საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > ჰიპოთეზების სამყაროში

გუჯარები - ინდოელი ქართველები?


შემდეგ მიწა გაიპოხა ცრემლით,

ასე გაჩნდა გუჯარათი ჩემი.* (*ა. შენგელია, "როგორ გაჩნდა საქართველო, ანუ ლეგენდის დაბადება").

"გურგაონი, 23. 8. 66. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დირექტორს, თბილისი (სსრკ).

ძვირფასო სერ!

მე მსურს სათანადო პატივისცემით გაგეცნოთ. ვარ კოლეჯის მასწავლებელი და გეოგრაფიის ფაკულტეტის მეთაური გურგაონის (ფენჯაბი) კოლეჯში (ინდოეთი). სამეცნიერო ხარისხი ფენჯაბის უნივერსიტეტისაგან.

ვაწარმოებ ჩრდილო ინდოეთში ფართოდ გავრცელებული ტომის - "გუჯარების" კვლევას, ჩემი ხელმძღვანელია დოქტორი ა. ბ. მუკერჯი - ხელოვნებათა მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორი, რომელიც ავტორიტეტია "ხეობათა კულტურის" შესწავლაში.

ჩემი გამოკვლევების დროს გავიგე, რომ ქართველები (გურჯები) ატარებენ ისეთივე კულტურულ ნიშნებს, აქვთ ისეთივე ჩვეულებები, სამოსელი, ფოლკლორი და ისევე საქმიანობენ, როგორც ჩრდილო ინდოეთის "გუჯარები", რომლებიც გვხვდებიან რაჯასტანში - შტატ უტარ-პრადეშსა,* (*ეს იმ შტატთაგანია, რომელიც 1971 წლის შემოდგომასა და 1972 წლის გაზაფხულზე კოკისპირული წვიმების შედეგად დაიტბორა) ჯამუსა და ქაშმირში,** (**ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტის დროს, რასაც შედეგად მოჰყვა ბანგლადეშის რესპუკლიკის გამოცხადება, საომარი მოქმედების ასპარეზი იყო) სივალიკის ბორცვების გასწვრივ და დასავლეთ პაკისტანში.

მსურს შევისწავლო ქართული ლიტერატურა და ენა, რომელიც რამდენადმე მოგვაგონებს ჩვენს ჩრდილო ინდოეთის გუჯარულ კილოკავს.

დაწერილი მაქვს მთელი რიგი სტატიები და წიგნი - "გუჯარები და მათი კულტურა". ვიყავი თავმჯდომარე სრულიად ინდოეთის გუჯარული კონფერენციისა, რომელიც ჩატარდა ქ. ბადარფურში 1965წ. ივნისში.

ვსწავლობ რუსულ ენას დელის საღამოს უნივერსიტეტში, ხელმძღვანელმა მირჩია ამ საკითხის ირგვლივ უშუალო კავშირი დამემყარებინა თქვენთან, თბილისში.

გთხოვთ დამეხმაროთ ნებართვის მიღებაში, რათა დაშვებულ ვიქნე თქვენს აკადემიაში სამუშაოდ. უაღრესად მადლობელი ვიქნები თქვენი, თუ შემწეობას აღმომიჩენთ ქართული ენის დაუფლებაში, ქართული ლიტერატურის უშუალოდ გაცნობასა და ჩემს კვლევით მუშაობაში გუჯარების, ჯურების, ქართველების შესახებ.

გთხოვთ გამომიგზავნოთ აუცილებელი საბუთები და ფორმები დაშვებისათვის.

მადლობით, გულწრფელად თქვენი რ. პ. ხათანა".

ინდოელი მკვლევარის ეს მეტად საინტერესო წერილი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტისადმი მკითხველს პროფესორმა ლევან მარუაშვილმა შესთავაზა რვა წლის წინ.

