საიტი მუშაობს ტესტურ რეჟიმში

საქართველოს სამეფოსათვის

საქართველოს სამეფოს ისტორია

მსოფლიო მონარქიები

მართლმადიდებლობა და მონარქია

პრესა და ანალიტიკა

ლიტერატურა და ხელოვნება

კონტაქტი ankara escort adana escort izmir escort eskisehir escort mersin escort adana escort escort ankara

ჩვენებურები > შორეული ახლობელი

პლასტუნკა

მეცხრამეტე საუკუნის 60-იანი წლები...

მეფის ხელისუფლებამ ყირიმის ომის დამთავრების უმალ, სოჭის ჭაობიან, უკაცრიელ ადგილებში იძულების წესით შემოიყვანა და დაასახლა რუსეთის არმიის ჯარისკაცები ყუბანიდან და ქვეყნის ევროპული ნაწილის სხვა მხარეებიდან.

ახალდასახლებულებმა, მათ შორის ყუბანელმა კაზაკებმაც, ვერ გაუძლეს შეუჩვეველ კლიმატს, აჯანყება მოაწყეს. მათ წინააღმდეგ მეფის სატრაპებმა გარნიზონის ნაწილებს - პლასტუნებს მოუხმეს.

გაჩაღებულმა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლამ კვლავ უკაცრიელი გახადა ეს მიდამო: უმრავლესობა ბრძოლებში დაიღუპა, ზოგი  გააციმბირეს, ზოგმა გაქცევით უშველა თავს.

რუსეთის თვითმპყრობელობამ ამჯერად კავკასიისკენ, უფრო კი საქართველოსკენ „იბრუნა პირი“. დაიწყო ამ ადგილებში დასავლეთ საქართველოდან მასიური გადმოსახლება. 

„ქართველები თავიდანვე სოჭის მიდამოებში დასახლდნენ, სადაც ახლა ულამაზესი კურორტი სოჭია გაშენებული, - ამბობს ცნობილი საზოგადო და თეატრალური მოღვაწე, პლასტუნკელი ქართველი მანდილოსანი ოლღა წითლიძე, - ეს ადგილები იმ დროს გაუვალი ტყე-ჭაობებით და ეკალ-ბარდებით იყო დაფარული (მისივე ცნობით, სოჭში ქართველებს დახვდათ ორიოდე სამიკიტნო, სამხედრო საგუშაგო და ორი ათეული მცხოვრები). დროთა განმავლობაში ქართველი მოსახლეობის ნაწილი, რაჭა-ლეჩხუმიდან გადმოსახლებულებმა, ისევ მთებს მიაშურეს და მდინარე სოჭელას ნაპირებზე დასახლდნენ, ე.ი. იმ ადგილებში, სადაც ახლა სოფელი პლასტუნკაა. დანარჩენი ქართველები კი, უმთავრესად სამეგრელოდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან გადმოსახლებულნი, თვით სოჭში დასახლდნენ“.*

ასე გაჩნდა, თითქმის ამ ერთი საუკუნის წინათ სოჭიდან თხუთმეტიოდე კილომეტრის დაშორებით, მდინარე სოჭის ხეობაში ქართული სოფელი პლასტუნკა, რომელიც დღეს კრასნოდარის მხარის ქალაქ სოჭის ადმინისტრაციული დანაყოფის - ადლერის რაიონის შემადგენლობაში შედის.

პლასტუნკის პირველი ბინადარნი ქართველთაგან მალხაზ უჩაძე, პავლე კაპანაძე, გიორგი ფრუიძე, ტარიელ სილაგაძე და მოსე კუპრაშვილი გამხდარან.

პლასტუნკაში ქართველობა 1879 წელს გამოჩენილა. მადლიან მიწას და გამრჯე მარჯვენას სიმინდის უხვი მოსავალი მოუყვანია - თერთმეტტაროიანი სიმინდის ღერო ჩაუტანიათ პლასტუნკიდან ცაგერში. ორი წლის შემდეგ, 1881 წელს ლეჩხუმელთა ახალი ჯგუფი შემატებია პლასტუნკელებს.

