი დოკუმენტებიც საკმაოდაა შემონახული და ფოლკლორული (პოეტური და პროზაული)

სოფელი ხევი
მასალებიც. ერთ-ერთ ხალხურ ლექსში ამგვარადაა აღწერილი მათი თავგანწირული ბრძოლა:

გიორგობა ღამე იყო,

გაისმოდა ზარის რეკა,

ბახმაროს მთებს ცადაზიდულთ

წამოესხათ თოვლის თექა.

ასეთ დროს ჩვეულებრივ იკეტებოდა საუღელტეხილო გზები და ხალხსაც მოსვენების იმედი ეძლეოდა, მაგრამ, თურმე:

სწორედ ამ დროს უპირებდა

მამალაძეს სიკვდილს მტერი,

გაახვიეს ცეცხლში ფაცხა,

დააძგერეს კედლებს ჯგვერი.

ღამეა და სოფელს ძინავს,

ძილი კრთება თოფის ხმაზე,

მოემზადნენ საბრძოლველად,

ესე ადის სათავანზე.

გიორგი კარს ჩაუსაფრდა,

ბუღარა კი გადის კარში,

ერთი თოფიც გაისროლა,

ხმალიც დაჰკრა თათარს თავში.

ბუღარას პირველად ,,კუნტი დედა“ და პატარები გაუხიზნავს, შემდეგ კი მამის (ოტია მამალაძის) გასაყვანად მიბრუნებულა, მაგრამ ამაოდ, - მშობელი უკვე მოკლული დახვედრია:

იმ დროს, როცა თათრის რისხვა

ხალხს მალავდა შესაფარში,

მომხდურებმა მისი ფაცხა

გაახვიეს ცეცხლის ალში.

ძმები ესე და გიორგი

მყის გაიჭრნენ მტრებთან კარში,

გაიმართა ცხარე ბრძოლა,

ბევრი დასცეს თოფით მაშინ.

ამ შეტაკების დროს მტრის რაზმის ბაირაღტარი შევარდნილა ღია სახლში, იგი ბუღარას დაეძებდა

სოფელი ხევი
, მაგრამ გმირის ნაცვლად საპყარ მოხუცს წასდგომია თავს და მოუკლავს...

გამოუდგნენ ძმები თათრებს,

მთელი ღამე სდიეს მტერსა

და თელვანში დაეწივნენ,

ამოეყო თავი მზესა.

მეწინავემ ზემო მთიდან

დაიძახა თურმე ესა:

ამოვედით, ძმებო, ჩვენც და

ამოვიდა ჩვენი მზეცა.

ნაადრევი აღმოჩნდა მტრის სიხარული. ამის დაძახება და ბუღარას თოფის დაჭექებაც ერთი იყო, რასაც ბაირაღტარის სიკვდილი მოჰყოლია.

სხვებმა ხელი ხმალს გაიკრეს

გაიმართა მუსვრა-ჩეხვა,

და თელვანის მკაცრს ჭიდილში

ბევრი გულის შეწყდა ფეთქვა...

ძმები გამარჯვებულნი დაბრუნდნენ სოფელში.

ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი და უფრო მძიმე ბრძოლა მოუგიათ მამალაძეებსა და მათ რაზმს, რაც ძირითადად ახლობლებისა და თანასოფლელებისაგან შედგებოდა.

სახელოვანი ძმების ღვაწლს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ჩვენს დროში: დაიწერა სტატიები (იური სიხარულიძის, მამია დუმბაძის, გიორგი კეკელიძის, ომეხი უჯმაჯურიძის, ჭიჭიკო მამალაძის და სხვა), გამოვლინდა ხალხური ლექსები (ი. სიხარულიძე), შეიქმნა სიმღერა (დაამუშავა ლოტბარმა არსენ პაიჭაძემ) და პიესაც (დრამატურგ მიხეილ ჯაფარიძის) და ა.შ.

ბუღარა მამალაძისა და მისი ძმების მამაცურმა ბრძოლამ თავის დროზე დიდი როლი შეასრულა იმ ხანგრძლივ და მძიმე ომში, რაც გადაშენ

სოფელი ხევი
ებით ემუქრებოდა ჩვენს ხალხს.

 

წიგნიდან ,,სახალხო გმირები“

1995  წელი

 

სოფელი ხევი
სოფელი ხევი
სოფელი ხევი
სოფელი ხევი
სახალხო კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიისა და ეროვნული იდეოლოგიის შესახებ მასალები იხილეთ სამეფო კლუბის საიტზე: georoyal.ge

მამული, ენა, სარწმუნოება

ღირსი ევპრაქსია ტაბენისელი (+393)
12 (25) იანვარს აღინიშნება ღირსი ევპრაქსია ტაბენისელის (+393) ხსენების დღე.
წმიდა მოწამე მერტი მხედარი (+284-305)
12 (25) იანვარს აღინიშნება წმიდა მოწამე მერტი მხედრის (+284-305) ხსენების დღე.
gaq