სტატიაში "ინდოელი ქართველები? - ახალი გამოცანა!", რომელიც პირველმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრავალტირაჟიანმა გაზეთმა გამოაქვეყნა, პროფ. ლ. მარუაშვილი შენიშნავდა, რომ ინდოეთში აღზრდილი ინგლისელი მონადირის ჯიმ ქორბეთის წიგნის ("ტაძრის ვეფხვი") კითვისას მისი ყურადღება მიიქცია იმ გარემოებამ, რომ ჩრდილო ინდოეთში, ჰიმალაის ქედის სამხრეთ კალთებზე, ბინადრობს ხალხი, რომლის მეტყველებაში ქართულ სიტყვებთან თანხვედრა შეინიშნება. განგის სათავეში, გარვალის პროვინციაში მცხოვრები ტომები მთის გარეული თხის აღსანიშნავად ხმარობენ სიტყვას - "თხარ", პურის აღსანიშნავად - "პურ" და ა.შ.

ქართველი მეცნიერის განსაკუთრებული ინტერესი გამოუწვევია იმ ქართველთა ცნობებს, რომელთაც ბოლო წლებში უმოგზაურიათ ინდოეთში. ცნობებში აღნიშნულია, რომ აკად. გ. ძოწენიძეს დელიდან ბომბეიში მგზავრობისას ხვდებოდა "კახელების მსგავსი ხალხი". საქდესის კორესპონდენტთან საუბარში იგივე დაუდასტურებია პროფ. გ. თვალჭრელიძესაც. დელიდან ბომბეიში მანქანით მგზავრობისას მას უნახავს ურმით მიმავალი ადამიანები, რომლებიც გარეგნობით, ჩაცმულობითა და მიხრა-მოხრით თითქმის არ გამოირჩეოდნენ კახელებისაგან. სამწუხაროდ მეცნიერს მაშინ დრო არ ჰქონია, რომ მათთვის ვინაობა გამოეკითხა.

ეს მარშრუტი (ე.ი. სამანქანო გზა დელიდან ბომბეისაკენ. - გ. მ. ) გადის სწორედ რაჯისტანზე, სადაც, დოქტორ ხათანას სიტყვით, გუჯართა ნაწილი ცხოვრობს, - ამბობს პროფ. ლ. მარუაშვილი და იქვე მიუთითებს, რომ ბოტანიკოს გ. სახოკიას ჰიმალაის კალთებზე აჩვენეს ტომი, რომელსაც პურის აღსანიშნავად სიტყვა "პური" აქვს.

პროფ. ლ. მარუაშვილს სავსებით მიზანშეწონილად მიაჩნია ინდოელ ქართველთა საკითხის სპეციალური კვლევა. ჰიპოთეზის სახით გვთავაზობს მოსაზრებას, რომ ქართველთა დასახლება ინდოეთის მიწა-წყალზე შესაძლოა თემურ-ლენგის პერიოდს განეკუთვნოს.* (*რუმინელი ვ. კერნბახის ცნობა იმის შესახებ, რომ ინდოეთის ზოგიერთ ენაში ცნება "ლამაზი" და "საქართველო" ძველთაგანვე ურთიერთ-სინონიმებად იხმარებაო, ასევე ხომ შესაძლოა სწორედ ამ დროიდან დამკვიდრებულიყო ინდოეთში? (გ.მ.)

ეს მოსაზრება ემთხვევა ინგლისელი მეცნიერის ედვარდ გიბონის (1737-1794 წწ.) აზრს იმის შესახებ, რომ 1394 წელს დატყვევებული ქართველები თემურ-ლენგს თან წაუყვანია ინდოეთზე 1398 წელს გალაშქრების დროს. ამასთან, უაღრესად საინტერესოა კიდევ რამდენიმე ფაქტიც:

რომ ტყვედ წაყვანილი ქართველები ინდოეთში ჩანან XVI - XVII საუკუნეებშიაც;

რომ 1525-1739 წლებში ჩრდილოეთ ინდოეთში არსებობდა ე.წ. "დიდი მოგოლების" ძლიერი სახელმწიფო, რომელიც იმ ტერიტორიასაც მოიცავდა 1398-1399 წლებში თემურ-ლენგმა რომ დაიპყრო;

რომ უნგრელი მეცნიერის ლ. ფაკეტეს ცნობით, "დიდი მოგოლების" სამხედრო სამსახურში მრავლად იყვნენ ქართველებიც.** (**ქ. ჩხატარაიშვილი - კვლავ "ინდოელ ქართველთა" შესახებ, გაზ. "ლიტერატურული საქართველო", 1967 წ.)