სოფლის სახელწოდების წარმოშობაზე რამდენიმე ვერსია არსებობს. ერთი მათგანის შესახებ ზემოთ მოგახსენეთ. სხვა ვერსიით, სწორედ ამ მიდამოებში, მდინარე სოჭის ფერდობებზე და ხეობაში, რომელიც ახლა ტიპიური რაჭული ოდებით, ეზოებით და ბაღ-ვენახებითაა მოფენილი, საწვრთნელად ამოჰყავდათო ჯარის ნაწილები, ე.წ. „პლასტუნები“ და სოფელსაც იმიტომ შეერქვაო ეს უცნაური სახელი „პლასტუნკა“.

ღვაწლომოსილი პედაგოგი, დარბაისელი ქართველი მანდილოსანი ვერა ფრუიძე მოგვითხრობს, რომ სოფლის ახლო-მახლო ადგილებს ხალხი ახლაც ეძახის - „პერვაია როტა“, „ვტარაია როტა“.

პლასტუნკის, ამ თვალწარმტაცი ქართული სოფლის ბუნება შთამაგონებლად წარმოგვიდგინა ახალგაზრდა პოეტმა კ. დანელიამ ლექსში „პლასტუნკა“:

გარშემო მთების ჯავშანი აკრავს,

რომ მოარიდოს სუსხი და ქარი,

მდინარე სოჭა ჩაუდის მაყრად,

როგორც ხმატკბილი ჩონგურის ლარი.

გარს ასწლოვანი, ამო იერით,

შრიალებს ტევრი მუხის და წაბლის,

ხშირად გაჰყვირის ირემს ირემი

და უღრან ტყეში ქორბუდა გარბის...**

თანამედროვეთა გადმოცემით, ქართველები სულ მოკლე ხანში შეთვისებიან გარემოს. ამბობენ, სოჭში თავდაპირველად აშენებული ყველა კარგი შენობა ქართველებს ეკუთვნოდათო.

1905 წლისთვის, არასრული ცნობებით, სოჭისა და ახლომახლო სოფლების (პლასტუნკა, მამაიკა, ნოვაია ზარია) ქართველი მოსახლეობის რიცხვმა 14.000 მიაღწია. დღევანდელი სოჭის ბოლშაია და მალაია პრირეჩენსკაიას ქუჩები ქართველებითაა დასახლებული, ხოლო გორკის ქუჩას ახლაც „მინგრელსკაია ულიცას“ ეძახიან.

მდინარის ორთავე ნაპირზე გაშენებული ქართველთა სოფელი პლასტუნკა ხუთ კილომეტრზეა გადაჭიმული. თითქმის საუკუნის წინ ფუძეჩაყრილ ამ ქართულ სოფელში 250-ზე მეტი კომლი ცხოვრობს, 800 სულამდე ქართველი: ფრუიძეები, ჩაკვეტაძეები, სილაგაძეები, კაპანაძეები, სვანიძეები, ლეფსწვერიძეები, მელაძეები, კეთილაძეები, ცხვედიანები, მიქაძეები, ცქიტიშვილები, კუპრაშვილები, ცქიფურიშვილები...ვ. კახაძეს მოთხრობებში „პლასტუნკელები“ (1963 წ.) მოჰყავს პლასტუნკაში მცხოვრებ ქართველთა გვარები: აბაშიძე, აბდალაძე, ალავიძე, არჩვაძე, ბაბუხადია, ბაღიშვილი, ბიწაძე, ბურჯანაძე, ბუსკაძე, გაბილაია, გავაშელიძე, გვიშიანი, გოგოლაძე, გოდერიძე, გორდეზიანი, გოცირიძე, ზარკალიანი, თოდაძე, ირემაძე, კეთილაძე, კენჭაძე, კობახიძე, კოპალიანი, კუბლაშვილი, კუპრაშვილი, კუტალაძე, ლეფსწვერიძე, ლეშქაშვილი, ლობჟანიძე, მანდარია, მახარობლიძე, მიქაუტაძე, მუმლაძე, მუსერიძე, მუშკუდიანი, ჟორჟოლიანი, სვანიძე, სილაგაძე, უჩაძე, ფრუიძე, ქასრაშვილი, ყურაშვილი, შათირიშვილი, შტააძე, შქუბულიანი, ჩაკვეტაძე, ჩხეტიანი, ცირეკიძე, ცქიფურიშვილი, ცხვარაძე, ცხვედიანი, ჭელიძე, ხეცურიანი, ხმელიძე, ხუხუა, ჯიშკარიანი.

1970 წლის პუბლიკაციებში დამატებით მოხსენიებული არიან მელაძეები და მიქაძეები.

