საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > ჰიპოთეზების სამყაროში

ქართველები ავღანეთში

ვიკიპედიაში აღნიშნულია, რომ დაახლოებით  150 ათასი ქართველი სახლობს ავღანეთში (აქ ქართველები ჩაასახლეს XVII—XVIII საუკუნეებში).

ხელისუფალთა  ვიზიტიც ადასტურებს შესაბამის ინფორმაციას, პრეზიდენტის სიტყვებით: ”ავღანეთის მიწაზე, შუა საუკუნეების შემდეგ შემორჩა სოფლები, სადაც ცხოვრობენ ქართველები, გურჯები, როგორც აქ ეძახიან. ისინი ითვლებოდნენ აქ რუსული ოკუპაციის დროს ყველაზე გაბედულ მებრძოლებად საბჭოთა კავშირის ჯარების წინააღმდეგ, მათთან ყველაზე მეტად უჭირდათ საბჭოთა ჯარებს ბრძოლა".

ვახტანგ ონიკაშვილის წიგნში ”ფერეიდანი” კი მოთხრობილია რეალური ისტორია:

”ქართველებმა ავღანეთში დააარსეს  ცივი მდინარის ნაპირებზე ქალაქი. ეს მხარე ახლა ჰერათის მხარით არის ცნობილი. ახლაც ცხოვრობენ იქ ქართველები. იქაურმა მოხუცებმა ახლაც იციან ქართული. სწორედ ეს ქართველები შეხვდნენ გენერალ ეპიტაშვილს, რომლებმაც იგი სიკვდილს გადაარჩინეს.  აღნიშნული ინფორმაცია მე თვითონ გადავამოწმე ნოსრათოლა ყორღანაშვილთან (ყორბანი), რომელიც ირანში მყოფმა ინტელიგენტმა ავღანელებმა დაადასტურეს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ჩავედით ავღანეთში შექმნილი სიტუაციის გამო, მაგრამ დავრწმუნდით, რომ ქართველები იქაც არიან და ალბათ გველოდებიან.

ეპიტაშვილის ისტორია კი ასე იყო. ავღანეთის ხანგრძლივი ომის დროს, რომელშიც ჩართული იყიო ერთის მხრივ საბჭოთა კავშირი, ხოლო მეორეს მხრივ - ამერიკის შეერთებული შტატები, ცნობილი ქართველი გენერალი ეპიტაშვილი პოლკოვნიკი გახლდათ. მას საბჭოთა დაზვერვამ მისცა ადვალება, რომ როგორც გზის გამყვანი ინჟინერი შესულიყო ავღანეთის ქალაქ ჰერათის ტერიტორიაზე და როგორმე დაერწმუნებინა იქ მაცხოვრებელი ”უცხო ტომის” ხალხი, რომელიც საერთოდ ომში მონაწილეობას არ იღებდა და თავის ტერიტორიაზეც არავის უშვებდა, ნება დაერთო, რომ მათ სოფლებზე გაევლო საბჭოთა ტანკებს. წინააღმდეგობის შემთხვევაში მას მიშანი უნდა მიეცა საბჭოთა ავიაციისათვის და მომხდარიყო ამ ადგილების მასიური დაბომბვა. ავღანელებმა ეპიტაშვილს შეუტყვეს, რომ საბჭოთა დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და იგი დააპატიმრეს, ჩააგდეს სამი დღე ორმოში, სადაც გველებს უყრიდნენ, აძლევდნენ გამხმარ პურს და წყალს, ამასთან ერთად, აწამებდნენ ყოველდღე. გენერალმა ვერაფერი რომ ვერ გააგებინა მათ, დასიცხულმა, ნაწამებმა და მწყურვალმა დაიწყო ქართულად გინება. მათ მაშინვე ყურები ცქვიტეს და ჰკითხეს:  - ქართველი ხარ? -კიო, - დაუმოწმა ეპიტაშვილმა და მის ტანჯვასაც ბოლო მოეღო. ამოიყვანეს, დააპურეს, წყალი მისცეს, მოიყვანეს წესრიგში, სახლში შეიპატიჟეს და დაუწყეს გამოკითხვა, მაგრამ კარგა ხანს ვერ ახერხებდნენ ქართულად ლაპარაკს და მოიყვანეს თავიანთი უხუცესი, რომელმაც ქართული კარგად იცოდა. ბოლოს ეპიტაშვილმა საკუთარი რაცია მოითხოვა და  უთხრა ქართველებს, რომ მე თუ ნახევარ სათში ნიშანს არ მივცემ, რომ ბომბდამშენები უკან გაბრუნდნენ, ნაბრძანებია, რომ აქაურობა მიწასთან გაასწორონო. 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq