საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

საქართველო და ქართველი ერი > ქართული ხელოვნება

შალვა ქიქოძე
ავტოპორტრეტი
შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე (დ. 27 მაისი, 1894, ბახვი — გ. 7 ნოემბერი, 1921, ფრაიბურგი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი.

ბიოგრაფიაშალვა ქიქოძემ საშუალო ცოდნა მიიღო თბილისის ქართულ გიმნაზიაში, რომელიც დაამთავრა 1914 წელს. ამავე წელს იგი შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად 1914-1917 წლებში სწავლობდა მხატვრობას ხატვის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში. ჯერ კიდევ მოწაფის სკამზე მჯდომარე, მონაწილეობას იღებდა მოსკოვის სათეატრო ჟურნალში «Рампа и жизнь», სადაც მოთავსებულია მის მიერ დახატული კარიკატურები. ამას გარდა, მოსკოვის თეატრში «Летучая мышь», დახატული ჰქონდა დიდი პანო, რაც იმ დროს ყურადღებით იყო აღნიშნული. ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. აღსანიშნავია, რომ იგი მარჯვენა ხელს ვერ ხმარობდა, ხატავდა მარცხენა ხელით.
1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ექსპედიციაში — შეასრულა ფრესკების პირები. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. 1919 წელს ქიქოძემ თბილისში გიორგი ჯაბადარის თეატრში, მხატვრულად გააფორმა ჯ. ჯაკოზას პიესა „ვითა ფოთლები“ და სხვა. 1919 წლის დეკემბერში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში, სადაც 1921 წელს ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად მოეწყო ქიქოძის სურათების გამოფენაც. მისმა სურათებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც პარიზის პრესაშიც იყო აღნიშნუ
აჭარელი ჩადრიანი ქალები“
ლი.
საჯარო გამოფენაზე შალვა ქიქოძემ პირველად მონაწილეობა მიიღო თბილისში. 1919 წელს ადგილობრივმა პრესამ ერთხმად აღნიშნა მისი ნიჭი და ქართველმა საზოგადოებამაც ახალგაზრდა მხატვარზე დიდი იმედები დაამყარა. 1921 წლის ივნისში ფილტვების დაავადების გამო იგი პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა საკურორტო წამლობისათვის. შალვა ქიქოძე გარდაიცვალა 1921 წლის 7 ნოემბერს 27 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში.
შემოქმედებაქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისმა ნამუშევრებმა გაამდიდრა ქართული ფერწერა როგორც თემატიკურად, ასევე მხატვრული თვალსაზრისით. ქიქოძის ფერწერისთვის დამახასიათებელია ექსპრესიულობა, გამომსახველობა, მკაფიო ნახატი, კოლორიტი.
ქიქოძის ნამუშევრებია: „ხევსურეთი“ (1920), „გურული ქალი დოქით ხელში“ (1921), „აჭარელი ჩადრიანი ქალები“ (1921); აგრეთვე პარიზის ცხოვრების სცენები; „ლუქსემბურგის ბაღი“ (1920), „რესტორანში“ (1921). ზოგიერთ ნაწარმოებში ქიქოძე მიმართავდა სიმბოლურ-ალეგორიულ სახეებს: „დაკარგული მეგობრის გახსენება“ (1920), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი). 1928 წელს თბილისში მოეწყო ქიქოძის ნახატების პერსონალური გამოფენა.მისი ნახატები იხ. https://www.flickr.com/photos/georgienblogspotcom/sets/72157622790455954/
„გურული ქალი დოქით ხელში“

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა ტიმოთე სიმბოლელი
21 თებერვალს (ახალი სტილით 5 მარტს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა ტიმოთე სიმბოლელის (სიმვოლელის) (+795) ხსენების დღეს.
წმიდა ევსტათი ანტიოქიელი
21 თებერვალს ახალი სტილით 5 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმიდა ევსტათი ანტიოქიის მთავარეპისკოპოსის (+337) ხსენების დღეს.
gaq