სოფელს დღეს აქვს ბიბლიოთეკა, აფთიაქი, სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები, საფერშლო პუნქტი, კულტურის ორასადგილიანი სახლი და სკოლა. (ადლერის რაიონის N 44 რვაწლიანი სკოლა).

ამ სამოცდაათიოდე წლის წინათ, ეფრემ ცხადაძის თაოსნობით პლასტუნკაში დაუარსებიათ ქართული დაწყებითი სკოლა, ხოლო 1921 წელს, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ოლღა წითლიძის თაოსნობით ქ. სოჭში ქართულ საშუალო სკოლას ჩაყრია საფუძველი.

1941 წელს სამამულო ომის დაწყებასთან დაკავშირებით ქ. სოჭის ქართულ საშუალო სკოლას არსებობა შუწყვეტია, იგი პლასტუნკის დაწყებითი სკოლისათვის შეუერთებიათ. სწორედ ამ სკოლის აღზრდილები არიან რესპუბლიკაში ცნობილი ადამიანები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე პროფ. ქსენია ცხაკაია, საქართველოს სსრ სამხედრო კომისარი გენერალ-მაიორი ვახტანგ მურუსიძე...

1947 წლიდან ოცდახუთი წლის მანძილზე სკოლის დირექტორი სოჭის ქართული საშუალო სკოლის აღზრდილი ვერა ფრუიძე გახლდათ.

ერთი საუკუნე არც ისე დიდი დროა ისტორიისათვის, მაგრამ პლასტუნკელმა ქართველებმა მოასწრეს საკუთარი საინტერესო ისტორიის შექმნა.

ჯერ იყო და, 1905 წლის რევოლუციის დღეებში, რუს თანამოძმეებთან ერთად სოჭელთა აჯანყებაში აქვსენტი გვათუა, მაქსიმე ხორავა, ივანე ანდღულაძე, რაჟდენ წოწორია და მრავალი სხვა პლასტუნკელი მონაწილეობდა, სოჭი ორი დღე და ღამე აჯანყებულებს ჰქონდათ დაკავებული.

საბჭოთა ხელისუფლებისათვის იბრძოდნენ პლასტუნკელები სამოქალაქო ომის წლებშიც. შეიარაღებული აჯანყებით უპასუხეს პლასტუნკელმა ქართველებმა გენერალ დენიკინის წარმომადგენლის პოლკოვნიკ ჩაიკოვსკის მოწოდებას - შესულიყვნენ დენიკინის არმიაში. ხალხი იძულებული გახდა მთებში გახიზნულიყო. პარტიზანულ რაზმებად გაერთიანებული პლასტუნკელები ანადგურებდნენ თეთრგვარდიულ ნაწილებს.***

პარტიზანულ ბრძოლებში გამოიჩინეს თავი წითელგვარდიელებმა სპირიდონ გურგენიძემ, იოსებ უჩაძემ, თევდორე ფრუიძემ და მრავალმა სხვა პლასტუნკელმა.დიდების შარავანდედით არის მოსილი პლასტუნკელ ქართველთა მონაწილეობა დიდ სამამულო ომში. ფაშისტებმა ვერ მოახერხეს თავიანთი ბინძური ფეხი დაედგათ სოფლის მიწაზე; 130-მა თავდადებულმა პლასტუნკელმა ვაჟკაცმა სიცოცხლე შესწირა გერმანელ ყაჩაღებთან ბრძოლას. მათი უკვდავი სახელი სიმბოლოდაა აღბეჭდილი შინმოუსვლელთა სტენდზე, რომელიც სკოლის მუზეუმს ამშვენებს. სტენდს ქართული წარწერა აქვს: „ვინც სამშობლოსთვის დაეცა, ის არ მოკვდება არასდროს“.

1958 წლამდე პლასტუნკაში სტალინის და დიმიტროვის სახელობის კოლმეურნეობა არსებობდა, ახლა პლასტუნკელები გაერთიანებული არიან N 8 მეხილეობა-მებოსტნეობის საბჭოთა მეურნეობის მეორე აგროგანყოფილებაში.

სოფლის სიამაყეა ახალი დიდი ხიდი მდინარე სოჭზე, რომლის მშენებლობა 1972 წელს დაუმთავრებიათ.