"ქართლის ცხოვრების" ერთ-ერთი, კერძოდ, ბერი ეგნატაშვილის მიერ XVIII საუკუნის დასაწყისში დაწერილი მატიანის მიხედვით, თემურ-ლენგმა ერთი ადრინდელი შემოსევის დროს გაამაჰმადიანა და თან წაიყვანა მესხეთის მოსახლეობის ნაწილი. შემდეგ, 1398 წელს თემურ-ლენგი ინდოეთში შეიჭრა, დაიპყრო დელი და დაეუფლა მთელ ჩრდილოეთ ინდოეთს. "დასაშვებია, წერს პროფ. მარუაშვილი, რომ სამარყანდელმა მფლობელმა მესხეთიდან წაყვანილი გამაჰმადიანებული ქართველები ჩრდილო ინდოეთის ტერიტორიაზე დაასახლა, როგორც თავისი საყრდენი ძალა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ".

სტატიას "ინდოელ ქართველებზე" პირველი გამოეხმაურა ქ. ჩხატარაიშვილი, რომელმაც ინდოელი მკვლევარის რ. ხათანას ჰიპოთეზა ქართველებისა და ინდოეთ-პაკისტანში მცხოვრები გუჯარების ნათესაობის შესახებ საფუძველმოკლებულად მიიჩნია: "ჩვენი წელთააღრიცხვის დასაწყისში გუჯარები და გუჯარათლები* (*პროფ. ლ. მარუაშვილის აზრით, დას. ინდოეთში მცხოვრები მრავალმილიონიანი ეროვნება "გუჯარათი" - მკვიდრი ინდოელი მოსახლეობა, არ უნდა ავურიოთ გუჯარებთან, ამ ტომების დასახელების მსგავსება შემთხვევითია, რაც აგრეთვე დაუდასტურებია რამდენიმე წლის წინ საქართველოში სტუმრად მყოფ ინდოელ მეცნიერ ქალს სენ-გუფთას. ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ლ. კარბელაშვილი, "ქართველთა ნაკვალევი ინდოეთში V-XIII სს. " საქართველოს სსრ მეცნ. აკადემია, ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტი, "ეკონომიკა", ტ. 3, 1971, გვ. 295-322) (რომლებიც ახლა დასავლეთ ინდოეთში ცხოვრობენ და 11 მილიონს შეადგენენ**) (** ნაგულისხმებია, ალბათ, გუჯარათის შტატის მცხოვრებნი.) ერთ ხალხს წარმოადგენდნენ, - წერს ქართველი მკვლევარი, - ჩვენი წელთააღრიცხვის პირველ საუკუნეებში შუა აზიიდან ე.წ. თეთრი ჰუნების და სკვითების შემოსევის შედეგად ისინი გაითიშნენ და დაიფანტნენ. ჩვ. წ. აღ. V-VII საუკუნეებში ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში არსებობდა ძლიერი სახელმწიფო გურჯარა, რომელიც წინ გადაეღობა ექსპანსიას და ინდოეთი დაპყრობას გადაარჩინა".

მიუხედავად ზემოხსენებულისა, ავტორი სავსებით რეალურად ცნობს ვარაუდს თანამედროვე ინდოეთსა და პაკისტანში ქართული წარმოშობის მოსახლეობის არსებობის შესახებ. მისი აზრით, ინდოელი მკვლევარის რ. ხათანას მტკიცება, გუჯარების ჩვეულებები, სამოსელი, ფოლკლორი და საქმიანობა ისეთივეა, როგორც ქართველებისო, შესაძლოა იმაზე მიგვითითებდეს, რომ გუჯარებით დასახლებულ ტერიტორიაზე ასეთ ნიშნებს სწორედ ქართული წარმოშობის მოსახლეობა ატარებს. XIV-XV საუკუნეებში ტყვედყოფილ ქართველთა ინდოეთში ყოფნა ქართველ მკვლევარს დოკუმენტურ ნიადაგზე დადასტურებულად, ხოლო ჰიპოთეზა დღევანდელ ინდოეთსა და პაკისტანში ქართველ თვისტომთა ყოფნის შესახებ გარკვეული აზრით შემაგრებულად მიაჩნია. "თუ ამასთან გავიხსენებთ... ქართველთა მონაწილეობას ნადირშაჰის ინდოეთზე გალაშქრებაში 1739 წელს და რამდენიმე წლის წინად ჩვენს პრესაში გამოქვეყნებულ ცნობას გვიანდელ შუა საუკუნეებში ინდოეთის რამდენიმე სამთავროს სათავეში ქართველ გამგებელთა ყოფნის შესახებ, - წერს იგი, - მაშინ კიდევ უფრო რეალურად წარმოგვესახება იმის შესაძლებლობა, რომ შორეულ ინდოეთში ჟამთა სიავისაგან სამშობლოს მოწყვეტილი ათასობით ქართველის შორეული შთამომავალი ცხოვრობდეს".

ინდოეთში სამი სამეფოს სათავეში ქართველთა ყოფნის თაობაზე ცნობა მოაქვს პოეტ-აკადემიკოს ი. აბაშიძეს 1959 წელს გამოქვეყნებულ ჩანაწერებში "ინდოეთის გზებზე".

"ამ სტრიქონების წერის დროს ხელთა მაქვს ცნობილი ფრანგი მეცნიერის, ფილოსოფოსისა და მოგზაურის ფრანსუა ბერნიეს წიგნი "უკანასკნელ პოლიტიკურ გადატრიალებათა ისტორია დიდი მოგოლის სამეფოში",* (*მოსკოვ-ლენინგრადი, სახელმწიფო სოციალ-ეკონომიური გამომცემლობა, 1936 წ.) რომელმაც თავის დროზე მარქსისა და ენგელსის მოწონება დაიმსახურა. ეს წიგნი, სხვათა შორის, მოგვითხრობს იმ სამი ქართველის შესახებ, რომელთაც XV საუკუნის მიწურულში ინდოეთის ერთ დიდ ნაწილში სამი სამეფო შექმნეს. ამ სამეფოებმა ორას წელიწადს იარსებეს. ბერნიე წერს: "ქართველები მტკიცედ განაგებდნენ ამ სამეფოებს იმიტომ, რომ ერთმანეთთან მუდმივ კავშირში იყვნენ და ერთმანეთს გვერდით უდგნენ მოგოლების წინააღმდეგ დიდ სამხედრო ოპერაციებში". ბერნიე ასახელებს ამ ქართველ მეფეთა მხოლოდ მეხუთე თუ მეექვსე თაობის წარმომადგენელს - ნეზამ შაჰს (რომელმაც თავისი სამეფოს დედაქალაქს დაარქვა დუალეთი).

ეს ამბავი ხდება ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთის რაიონში, სინდისა და ფენჯაბის მხარეში".* (*"შორეულ გზებზე", ქართველ მოგზაურთა ჩანაწერები, წიგნი პირველი, თბილისი, 1959 წ.).

"ინდოელ ქართველთა" საკითხს გარკვეული ამაგი დასდო ჟურნალისტმა ლ. გოლდმანმა, რომელმაც თემას ორი საკმაოდ საინტერესო წერილი მიუძღვნა.

რუსეთის არმიის გენერალური შტაბის პოდპოლკოვნიკს, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ნამდვილ წევრს ნოვიცკის 1896 წელს დაუწერია წიგნი "ინდოეთიდან ფერგანამდე", რომელშიც იგი იხსენიებს ქართულ გეოგრაფიულ სახელწოდებებს, როგორიცაა ტნარი, ლომოური და ა.შ. ამასთან, ეს დასახელებები გვხვდება მხოლოდ ქაშმირში, სადაც როგორც ზემოთ ითქვა, გუჯარები ცხოვრობენ.