ამ რამდენიმე წლის წინათ პლასტუნკელთა სკოლას ვესტუმრეთ. სკოლის მაშინდელმა დირექტორმა ვ. ფრუიძემ ხალისით გვიამბო სოფლისა და თვით სკოლის ისტორია. მოკრძალებით ახსენა აკად. გ. ჯიბლაძის სახელი, გულითადი მადლობა გამოთქვა იმ დიდი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის, რაც პლასტუნკელების მიმართ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს გამოუჩენია. საქართველოდან არცთუ იშვიათად გვყავსო სტუმრები, ამბობდა იგი. სკოლას ლანჩხუთელებიც სწვევიან ე. ნინოშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის მ. ვადაჭკორიას ხელმძღვანელობით, მხატვრული ლიტერატურა და ე. ნინოშვილის პორტრეტი მიურთმევიათ სკოლისათვის.

პლასტუნკელი პიონერები პირველად 1957 წელს იანვრის არდადეგებზე ესტუმრნენ თბილისს.

ჟურნალმა „პიონერმა“ ფოტოსურათითა და წერილით - „პლასტუნკელი ქართველი პიონერები“ - აღნიშნა პლასტუნკელთა ჩამოსვლა საქართველოს დედაქალაქში.

„გულთბილად მიიღეს სტუმრები პიონერთა სასახლეში, - წერდა ჟურნალი, - რვა დღის განმავლობაში თავს დასტრიალებდნენ თბილისელი პიონერები თანატოლებს. აჩვენეს თავიანთი შემოქმედება, დაათვალიერებინეს თბილისი, რუსთავი, იყვნენ თეატრებში“.

გაზეთმა „ახალგაზრდა კომუნისტმა“ საკმაოდ ვრცლად გააშუქა პლასტუნკელთა ცხოვრება, სოფლის ისტორია. წერილში „გაეცანით ჩვენს სოფელს“ პლასტუნკელები ერთ არასასიამოვნო ამბავსაც იტყობინებოდნენ: რამდენიმე წლის წინათ სასკოლო ბიბლიოთეკა დაგვეღუპა, ქართულ ენაზე კლასგარეშე ლიტერატურა არ მოგვეპოვება, დრამწრისათვის პატარა პიესებსაც ვერ ვშოულობთო. იქვე გამოთქმული იყო იმედიც, საქართველოს პიონერები დაგვეხმარებიან ბიბლიოთეკის შევსებაშიო.

პირველნი ბათუმელი პიონერები გამოხმაურებიან პლასტუნკელ თანატოლებს - მეორე სკოლის მეხუთე და მეექვსე კლასელებს წიგნები გაუგზავნიათ მეგობრებისათვის. ლანჩხუთის რაიონის ნიგოითის შვიდწლიანი სკოლის მოსწავლეებსაც გაუღიათ თავიანთი მეგობრული წვლილი: მხატვრულ ლიტერატურასთან ერთად თავიანთი სოფლის შესახებ ნარკვევიც გაუგზავნიათ პლასტუნკელებისათვის.

ამაზე კი გაზეთი „ნორჩი ლენინელი“ სპეციალურ წერილსაც ათავსებს თავის ფურცლებზე - „პლასტუნკელების ახალი მეგობრები“.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

 *ნ. კევლიშვილი - „პლასტუნკელი ქართველი მოღვაწე“, გამომც. „ლიტერატურა და ხელოვნება“, თბილისი, 1966 წ.

**კ. დანელია - „თეთრი ხნულები“, გამომცემლობა „მერანი“, თბილისი, 1970 წ. 

*** აქ და ქვემოთ აღნიშნული ფაქტების კომენტირებისას მკითხველს ვთხოვთ, გაითვალისწინოს წიგნის გამოცემის თარიღი და ავტორის შეზღუდულობა კონიუნქტურული პირობებით. 

გიორგი მახარაძის წიგნიდან „არდავიწყება მოყვრისა“ (თბ. 1976)

 

მამული, ენა, სარწმუნოება

წმიდა მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარნი (284-305)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნებაწმიდა მოწამე აზას და მასთან ასორმოცდაათი მხედარის (284-305) ხსენების დღე.
წინასწარმეტყველი აბდია (IX ს. ქრისტეს შობამდე)
19 ნოემბერს (2 დეკემბერს)აღინიშნება წინასწარმეტყველი აბდიას (IX ს. ქრისტეს შობამდე)ხსენების დღე.
gaq