ჩვენს პრესაში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში ლ. გოლდმანს მოჰყავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტროტექნიკის კათედრის გამგის შ. ბებიაშვილის საინტერესო მოგონება:

- ინგლისის ჯარები, რომლებიც 1918 წელს საქართველოში იდგნენ, შედგებოდა შოტლანდიელებისა და ინდოელი სიპაებისაგან. ერთხელ მამაჩემმა მიამბო, რომ ერთ-ერთი ინდოელი ესაუბრა მას ქართულ ენაზე და თქვა, რომ ინდოეთში ბევრს ესმის ქართული.

ინდოელი მეცნიერი ხათანა ახალ წერილში იტყობინებოდა, რომ "ინდოეთში არის წმინდა ქართული სოფლებიც".

იგივე დაადასტურა გამოჩენილმა ქართველმა მათემატიკოსმა აკადემიკოსმა გ. ჭოღოშვილმაც.

ქართველი მეცნიერი ერთ დღეს კითხულობდა ლექციებს ინდოეთის უნივერსიტეტებში და, როგორც ამბობს, გამოუკითხავს "ინდოელი ქართველების"ამბავი.

ინდოეთიდან დაბრუნების შემდეგ აკად. გ. ჭოღოშვილი მოხსენებით გამოვიდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წინაშე, საქართველოს მათემატიკური საზოგადოების საჯარო სხდომაზე წაიკითხა ლექცია თემაზე "ზოგი შთაბეჭდილება ინდოეთში მოგზაურობის შესახებ".

აკად. გ. ჭოღოშვილის მოგზაურობის შთაბეჭდილებები მოკლედ გაშუქდა ჯერ გაზეთ "თბილისის" (1968 წ.), ხოლო შემდეგ გაზეთ "ზარია ვოსტოკას" (1973 წ.) ფურცლებზე. ამასთან ბოლო პუბლიკაციას თან ახლავს პროფ. ხათანას (ქჰათანას) და გუჯარების ორი ფოტოსურათი.

დელის საბჭოთა საელჩოში აკად. გ. ჭოღოშვილს გაუგია რომ სადღაც, მაღალ მთიანეთში არის რამდენიმე ქართული სოფელი (ლაპარაკია წმინდა ქართულ სოფელზე). მაგრამ მივლინების მოკლე ვადა შორს გამგზავრების საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომაც, ქართველ მეცნიერს გადაუწყვეტია პროფ. ხათანასთან ერთად დელის მახლობლად მდებარე გუჯარების სოფელს სტუმრებოდა.

ქართველი მეცნიერი გაოცებულია: სახის ნაკვთებით, მანერებით, ენერგიული მოძრაობით, სხარტი მიხრა-მოხრით, ტემპერამენტით გუჯარები რამდენადმე მართლაც განსხვავდებოდნენ ინდოეთის ძირითად მკვიდრთაგან.

ერთად შეჯგუფულ ინდოელთაგან, ხანდაზმული გუჯარის თხოვნით, ქართველ მეცნიერს გარეგნობის მიხედვით გამოუცვნია 14 კაცი, რომელთაგან 12 მართლაც გუჯარი გამოდგა.

გამოდის, რომ იქაც კი, სადაც მკვიდრი ინდოელი მოსახლეობის გავლენა განსაკუთრებით ძლიერია, გუჯარები გარეგნულად აშკარად გვანან ქართველებს. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ინდოეთის ცენტრებს დაშორებულ რაიონებში (ხომ ცნობილია, რომ გუჯარები სახლობენ ძველ რაჯასტანში, ჯემასა და ქაშმირში, ჰიმალაის მთიანეთში,* (*ალექსანდე მაკედონელისდროინდელი ბერძნები ჰიმალაის უწოდებდნენ "ინდურ კავკასიას") პაკისტანსა და ნეპალში) ტომების თავდაპირველი სახე და ნიშნები უკეთ უნდა იყოს შემონახული.

ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სახელზე მიუღიათ ბანგალორის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის ვ. გოკაკის წერილი, რომელშიც ინდოელი მეცნიერი წერს, რომ აკად. გ. ჭოღოშვილთან საუბარმა ხანგრძლივი და საინტერესო ერთობლივი მუშაობის პერსპექტივა შექმნაო. "მოხარული ვიქნები თქვენი მეცნიერების ჩამოსვლისაო", - წერს ვ. გოკაკი.

აკად. გ. ჭოღოშვილმა უაღრესად საინტერესო შთაბეჭდილებებთან ერთად ინდოეთიდან ჩამოიტანა და სპეციალისტებს გადასცა ინდოეთში საჩუქრად მიღებული წიგნები და პროფ. ხათანას (სხვათა შორის, თვითონ ხათანა გუჯარი ყოფილა) ხელნაწერი ნაშრომი.

პროფ. მ. მირიანაშვილის ცნობით, ინდოეთში ყოფნის დროს მასთან საუბარში უთქვამთ, რომ ბომბეის ჩრდილოეთით, გალეჯაიერის მთაზე მცხოვრებნი კათხის (იქნება კახის. - გ.მ.) ტომი ხშირად ასრულებსო ქართულ ცეკვებს.

პრობლემა "ინდოელ ქართველთა" შესახებ მრავალმხრივ საინტერესოა და, ცხადია, ბევრი რამ ამ მიმართულებით ბურუსით არის მოცული. მაგალითისთვის. ამ ტომის (გუჯარი) სახელწოდებას ხომ არა აქვს რაიმე კავშირი ჩვენს გუჯარეთთან, რომელიც თრიალეთის, ტაშირის, ივრისპირის და მე-18 საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოს სხვა კუთხეებს** (**საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ., 1973 წ. გვ. 59) შორის იხსენიება? გუჯარეთის ანარეკლი უნდა იყოს საქართველოში დღემდე შემორჩენილი სახელწოდებები სოფლებისა - ლაგოდეხისა და ბორჯომის რაიონებში, სოფლის მორაკრაკე მდინარისა ბორჯომის რაიონში (გუჯარულა) და ბოლოს თვით ქართული გვარიც გუჯარაიძე.

ზემომოტანილი ცალკეული შთაბეჭდილებებიდან, ცხადია, ძნელია დასკვნის გაკეთება. ამიტომ ჩვენ გუჯარების საკითხი ჰიპოთეზების სამყაროში მოვაქციეთ. ვფიქრობთ, რომ მომავალში სპეციალისტები გააგრძელებენ კვლევა-ძიებას ამ მიმართულებით და უფრო საფუძვლიან დასკვნებს გააკეთებენ.       

გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

                         

 

 

მამული, ენა, სარწმუნოება

2017-09-26
დიდმოწამისა, საქართველოს მნათობისა, კახეთის დედოფლისა ქეთევანისა (1624); ენკენია, რომელ არს ხსენება ქრისტეს აღდგომის ტაძრის განახლებისა იერუსალიმს (335); მღვდელმოწამისა კორნილიოს ასისთავისა (I); მოწამეთა: კრონიდესი, ლეონტისა და სერაპიონისა (დაახ. 237); მოწამეთა სელევკისა და სტრატონიკესი (III); მოწამეთა მაკროვოსი და გორდიანესი (IV); მღვდელმოწამისა იულიანე ხუცისა (IV); მოწამეთა: ელიასი, ზოტიკესი, ლუკიანესი და ვალერიანესი (IV); ღირსისა პეტრე ატროელისა (IX).
საქართველოს მნათობი დედოფალი (+1624)
26 სექტემბერს არის წმიდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენება
ენკენია
13 (26) სექტემბერს არის ენკენია - ხსენება ქრისტეს აღდგომის წმიდა ტაძრის განახლებისა იერუსალიმში (335). ამ დღეს ეკლესია ზეიმობს მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდისა და მისი დედის, მოციქულთასწორი ელენე დედოფლის მიერ აგებული ქრისტეს აღდგომის ტაძრის კურთხევას.
gaq